BBC დიდი ბრიტანეთი
მეთ მერფი
დაჯგუფება „ვაგნერს“ და რუს მებრძოლებს შორის, ახალმა უთანხმოებამ „იფეთქა“ – დიდი ხნის წინ გაჩენილი დაპირისპირება, შეიძლება გარეთ „გადმოიღვაროს“
„ვაგნერის“ მეთაურმა უარყო რუსეთის განცხადება იმის შესახებ, რომ ამ უკანასკნელმა დონბასში მძიმე დანაკარგები მიაყენა უკრაინას, როცა კიევმა წამოიწყო შეტევითი ოპერაციები.
პრიგოჟინმა აღნიშნა, რომ ეს განცხადებები „უბრალოდ შლეგური და სამეცნიერო ფანტასტიკის აბსურდული ნაყოფია“.
სამშაბათს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კიდევ უფრო მეტი რიხით აღნიშნა, რომ უკრაინამ დაკარგა 3 700 კაცი.
რუსეთის მტკიცებით, ეს იერიში იყო უკრაინის მიერ კარგა ხნის წინ დაპირებული შეტევის „ნაწილი“ დონბასის მიმართულებით და ის მიმდინარეობდა კვირა-ორშაბათის განმავლობაში.
უკრაინელმა მეომრებმა ორშაბათს განაცხადეს, რომ არ აქვთ ინფორმაცია ამ რეგიონში შეტევის დაწყების შესახებ და ამიტომ არ სურთ „სიყალბის“ კომენტირება.
სახელმწიფო საინფორმაციო საშუალებების წინაშე გამოსვლისას, რუსეთის თავდაცვის მინისტრი – სერგეი შოიგუ ირწმუნებოდა, რომ მისმა მებრძოლებმა, უკრაინული მხარის იერიშის დროს, გაანადგურეს მტრის 3 715 ჯარისკაცი და ათობით სამხედრო ტექნიკა.
„შეტევის მცდელობა ჩაფლავდა, მტერი შეჩერებულია. რუსმა ჯარისკაცებმა და ოფიცრებმა ბრძოლაში გამოავლინეს სიმამაცე და გმირობა“- თქვა შოიგუმ და დასძინა, რომ საბრძოლო მოქმედებების დროს, დაიღუპა 71 რუსი სამხედრო მოსამსახურე.
თუმცა ორშაბათ საღამოს, პრიგოჟინმა გააკრიტიკა თავდაცვის უწყების განცხადება და აღნიშნა, რომ ეს იქნებოდა „სასაკლაოს მოწყობის ტოლფასი“.
„ამდენად ვფიქრობ, რომ ეს უბრალოდ შლეგური ფანტაზიაა“ – დაწერა მან TELEGRAM-ზე. მან ასევე ამხილა რუსული არმია ბახმუტის განაპირა სოფელ ბარხოვკიდან „ზანტად“ გასვლაში და ამას „სირცხვილი“ უწოდა.
სამშაბათის განცხადებაში, მოსკოვმა უარყო პრიგოჟინის ბრალდება. მასში ნათქვამია, რომ ქალაქის შემოგარენი ისევ მოსკოვის კონტროლქვეშ რჩება.
ოფიციალურმა პირებმა კიევში, აღიარეს – შეტევითი მოქმედება“ ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში. სამშაბათს ამერიკელმა ჩინოვნიკმა BBC-ის პარტნიორ CBS-ს აცნობა, რომ დაბეჯითებით შეიძლებოდა თქმულიყო, რომ უკრაინის კონტრშეტევა საწყის ეტაპზე იმყოფებოდა და რომ ძირითადი დარტყმა, ჯერ კიდევ არ იყო მიყენებული.
ორშაბათს უკრაინის თავდაცვის მინისტრის თანაშემწემ – ანა მალიარმა განაცხადა, რომ აღმოსავლეთის ქალაქ ბახმუტის გარშემო, რომელსაც მან „საომარი მოქმედებების ეპიცენტრი უწოდა“, დაიწყო გარკვეული შეტევითი ოპერაციები.
ორშაბათს, გვიანი საღამოს ვიდეომიმართვაში, პრეზიდენტმა ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა უკრაინელ მებრძოლებს და აღნიშნა, რომ ისინი ბახმუტის რაიონიდან იტყობინებიან „სიახლეებს, რომელთაც დიდი ხანია ველით“.
ბახმუტი, უკვე რამდენიმე თვეა, წარმოადგენს გააფთრებული ბრძოლების ეპიცენტრს. მას არა აქვს დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა, მაგრამ სიმბოლურად ფასეულია, როგორც კიევის, ისე მოსკოვისთვის.
პრიგოჟინის მებრძოლები აქტიურად მონაწილეობდნენ ბახმუტში მიმდინარე შეტაკებებში. ის მუდმივად აკრიტიკებს რუსულ არმიას იმის გამო, რომ პრიგოჟინის თქმით, ის არ უწევს სათანადო მხარდაჭერას ბრძოლის წინა ხაზს. მაისის ბოლოს პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მისი მებრძოლები გადიოდნენ ქალაქიდან და მასზე კონტროლს რუსეთის არმიას უთმობდნენ.
ითვლება, რომ პრიგოჟინს ამოძრავებს პირადი პოლიტიკური ამბიციები და ამოცანები, რომლებიც ხშირად არ ემთხვევა არმიის ხელმძღვანელობისას და იწვევს დაძაბულობას სხვადასხვა დაჯგუფებებს შორის.
ორშაბათს გასამხედროებულმა დაჯგუფებამ განაცხადა, რომ დააკავა რუსეთის რეგულარული არმიის ოფიცერი, რომელმაც ცეცხლი გაუხსნა „ვაგნერის“ ავტომობილს.