Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Military Watch Magazine აშშ

 

მრავალრიცხოვანი დასავლური წყაროები ადასტურებს, რომ უკრაინელებისთვის აპრილში მიწოდებული ამერიკული საბრძოლო მანქანების – M2 Bradley-ის მესამედი, ან მიტოვებულია ბრძოლის ველზე, ან დაზიანებულია, ან განადგურებული – ამის ვიზუალური მტკიცებულებები არსებობს. ზემოთქმულზე არის ლაპარაკი ბევრ პუბლიკაციაში, მათ შორის, The New York Times-ის ფურცლებზე, სადაც ხაზგასმულია, რომ უკრაინის 47-ე მექანიზებულმა ბრიგადამ, რომელიც დასავლეთში გაიწვრთა, 2 კვირის მანძილზე დაკარგა თავისი „ბრედლების“ 30%. ამ ტექნიკის პირველი ფოტოსურათები, რომლის უკრაინულმა პარკმა მძიმე საბრძოლო დანაკარგი ნახა (ისე, როგორც გერმანული ტანკებისამ – „ლეოპარდ“-2A6), გამოჩნდა ივნისის დასაწყისში

მართალია ვაშინგტონმა საკუთარ თავზე აიღო უკრაინული „ ბრედლის“ პარკის შევსება და მისი გაძლიერება ტანკებით –  M1A2 „აბრამსებით“, ამერიკელი ჩინოვნიკები და კანონმდებლები არაერთხელ აღნიშნავდნენ, რომ შეიარაღების აღმოსავლეთევროპული ქვეყნისთვის მიწოდების ბედი, დამოკიდებული იყო იმაზე, რა წარმატებას მიაღწევდა უკრაინა ბრძოლის ველზე. დიდი ხნის დაპირებულ იერიშს რუსულ პოზიციებზე, რომელიც ივნისის დასაწყისში დაიწყო, ჯერჯერობით მხოლოდ მოკრძალებული შედეგი და უკრაინის უზარმაზარი დანაკარგები ახლავს. ამან სერიოზული რეპუტაციული დარტყმა მიაყენა დასავლერი შეიარაღების ისეთ საკვანძო სისტემებს, როგორიცაა „ბრედლი“ და „ლეოპარდი“. ნიშანდობლივია, რომ დასავლური წარმოების ახალი ჯავშანტექნიკა საბრძოლო მოქმედებებში არ გამოიყენებოდა და ის ინახებოდა 47-ე მექანიზებული ბრიგადის მსგავსი, ელიტური შენაერთების შეიარაღებისთვის, იმ იმედით, რომ მათი საშუალებით გაირღვეოდა რუსული პოზიციები.

მძიმე დანაკარგების გამო, უკრაინას ხშირად გაჰყავდა თავისი „ლეოპარდ-2“-ები ბრძოლის ხაზიდან მაშინ, როცა სხვა თანამედროვე დასავლური ტანკები (მაგ. „ჩელენჯერ-2“) საბრძოლო მოქმედებებში არ მონაწილეობდა, ხოლო „ლეოპარდ-1“-ბი ფრონტზე გამუდმებით ზიანდებოდა. როგორც დასავლურ, ისე რუსულ რეპორტაჟებში აღნიშნულია, რომ უკრაინულ ჯავშანტექნიკას განსაკუთრებით მძიმე ზიანს აყენებდა  რუსული დამრტყმელი შვეულმფრენები.

რუსული წყაროები მაღალ შეფასებას აძლევენ ახალ ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა „ვიხრ-1“-ს, რომელიც დამაგრებულია საბრძოლო ვერტმფრენებზე Ка-52-ზე – მათი ნახვა შესაძლებელია განადგურებული „ბრედლების“ ამსახველ კადრებში.. ახალ რეპორტაჟებში, რომლებიც რუსეთის სამთავრობი წყაროებმა გამოაქვეყნეს, ჩანს, როგორ ესვრის უკრაინულ მანქანას  Ка-52 „ვიხრ -1“-ს და როგორ ეხვევა მანქანა ცეცხლის ალში. რაკეტებში გამოყენებულია კუმულაციური ტანკსაწინააღმდეგო მასალები, სპეციალურად შექმნილი მძიმე ჯავშანტექნიკასთან საბრძოლველად – ეს ეხება დინამიური დაცვის მქონე მანქანებსაც, რითაც აღჭურვილია უკრაინელების კუთვნილი  გერმანული ტექნიკის ნაწილი.

პენტაგონის წყაროები ადრე „ბრედლის“ მოიხსენიებდნენ, როგორც „ტანკების მკვლელს“ და იმედოვნებდნენ, რომ მას „გააჩნდა საკმარისი საცეცხლე ძალა და დაცულობა“, „რაც გარდატეხას შეიტანს ბრძოლის ველზე“. მანქანას მართლაც აქვს ანტისატანკო შესაძლებლობები და მიუხედავად ქვემეხის მცირე კალიბრისა, ანტისატანკო რაკეტები გაუმდიდრებელი ურანით და ჯავშანგამტანი ჭურვების ერთობლიობა, იძლეოდა ამგვარი დასკვნის საფუძველს. თუმცა მანქანებს აკრიტიკებდნენ პროექტირების დასკვნით ეტაპებზე  სუსტი დაცულობის გამო – მაღალი ინტენსივობის საბრძოლო პირობებში.

მოსალოდნელია, რომ ეს მანქანები აშშ-ს არმიაში დარჩება – „პენსიაში გასვლამდე“. აქამდე, ეს ტექნიკა შეზღუდულად გამოიყენებოდა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ბრძოლებში, რაც კარგა ხანს პენტაგონის მთავარ სამოქმედო მიმართულებას წარმოადგენდა. ასე რომ, მათი  განადგურება დიდი ზიანს ვერ მიაყენებს აშშ-ს ინტერესებს. ის, რომ  ეს ტექნიკა არ გამოშვებულა ბოლო 30 წლის განმავლობაში, სულაც არ ნიშნავს, რომ მათი შელახული რეპუტაცია, ნეგატიურად აისახება ამერიკული შეიარაღების ექსპორტზე. შესაბამისად, სამხედრო დახმარების 800 მილიონიან პაკეტში, რომელიც უკრაინისთვის გამოიყო, შედის 32 ახალი „ბრედლი“. აშშ-ს საწყობებში ასობით ასეთი ერთეული ინახება, რომლებიც „ცივი ომის“ დროს არის გამოშვებული.

ეს საბრძოლო მანქანები ფართოდ ვერ გავრცელდა მსოფლიოში, მაგრამ მათი „მემკვიდრე“ – ჯერ კიდევ არ გამოჩენილა აშშ-ს შეიარაღებულ ძალებში, ამიტომ ის დღესაც აქტიურად გამოიყენება. ასე მაგალითად „ბრედლი“ მთავარი დასაყრდენია ამერიკის სამხედრო შენაერთებისა სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში, სადაც დაძაბულობა რუსულ  და ამერიკულ ძალებს შორის, განუხრელად იზრდება.

By admin