Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

NEW YORK POST აშშ

მეთიუ სედაკა

 

მოსკოვმა შერისხა პოლონეთი მას შემდეგ, რაც ვარშავამ საკუთრებად გამოაცხადა რუსეთის საელჩოსთან მდებარე საშუალო სკოლის შენობა და პირობა დადო, რომ „უმკაცრესი რეაქცია“ ექნება ნაგებობის კონფისკაციაზე. ეს, მისი მტკიცებით, წარმოადგენს საერთაშორისო ნორმების  გაუგონარ დარღვევას

გასული საუკუნის 70-იან წლებში აგებული შენობა, რომელშიც სწავლობდნენ დიპლომატების შვილები და რომელსაც ვარშავის მაცხოვრებლები უწოდებენ „ჯაშუშთა ბუდეს“, ეკუთვნის პოლონეთის მთავრობას, განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა –  ლუკას იასინამ. მან თქვა, რომ მიესალმება მთავრობის გადაწყვეტილებას. იასინას განმარტებით, მოსკოვს შეუძლია გააპროტესტოს ეს ნაბიჯი, მაგრამ პოლონეთის ხელისუფლება მოქმედებდა კანონის ფარგლებში.

„ჩვენი პოზიცია, გამყარებულია სასამართლოს გადაწყვეტილებით და მდგომარეობს იმაში, რომ ეს ქონება ეკუთვნოდა პოლონეთის სახელმწიფოს და ის რუსეთმა უკანონოდ მიიტაცა.“

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ამ ქმედებას „მტრული“ უწოდა და მიიჩნია, რომ ის არღვევს ვენის 1961 წლის ხელშეკრულებას დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ. ამ უწყებამ, ეს ფაქტი შეაფასა, როგორც რუსეთის დიპლომატიური საკუთრების ხელყოფა.

„ვარშავის ეს თავხედური ნაბიჯი, რომელიც სცდება ცივილიზებული სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის ფარგლებს, არ დარჩება უმკაცრესი რეაქციის გარეშე და მისი შედეგები აისახება პოლონეთის ხელისუფლებასა და ამ ქვეყნის ინტერესებზე რუსეთში“ – ნათქვამია მოსკოვის განცხადებაში.

სკოლის კონფისკაცია მიმდინარეობს ვარშავასა და მოსკოვს შორის ურთიერთობის გამწვავების ფონზე, რაც დაიწყო რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ – 2022 წლის თებერვალში.

ვარშავა პოზიციონირებს, როგორც კიევის საკვანძო მოკავშირე და ის გადამწყვეტ როლს თამაშობს იმაში, რომ სხვა ქვეყნები დაარწმუნოს, რათა მათ მძიმე შეიარაღება მიაწოდონ უკრაინას.

2022 წლის მარტში პოლონეთმა განაცხადა, რომ გასცა ბრძანება 45 რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ – ისინი სავარაუდოდ წარმოადგენდნენ დაზვერვის ოფიცრებს.

By admin