Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

ISW    აშშ

 გეის მეპსი, ეკატერინა სტეპანენკო, ნიკოლ ვოლკოვი და მეისონ კლარკი

 

18 ივნისს უკრაინელმა მებრძოლებმა გააგრძელეს კონტრშეტევა ფრონტზე სულ მცირე 4 მიმართულებით და მოიპოვეს ტერიტორიული წარმატება. გეოლოკაციური კადრები მოწმობს შეზღუდულ წინსვლას  სამხრეთ მიმართულებაზე – კრემენნოედან 30 კილომეტრის დაშორებით

ქალაქ ავდეევკის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურმა – ვიტალი ბარაბაშმა განაცხადა, რომ ბოლო 2 კვირის განმავლობაში, უკრაინელმა მებრძოლებმა წინ წაიწიეს ავდეევკიდან ჩრდილოეთით, დონეცკის ფრონტის გასწვრივ. რუსული წყაროები ამტკიცებენ, რომ უკრაინელები კონტრშეტევით ოპერაციებს ატარებენ სამხრეთში, სამხრეთ-დასავლეთსა და სამხრეთ-აღრმოსავლეთში ველიკოე ნოვოსელკისთან  – დონეცკისა და ზაპოროჟიეს ოლქების  ადმინისტრაციულ საზღვართან და მათ მიაღწიეს ლოკალურ წარმატებას. უკრაინული შენაერთები აგრძელებდნენ კონტრშეტევით ოპერაციებს ზაპოროჟიეს ოლქის დასავლეთ ნაწილში – გეოლოკაციური კადრები მოწმობს, რომ ისინი შევიდნენ პიატიხატოკის დასავლეთ ნაწილში ( 41 კმ. ქალაქ ზაპოროჟიეს სამხრეთ-დასავლეთით) და ასევე ორეხოვოს სამხრეთ-დასავლეთით.  ტავრიის უკრაინული დაჯგუფების წარმომადგენელი – კაპიტანი ვალერი შერშენი აცხადებს, რომ რუსული ნაწილები აგრძელებენ შეტევას დონეცკისა და ზაპოროჟიეს ოლქების დასავლეთ ნაწილებში და რომ უკრაინელებს „დიდი სამუშაო ელით“. უკრაინული ქალაქის, მელიტოპოლის მერი – ივან ფიოდოროვი იტყობინება, რომ რუსები განაგრძობენ პირადი შემადგენლობისა და მძიმე ტექნიკის გადასროლას, ნოვი კახოვკიდან და კახოვკიდან ფრონტის ხაზზე ზაპოროჟიეს ოლქში – მელიტოპოლის გავლით.

უკრაინული ძალები შესაძლოა დროებთ აჩერებდნენ კონტრშეტევით ოპერაციებს. ესტონეთის თავდაცვის ძალების სადაზვერვო ცენტრის მეთაური – მარგო გროსბერგი 16 ივნისს ამბობდა, რომ მისი აზრით, „ჩვენ ვერ ვნახავთ შეტევას, მომავალი 7 დღის განმავლობაში“.

The Wall Street Journal-მა ასევე განაცხადა, რომ უკრაინელებმა „ამ დღეებში შეაჩერეს შეტევა“. ეს ანგარიშები – თანხვდება ISW-ს ბოლო დასკვნებს, უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში ლოკალური კონტრშეტევის მასშტაბებისა და მიდგომების შესახებ. ISW-მ ადრე აღნიშნა, რომ უკრაინას ჯერ არ აუმოქმედებია დიდი ნაწილი თავისის ძალებისა და არ გამოუვლენია მთელი თავისი ძალისხმევა. ოპერატიული პაუზა მსხვილი შეტევითი ოპერაციების  განუყოფელი ნაწილია და ეს პაუზა, სულაც არ ნიშნავს უკრაინული კონტრშეტევის დასრულებას.

By admin