Financial Times
უკრაინა ცდილობს მოიგერიოს ყველა სკეპტიკოსი, რომელსაც ეეჭვება, რომ კიევის საზაფხულო კონტრშეტევა წარმატებით დასრულდება. ის თავის მოკრძალებულ მიღწევებს უწოდებს – რუსული არმიის „დაზვერვით მოსინჯვას“, რომელიც გაგრძელდება მანამდე, ვიდრე განხორციელდება მთავარი დარტყმა.
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა – ალექსეი რეზნიკოვმა Financial Times-ს განუცხადა, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში განთავისუფლებული რიგი სოფლები, არ წარმოადგენს უკრაინული შეტევის – „მთავარ მოვლენას“.
„როცა ასე მოხდება, თავად ნახავთ.. პირადად ნახავთ ყოველივეს“ – განაცხადა რეზნიკოვმა და უარყო მოსაზრება, რომ კარგად გამაგრებული რუსული პოზიციების გამო, უკრაინელების წინსვლა მეტად ნელი ტემპით მიმდინარეობს.
მან დაადასტურა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების რეზერვები, მათ შორის ის ბრიგადები, რომელთაც წვრთნა დასავლეთში გაიარეს და აღჭურვილნი არიან თანამედროვე ტანკებითა და ნატოს სხვა ჯავშანტექნიკით, ოპერაციებში ჯერ არ მონაწილეობენ.