The Guardian
დენ საბაჰი
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა – ბენ უოლესმა გამოთქვა მოსაზრება, რომ უკრაინას არ აწყენდა მეტი ძალისხმევა გამოეჩინა და დასავლეთისათვის მადლობა მაინც ეთქვა დახმარებისთვის. ამგვარი კომენტარი გაააკეთა მან პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის გამოთქმულ უკმაყოფილებაზე, რომ უკრაინისთვის არ წარუდგენიათ ნატოში გაწევრიანების, არც მკაფიო გრაფიკი და არც კონკრეტული პირობები
ბენ უოლესმა აღნიშნა: უკრაინელები ისე ჩქარობდნენ ყოველგვარი დახმარების მიღებას, რომ ხანდახან ავიწყდებოდათ – მადლობა ეთქვათ. „ მოსწონთ თუ არა ეს, ადამიანებს სურთ, თუნდაც იოტისოდენა მადლიერება საპასუხოდ“ – განაცხადა მინისტრმა ბრიფინგზე, რომელიც ნატოს მინდვრებზე, ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში გაიმართა.
„გამოდის, რომ ქვეყნებმა უარი უნდა თქვან საკუთარი იარაღის მარაგებზე. დღენიადაგ ამის მოთხოვნა დასავლეთისგან, უარყოფითად განაწყობს მოსახლეობის დიდ უმრავლესობას, თანაც იმ დროს, როცა გიხდება კანონმდებლების დარწმუნება კაპიტოლიუმის ბორცვზე“ – დასძინა მან.
უოლესმა გაიხსენა, თუ როგორ მოიარა შარშან უკრაინა, სადაც მას გადასცეს იარაღის ჩამონათვალი. „იცით რას გეტყვით, ჩვენ არა ვართ Amazon-ი – თქვა მან – მე მათ ეს ავუხსენი გასულ წელს, როცა 11 საათი შევალიე მათი მოთხოვნების გაცნობას“.
ამასთან მან შენიშნა, რომ ესმის, ამით ზელენსკი უწინარესად თავის ხალხს მიმართავს და მიუხედავად მისი ჩივილისა, სამშაბათს მიღწეული შეთანხმებები, სასარგებლოა უკრაინისთვის. ასე მაგალითად, მონაწილეებმა აღიარეს, რომ „უკრაინის ადგილი ნატოშია“ – რაც ფაქტობრივად იმას ნიშნავს, რომ უკრაინას ალიანსში მიიღებენ, როგორც კი კონფლიქტი ჩაცხრება.