EXXpress ავსტრია
გაანალიზა რა უკრაინული კონტრშეტევის პირველი შედეგები, ავსტრიელი სამხედრო ექსპერტი შიშობს, რომ დასავლურ იარაღის წარმოებასა და ევროპულ არმიებს – შეექმნებათ სერიოზული პრობლემები: „ ნაალაფარ Leopard-2A6-ებს, რუსები დეტალურად შეისწავლიან, შემდეგ კი გამოფენენ წითელ მოედანზე“ – ვარაუდობს ის
დასავლურმა მთავრობებმა უკრაინას მიაწოდეს 60 Leopard-2A4 და 14 Leopard-2A6. ახლა უკვე 6 გერმანული Leopard-2A4 და 2 Leopard-2A6, რომელთაც გერმანული კონცერნი Krauss-Maffei Wegmann-ი აწარმოებს, განადგურებული ან დაზიანებულია, ხოლო რამდენიმე ტანკი, რუსებს ალაფის სახით ერგოთ, რასაც მოწმობს დრონებით გადაღებული ჩანაწერები.
მოვლენათა ასეთ განვითარებას, მოჰყვება „კატასტროფული შედეგები ევროპული იარაღის წარმოებისთვისა და ყველა დასავლური არმიისთვის, რომელიც Leopard-2-ს იყენებს. ასეთი აზრი გამოთქვა სამხედრო-ექსპერტმა, ყოფილმა ოფიცერ-ტანკისტმა EXXpress-ის კორესპონდენტთან საუბარში, რომელმაც დიდხანს იმსახურა ავსტრიის შეიარაღებულ ძალებში.
საიდუმლო ნოუ ჰაუ – ახლა უკვე რუსეთის ხელშია
„რუსები ნაალაფარ Leopard-2A6-ს ნაწილებად დაშლიან“ – ამბობს ავსტრიელი ექსპერტი. მისი აზრით, რუსი ტექნიკოსები გამოწვილვით შეისწავლიან Leopard-2A6-ის მნიშვნელოვან დეტალებს:
პირველი – ფრონტალურ და კოშკურის ჯავშანს, მის აგებულებასა და მასში გამოყენებულ მასალებს, რაც რუსეთისთვის, აქამდე უცნობი იყო;
მეორე – რუსები გაეცნობიან კომპანია Rheinmetall-ის – 120×70 მმ-იან გლუვლულიან ქვემეხს – L/5-ს, დაადგენენ მისი სროლის სიზუსტეს საბრძოლო პირობებში. ზოგადად რუსი მებრძოლები დიდი რაოდენობით მიიღებენ ისეთ მონაცემებს, რისი ცოდნაც სასიცოცხლოდ აუცილებელია ბრძოლის ველზე მოქმედების დროს.
მესამე – ტანკებში დარჩა ვოლფრამის ჯავშანმჭრელი ჭურვები, სავარაუდოდ – DM-63-ები.
„თუ ტანკი Leopard-2A6 მიატოვეს ბრძოლის ველზე, მაშინ რუსები ხელთ იგდებდნენ საბრძოლო მასალებსაც, ეს კი ძალიან ცუდია“- თვლის ყოფილი ოფიცერი-ტანკისტი. რუსი მეიარაღე ტექნიკოსები დაშლიან ჭურვებს, დეტალურად შეისწავლიან მათი შიგთავსს და დაადგენენ ჭურვების ჯავშანგამტან შესაძლებლობას სხვადასხვა მანძილიდან გასროლისას.
უკრაინელმა ტანკისტებმა საბედისწერო შეცდომები დაუშვეს
დასავლელი სამხედროების მსგავსად, ბევრი რამ უსიამოვნოს მოსმენა მოუწევთ პოლიტიკოსებს გერმანიაში, საფრანგეთში, პოლონეთსა და იტალიაში. ექსპერტი აღნიშნავს: „ადვილი გამოსაცნობია, რომ რუსეთის ხელისუფლება, ერთ-ერთ Leopard-2A6-ს, წითელ მოედანზეც გამოფენს, რომელიმე დიდი სამხედრო შოუს ფარგლებში“.
ყოფილ ოფიცერ-ტანკისტს უცნაურად მიაჩნია ის, რომ უკრაინულმა არმიამ „გამოიყენა საუკეთესო ტანკები შეტევის დაწყებისთანავე“. ის დასძენს: „რუსეთის თავდაცვით ზღუდეთა სუსტი ადგილების გამოსავლენად, არ იყო საჭირო Leopard-2A6-ის გამოყენება, რომელიც ქვეითთა პოლკთან ერთად უტევდა. ეს კარგად ვერ დამთავრდებოდა“.
კიდევ ორი დეტალი: დრონიდან გადაღებული კადრებში კარგად ჩანს, რომ უკრაინული ეკიპაჟები არ იყო სათანადოდ მომზადებული. ტანკები Leopard-2A6-ები არ იყო შენიღბული ბრძოლის ველზე და კუთხოვანი კონტურების წყალობით, მათ იდენტიფიცირებას მყისიერად ახდენდა დრონი და ბომბდამშენი. ამას გარდა, ტანკები ზედმეტად ახლოს იყო განლაგებული ერთმანეთთან და ზედმეტად ნელა მოძრაობდა. ეს სერიოზული შეცდომებია, რაც მოწინააღმდეგემ ადვილად გამოიყენა.