Geopolitika.news / ხორვატია
ზორან მეტერი
გთავაზობთ ფრაგმენტს, გავლენიანი ხორვატიული გამოცემა „Geopolitika.news“-ში გამოქვეყნებული ვრცელი სტატიიდან – „კვირის მიმოხილვა. დასავლეთის წარუმატებელი მცდელობა, გაეხსნა მეორე ფრონტი რუსეთისთვის საქართველოში. ზელენსკი „ხელს იბანს“. ვასალები და ბარბაროსები…“. მასში განხილულია საქართველოში არსებული ვითარება და დასავლეთის დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ – უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის კონტექსტში
საიდუმლო არაა, რომ დასავლელი მოკავშირეები, დღიდან რუსეთის უკრაინაში შეჭრისა, განიხილავენ შესაძლებლობებს, თუ როგორ გახსნან მეორე ფრონტი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ.
აქ ლაპარაკი არ არის სანქციებზე ან პოლიტიკურ-დიპლომატიურ ფრონტზე, რომელიც მიმართულია მოსკოვის საერთაშორისო იზოლაციისკენ. მხედველობაში აქვთ რეალური საომარი ფრონტი, როცა რუსეთს მოუწევს მისი, ისედაც გადატვირთული ძალების გადანაწილება უკრაინის მიმართულებიდან, სადაც მიმდინარეობს დაპირისპირება, რომელზეც დამოკიდებულია რუსეთის, არა მარტო ახლო მომავალი, არამედ მისი არსებობაც კი.
ამას მსოფლიოში ცოტა ვინმე თუ აღიარებს, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთი, უპირველესად ვაშინგტონი, ღიად აცხადებს, რომ უკრაინის კონფლიქტის საბოლოო მიზანია – მიაყენოს რუსეთს სტრატეგიული დარტყმა, რომლისგანაც ის გონს, კარგა ხანს ვერ მოვა.
რა თქმა უნდა, დასავლეთში არავის სურს ახალი ფრონტის გახსნა ისე , რომ მასში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის რომელიმე წევრი აღმოჩნდეს გახვეული – ნატოს მეხუთე მუხლიდან გამომდინარე. აქ სხვა გადაწყვეტილებაა მისაღები.
რუსეთის ფედერაციის წინაaღმდეგ მეორე ფრონტის გახსნის ხელსაყრელი წერტილი, უწინარესად არის – კავკასია, სადაც მრავალი წინააღმდგობაა, ერთაშორისი თუ სახელმწიფოთაშორისი კონფლიქტების სახით, რომელთა უმეტესობა წლები, ათწლეულებიც კი გრძელდება. ამას გარდა, ეს რეგიონი საკმარისად მოშორებულია ევროკავშირისა და ნატოს საზღვრებისგან. ამდენად, აქ გაჩარებული კონფლიქტი, დასავლეთს პირდაპირ ვერ დაემუქრება.
კავკასია, როგორც „სახელოში დამალული კოზირი“
დასავლეთისთვის, ამ რეგიონში, „სახელოში დამალული კოზირი“ იყო საქართველო. ეს ქვეყანა მეტად მტრულად არის განწყობილი რუსეთის მიმართ და ასე იყო ჯერ კიდევ 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტამდე. ეს დამოკიდებულება კიდევ უფრო გამწვავდა აგვისტოს ომის შემდეგ, როცა საქართველომ დაკარგა ტერიტორიები: სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი, რომლებმაც, ომის შემდეგ, მყისვე დამოუკიდებლობა გამოაცხადეს და რა თქმა უნდა, რუსეთმა ისინი დაუყოვნებლივ ცნო.
თუმცა ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წავიდა. ოფიციალური თბილისი სულ უფრო მეტ გულისწყრომას იწვევს თავის პარტნიორებში, ბრიუსელი იქნება ეს, თუ ვაშინგტონი. იგივე ითქმის კიევის ხელისუფლებაზე. საქმე ისაა, რომ როგორც საქართველოს ხელისუფლება აცხდებს, საქართველო არ აპირებს ახალ მახეში გაჰყოს თავი და მეორე ფრონტი გახსნას უკრაინის გამო…
რა არ გამოვიდა?
ქართველების უმეტესობას ნაწვნევი აქვს რუსეთთან ომის გამოცდილება, რაც საქართველოს ძალიან ძვირი დაუჯდა და მაშინ დასავლელმა ლიდერებმა (უპირველესად აშშ-ს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა-უმცროსმა), არ ისურვეს სამხედრო საშუალებებით ომში ჩარევა და საქართველოს დახმარება. არადა, ამ ქვეყნის მაშინდელ პრეზიდენტს – მიხეილ სააკაშვილს, ამის დიდი იმედი ჰქონდა. მოგვიანებით, პანიკით შეპყრობილს, ტელეკამერების წინ, მას მოუწია პირდაპირი მნიშვნელობით ჰალსტუხის ღეჭვა, რადგან მიხვდა, რომ მარტო დარჩა – დამარცხება გარდაუვალი იყო.
ახლანდელ ხელისუფლებაზე თბილისში, ასევე ძლიერი წნეხი ხორციელდება. რამდენიმე თვის წინ, დაიწყო ანტისამთავრობო დემონსტრაციები არასამთავრობოების ინიციატივით. დემონსტრანტები მოვიდნენ საქართველოს პარლამენტის შენობასთან, რათა ხელი შეეშალათ სამთავრობო კანონპროექტის მიღებისთვის – უცხოური აგენტების შესახებ. ქართულმა ოპოზიციამ, ისე, როგორც ბრიუსელმა და ვაშინგტონმა, ეს კანონი „პრორუსულად“ შერაცხეს, თუმცა ხელისუფლებამ ეს კატეგორიულად უარყო…
ამას გარდა, მრავალგზის ითქვა, რომ კანონი პრაქტიკულად გადმოწერილია ამერიკული ანალოგიდან, ხოლო სასჯელი, მისი დარღვევისათვის (როგორც წესი, ეს არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც საზღვარგარეთიდან ფინანსდება), უფრო რბილია, ვიდრე ამას ამერიკული კანონი ითვალისწინებს.