BBC დიდი ბრიტანეთი
ანტუანეტა რედფორდი
32 წლის ფრანგი ჟურნალისტი დაიღუპა, როდესაც მას აღმოსავლეთ უკრაინის საომარი ზონიდან რეპორტაჟი მიჰყავდა.
არმან სოლდინი, რომელიც მუშაობდა საინფორმაციო სააგენტო AFP-ში, გარდაიცვალა სამშაბათს, სარაკეტო დარტყმის შედეგად – ჩასოვ იარში, ბახმუტის დასავლეთით
ჟურნალისტების ჯგუფი, რომელიც უკრაინელი სამხედროების გუნდს ახლდა, ცეცხლის ქვეშ 16:30-ზე (გრინვიჩის დროით) მოჰყვა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუილმა საგანგებოდ აღნიშნა მისი საქმიანობა ბრძოლის წინა ხაზზე.
„ჩვენ ვიზიარებთ მისი ახლობლებისა და კოლეგების ტკივილს“ – დაწერა მან ტვიტერის საკუთარ გვერდზე.
საფრანგეთის პროკურატურის ანტიტერორისტულმა დეპარტამენტმა დაიწყო გამოძიება სოლდინის წინააღმდეგ ჩადენილი სამხედრო დანაშაულის საქმეზე.
AFP-ის თავმჯდომარემ – ფაბრის ფრიზმა განაცხადა, რომ საიფორმაციო სააგენტო „დაცარიელდა“ და რომ ეს არის „კიდევ ერთი შეხსენება იმ რისკისა და საფრთხისა, რასაც ჟურნალისტები აწყდებიან ყოველდღიურად უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის გაშუქებისას“.
სააგენტოს ევროპის განყოფილების დირექტორს – ქრისტინ ბუჰაჯიარს, სოლდინი ახსოვს, როგორც „ აგზნებული, ენერგიული და მამაცი“ ჟურნალისტი. ის ამბობს, რომ „ სოლდინი იყო თავისი საქმის უზომოდ ერთგული“.
ის წარმოადგენდა AFP-ის პირველ ნაკადს, რომელმაც მიაშურა უკრაინას გასული წლის თებერვალში – ამ ქვეყანაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და სოლდინი აქ ცხოვრობდა სექტემბრიდან მოყოლებული.
უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ გამოხატა „გულწრფელი თანაგრძნობა სოლდინის ოჯახის, მისი კოლეგების მიმართ და განაცხადა: „მან სიცოცხლე შესწირა სიმართლეს, რომელსაც აუწყებდა მთელს მსოფლიოს. მისი საქმე, მისი მემეკვიდრეობა მუდამ იქნება ცოცხალი“.
მოსკოვმა განაცხადა, რომ დამწუხრებულია სოლდინის გარდაცვალებით. „ჩვენ უნდა გავერკვეთ ამ ჟურნალისტის დაღუპვის გარემოებებში“ – განუცხადა ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე კრემლის პრესმდივანმა – დმიტრი პესკოვმა.
თეთრმა სახლმა ასევე მიაგო პატივი სოლდინის ხსოვნას და განაცხადა, რომ მსოფლიო „ვალშია“ ჟურნალისტების წინაშე, რომლებიც დაიღუპნენ იმისთვის, რათა „გამოაშკარავებულიყო ის საშინელება, რაც რუსეთის შეჭრას მოჰყვა“.
ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის მონაცემებით, სოლდინი, რომელიც დაიბადა ბოსნიაში, მეთხუთმეტე ჟურნალისტია, რომელიც 2022 წლიდან დღემდე, პროფესიული საქმიანობისას მოკლეს“.
სულ ცოტა 2 ფრანგი ჟურნალისტი მოკლეს, რომლებიც კონფლიქტს აშუქებდა. ესენია: პიერ ზაკჟევსკი და ფრედერიკ ლეკლერკ-იმჰოფი.
ბახმუტი უკვე რამდენიმე თვეა საომარი მოქმედებების ცენტრია აღმოსავლეთ უკრაინაში.