Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Business Insider  გერმანია

კორან კორკორანი

 

უკრაინელების დაპირებული შეტევა რუსეთის არმიის წინააღმდეგ, უკვე დაიწყო. ქვეყანა გადაივსო მოკავშირეების მიწოდებული ახალი მძლავრი შეიარაღებით: დაწყებული შორი მანძილის რაკეტებით, დამთავრებული ტანკებითა და ქვეითთა საბრძოლო მანქანებით. მაგრამ ექსპერტი გვაფრთხილებს, რომ უკრაინის გამარჯვების შანსები შეიძლება აორთქლდეს იმ ვაკუუმის გამო, რაც მის შეიარაღებულ ძალებში შეიმჩნევა და რის შესავსებადაც დასავლეთს, ბევრი არაფერი გაუკეთებია: ესაა სამხედრო-საჰაერო ძალები

მაიკლ კლარკი – ლონდონის სამეფო კოლეჯის სამხედრო კვლევების ფაკულტეტის მოწვეული პროფესორი – შეფასებას იძლევა კონტრშეტევის ფართო ანალიზის ფარგლებში, რომელიც  The Times of London-ის ფურცლებზე გამოქვეყნდა.

მან განაცხადა, რომ საკვანძო პრობლემა, რომელსაც უკრაინა, ქვეყნის სამხრეთში, რუსეთის მძლავრ თავდაცვაზე იერიშისას წააწყდება, არის კრემლის არტილერია.

რუსეთის დომინაცია არტილერიაში, დღემდე იყო ამ კონფლიქტის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ნიშანი და უკრაინას მაინცდამაინც ბევრი საშუალება არა აქვს, რომ აღმოფხვრას მოწინააღმდეგის უპირატესობა საარტილერიო დანაგარებისა და მათი საბრძოლო მასალების მხრივ – რუსეთს შეუძლია გაცილებით მეტი ჭურვი ისროლოს, ვიდრე უკრაინას.

კლარკმა აღნიშნა: „ჩვენ დავინახავთ, ეყოფათ თუ არა უკრაინელებს რაკეტები, რათა შეამცირონ რუსული არტილერიის ცეცხლი. სწორედ შეტევის დროს იგრძნობენ ისინი თვითმფრინავებისა და საჰაერო მხარდაჭერის ნაკლებობას, რასაც F-16-ები მშვენივრად გაართმევდა თავს.“

ჰაერიდან მჭიდრო მხარდაჭერა – ეს სიტყვათწყობა ზედმიწევნით ასახავს იმას, რასაც ავიაცია აკეთებს: თვითმფრინავი მჭიდროდ ურთიერთქმედებს სახმელეთო შენაერთებთან  და ჩვეულებრივ ანადგურებს წინაღობებსა და მტრის შეიარაღებას, რათა ქვეითებმა და ჯავშანტექნიკამ შეძლოს წინსვლა.

ეს საბრძოლო მოქმედების რთული კომპონენტია, რაც მოითხოვს კარგ კოორდინაციას და რუსები ამას გაჭირვებით ართმევდნენ თავს უკრაინაში.

F-16 – ამერიკული წარმოების რეაქტიული გამანადგურებელია, რომელიც ნატოს წევრ-ქვეყნებს მიეწოდება. ის იყო მთავარი პუნქტი უკრაინის სამხედრო მოთხოვნის სიაში, მაგრამ კიევმა მის რეალიზაციას ვერ მიაღწია.

F-16-მა – თავი არაერთხელ გამოიჩინა საჰაერო მხარდაჭერის კუთხით, კოსოვოში, სპარსეთის ყურის პირველი კამპანიის დროს და ავღანეთში.

პრეზიდენტი ზელენსკი და მისი მოკავშირეები, რამდენიმე თვეა ლობირებენ ამ თვითმფრინავების გადმოცემას, რათა გათანაბრდეს შანსები, გაცილებით მსხვილ და უკეთ აღჭურვილ, რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალებთან.

მაშინაც კი, როცა უკრაინამ მოიპოვა შორი მანძილის რაკეტები, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები „პეტრიოტი“ და მოწინავე დასავლური ტანკები, თანამედროვე გამანადგურებლები მისთვის მიუწვდომელი დარჩა.

კიდევ ერთი დიდი პრობლემაა – საჰაერო თავდაცვის სისტემები, ისეთი მობილობის, რომ უკრაინელებს შეეძლოთ მათი გამოყენება შეტევის დროს და რუსული მოიერიშე ავიაციის დისტანციაზე შენარჩუნება.

მაისის ბოლოს, უკრაინის ლობირებამ, როგორც იქნა, შედეგი გამოიღო და ბაიდენის ადმინისტრაცია დათანხმდა უკრაინისთვის F-16-ების მიწოდებას. თუმცა ეს შეიძლენა მოხდეს სხვა მოკავშირეების ხელით და არა თავად აშშ-ს მიერ.

თუმცა შეკვეთის შესრულების დრო, იმდენად დიდია, რომ კიევი მას უახლოეს მომავალში ვერ მიიღებს. როგორც პენტაგონის წარმომადგენელმა ამასწინანდელ ბრიფინგზე განაცხადა, F-16-ის მიწოდება უკრაინისთვის, ეს „ხანგრძლივი“ ამოცანაა და „არ უკავშირდება ამჟამინდელ კონტრშეტევას“.

როგორც გასულ კვირაში, რაიან ფიქრელმა Insider-იდან აღნიშნა: უკრაინა რთული ამოცანის წინაშე დგას, მიუხედავად იმისა, რომ წამყვანი შეიარაღებით უტევს.

 

By admin

You missed