Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Al Jazeera   ყატარი

 

 ევგენი პრიგოჟინი კვლავ აკრიტიკებს რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებას და აცხადებს, რომ ჯარისკაცთა სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი, საფრთხეა ქვეყნისთვის

პრიგოჟინი ამბობს, რომ ბახმუტისთვის ბრძოლაში, მან 20 000 მებრძოლი დაკარგა. მისი თქმით, მან ომში მონაწილეობისთვის გადაიბირა 50 000 მსჯავრდებული და მათგან 20 000 დაიღუპა. ამავე რაოდენობის ჯარისკაცი-კონტრაქტორი განადგურდა ქალაქისთვის ბრძოლაში, განაცხადა მან რუს პოლიტტექნოლოგ – კონსტანტინ დოლგოვთან ვიდეო-ინტერვიუში, რომელიც Telegram-არხზე ოთხშაბათს გავიდა.

გასულ უქმეებზე „ვაგნერმა“ და რუსმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ კონტროლი დაამყარეს ბახმუტზე, რომელიც ხანგრძლივი საბრძოლო მოქმედებების შედეგად ნანგრევებად იქცა. რუსეთის პრეზიდენტმა ეს მოვლენა შეიარაღებულ ძალებს მიულოცა, თუმცა კიევი ამბობს, რომ მისი შენაერთები ჯერ კიდევ იბრძვიან ქალაქში.

პრიგოჟინმა, ბიზნესმენმა, რომლის გავლენა გაიზარდა მას შემდეგ, რაც რუსეთი, დაახლობით ერთი წლის წინ, უკრაინაში შეიჭრა, მკაცრად გაააკრიტიკა ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა, ხოლო თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, ასევე გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი – არაკომპეტენტურობაში ამხილა.

თუ ისე გაგრძელდა, რომ უბრალო რუსებს შვილები კუბოებში  დაუბრუნეს, ხოლო ელიტის პირმშოებმა საჯდომები თრთოლვით ატარეს მზის გულზე, აფრთხილებს ყველას პრიგოჟინი თავის ბოლო ინტერვიუში, რუსეთში დაიწყება რყევა, მსგავსი იმისა, რაც 1917 წელს მოხდა, როცა ძალაუფლება ბოლშევიკებმა იგდეს ხელთ.

„ ეს განხეთქილება დასრულდება ისევე, როგორც 1917 წელს მოხდა – რევოლუციით“ – ამბობს ის.

„ამბოხი დაიწყება ჯარისკაცებში, შემდეგ ფეხზე დადგებიან მათი ახლობლები“ – თქვა მან. „დაღუპულთა ნათესავების რაოდენობა ათობით ათასს ითვლის… როცა ეს რიცხვი ასეულობით ათასს მიაღწევს, ჩვენ ამას თავიდან ვერ ავიცილებთ“.

გასულ წელს პრიგოჟინმა რუსეთის ციხეები მოიარა, რათა დაერწმუნებინა პატიმრები, ამინისტიის სანაცვლოდ,  „ვაგნერთან“ ერთად უკრაინაში ებრძოლათ და აღუთქვა, რომ გადარჩენილები სახლებს დაუბრუნდებოდნენ.

დაქირავებულთა ყველაზე გავლენიანმა ლიდერმა რუსეთში, განაცხადა, რომ უკრაინა ამზადებედა კონტრშეტევას, რომლის მიზანი იყო რუსების უკუგდება 2014 წლამდე საზღვრებამდე, სწორედ მაშინ შეიჭრა რუსეთი უკრაინაში, მოგვიანებით კი ყირიმის ანექსიაც მოახდინა.

უკრაინა ცდილობს, ინტენსიური ბრძოლების ცენტრი – ბახმუტი, ალყაში მოაქციოს, შემდეგ კი თავს დაესხას ყირიმს, დასძენს ის.

„სავარაუდოდ ეს სცენარი იქნება არასახარბიელო რუსეთისთვის, ამდენად ჩვენ უნდა ვემზადოთ მძიმე ბრძოლებისთვის“ – ამბობს პრიგოჟინი ინტერვიუში.

„ჩვენ ისეთ მდგომრეობაში აღმოვჩნდით, რომ, ეშმაკმა დალახვროს, შეიძლება დავკარგოთ რუსეთი – ესაა მთავარი პრობლემა… უნდა შემოვიღოთ საომარი მდგომარეობა. თავდასხმა ბელგოროდის ოლქზე, რომელშიც მოსკოვი უკრაინას ადანაშაულებს, კიდევ ერთი მაგალითია ჩვენი სამხედრო ხელმძღვანელობის უბადრუკობისა“, ამბობს ის და შიშობს, რომ უკრაინა ეცდება  დაარტყას რუსეთს სიღრმეში. „ვაგნერის“ მეთაურის თქმით, რუსეთმა უნდა მოახდინოს თავისი ხალხის მობილიზება და ეკონომიკა უნდა გადაიყვანოს საომარ რელსებზე.

პრიგოჟინი გამოირჩევა თავისი უცენზურო გამონათქვამებით შოიგუსა და გერასიმოვის მიმართ. მანამდე, მან რუსეთის თავდაცვის უწყების მეთაური დაადანაშაულა უუნარობაში, უზრუნველეყო ჯარისკაცები ჭურვების საკმარისი რაოდენობით და დაიმუქრა, რომ გაიყვანდა თავის მებრძოლებს ბახმუტიდან.

მან გადაიღო ვიდეო გვამების წინ, რომლებიც, მისი თქმით, იყვნენ „ვაგნერის“ დაღუპული მეომრები და შოიგუსა და გერასიმოვს, თავს შეურაცხყოფის ტალღა დაატეხა.

By admin