Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

POLITICO   აშშ

პაოლა ტამმა

 

აშშ და სხვა ქვეყნები უნდა ჩაერიონ, რათა უკრაინამ დაფაროს საბიუჯეტო დეფიციტი, ამბობს სერგეი მარჩენკო  POLITICO-სთან ინტერვიუში

ლონდონი – უკრაინა საჭიროებს უცხოურ დახმარებას იმისთვის, რომ დააბალანსოს თავისი ბიუჯეტი 2024 წლისთვის, განაცხადა ოთხშაბათს, ფინანსთა მინისტრმა სერგეი მარჩენკომ და მოუწოდა პარტნიორებს, მათ შორის აშშ-ს, რომ „ჩაერიონ“.

ომით გაწამებულ ქვეყანაში ფიქრობენ, რომ წელს ისინი მოახერხებენ ბიუჯეტის დაბალანსებას, დიდწილად ევროკავშირის, აშშ-ს, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და სხვა დონორების დახმარებით.

თუმცა საამისოდ საჭიროა მეტი საგარეო დაფინანსება. „მომავალ წელს ვაპირებთ, რომ სხვა ქვეყნებიც ჩავრთოდ ხარჯების დაფარვაში და დავიხმაროთ ისინი საბიუჯეტო დეფიციტის აღმოფხვრაში“, თქვა მარჩენკომ POLITICO-სთან ინტერვიუში, რომელიც მას ჩამოართვეს ოთხშაბათს ჩატარებული კონფერენციის კულუარებში, რომელიც ეთმობოდა უკრაინის აღორძინების საკითხებს და იმართებოდა ლონდონში.

პარტნიორები უკვე გამოდიან წინა პლანზე. მარტში საერთაშორისო სავალუტო  ფონდმა უკვე მიაღწია კიევთან შეთანხმებას პროგრამის ამოქმედების შესახებ, რომლის ღირებულება 15.6 მილიარდია და ის გათვლილია მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებაზე. ოთხშაბათს ევროპის კომისიამ უკრაინას შესთავაზა დახმარების პაკეტი – 50 მილიარდი ევროს ოდენობით, რომელიც გაგრძელდება 2027 წლამდე. ეს, ევროკავშირის აზრით, დაფარავს უკრაინის საბიუჯეტო და გადაუდებელი საჭიროებების 45 პროცენტს, რაც მთლიანობაში შეადგენს 110 მილიარდ დოლარს.  ეს რა თქმა უნდა „ძალიან,ძალიან კარგი სიგნალია“, მაგრამ ის ვერ აღმოფხვრის დანაკლისს, „აი, ამიტომ უნდა მივიპყროთ ჩვენი (სხვა ) პარტნიორების ყურადღება, მაგალითად შეერთებული შტატებისა. აშშ უნდა ჩაერიოს და დახმარება აღმოგვიჩინოს“ -დასძინა მან.

იმ შემთხვევაში კი, თუ მიმდინარე კონტრშეტევა უკრაინას მოუტანს წარმატებას ან თუნდაც სრულ გამარჯვებას, მშვიდობა არ დაჯდება იაფი.“ იქნება უზარმაზარი დეფიციტი, რადგან რომც შეგვიმცირდეს სამხედრო კამაპანიის ხარჯები… მეორე დღესვე გაჩნდება მოთხოვნა ჰუმანიტარული დახმარებისა და ის იქნება უზარმაზარი.“

მარჩენკო არ იზიარებს ევროკავშირის ოფიციალური პირების იდეას იმის თაობაზე, რომ საბიუჯეტო დეფიციტი 2-3 წლის განმავლობაში თანდათან აორთქლდება და მას ჩაენაცვლება კრედიტები და გარანტიები კერძო ინვესტიციებისთვის.

„შესაძლოა გაჩნდეს ერთგვარი საინვესტიციო ბუმი, საგადასახადო შემოსავლები გაიზარდოს 2-ჯერ და შევძლოთ დამოუკიდებლად დავიკმაყოფილოთ ძირითადი მოთხოვნილებები. მაგრამ პატიოსნად თუ ვიტყვით, ეს ჰგავს ჯადოსნობას. მე კი ჯადოქარი არ ვარ!“

 

 

By admin