Sabah თურქეთი
ქერემ ალქინი
„ჰიპერგლობალიზაციამ“, რომელსაც 1990-იანი ბოლოდან მოყოლებული მზარდი ტემპით „ავითარებს“ ნეოლიბერალური კონცეფცია, ასევე 2008 წლის მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა, უზარმაზარი ზიანი მიაყენა საერთაშორისო პოლიტიკურ-ეკონომიკურ სისტემას. 2020-23 წლებში, მას გადაუფრინა ორმა „შავმა გედმა“ – COVID-19-ის პანდემიამ და რუსეთ-უკრაინის სამხედრო კონფლიქტმა. ამ მოვლენებმა საბედისწერო დარტყმა მიაყენა, ისედაც კრიტიკის ქარცეცხლში გახვეულ, „ჰიპერგლობალიზაციის“ ეპოქას
ამასთანავე, ნეოლიბერალები, რომლებიც „ჰიპერგლობალიზაციის“ მოდელის ყველაზე მგზნებარე მხარდამჭერებად გვევლინებიან, არ ეთანხმებიან იმას, რომ მათ მიერ შემოთავაზებული კონცეფცია, მსოფლიოს უქადის ვალებში გახვევას, გეოპოლიტიკურ დაძაბულობას, მიწოდების ქსელების რღვევას, გლობალური კიბერომების საფრთხეს, ენერგეტიკულ და სასურსათო დეფიციტს. სწორედ ამიტომ, ისინი გაშმაგდნენ, როცა 40-მა წამყვანმა ქვეყანამ უკუაგდო „გლობალიზაციის“ იდეა და პრიორიტეტი „სტრატეგიულ ავტონომიის“ ცნებას მიანიჭა.
ნეოლიბერალები ისე გაცოფდნენ, რომ ომი გამოუცხადეს ყველა იმ ქვეყანას, რომელიც ცდილობს შეცვალოს თავისი ბედი, გამალებული ესწრაფვის თვითკმარობას სტრატეგიულ სფეროებში და მსგავს სტიმულს აძლევს განვითარებად ქვეყნებსა და მათ პოლიტიკურ ლიდერებს, რათა ისინი გაუძღვნენ თავიანთ სახელმწიფოებს ახალი მომავლისკენ. ნეოლიბერალებმა, მათ დაქვემდებარებული ანალიტიკური ცენტრები და გლობალური საინფორმაციო საშუალებები აქციეს მანიპულაციისა და დეზინფორმაციის მანქანად, რომელმაც უნდა შექმნას მახინჯი წარმოდგენა არასასურველ ქვეყნებსა და მათ ლიდერებზე. ის, ვინც სხვაგვარად აზროვნებს, ვინც წინა პლანზე თავისი ქვეყნის ინტერესს აყენებს და არა „ჰიპერგლობალიზაციის“ მოდელის პრიორიტეტებს, ვინც ცდილობს გაათავისუფლოს საკუთარი ქვეყანა იმპორტზე დამოკიდებულებისგან, იმ საზოგადოებრივ ლიდერებს, რომლებიც ახდენენ საკუთარი ეროვნული ღირებულებების ჰარმონიზაციას ზოგადსაკაცობრიო ფასეულობებთან და არა საგანგებოდ შეფუთულ პრიორიტეტებთან, გამოუცხადეს ომი და ისინი „მტრად“ შერაცხეს.
ამდენად, მათ დაიწყეს ისეთი ახალი მოთამაშეების ძიება და „გაპრიალება“, რომლებიც არ ინდომებენ იმ მოდელისა და მისი თანამდევი პროცესების საწინააღმდეგოდ გამოსვლას, რასაც ჰქვია „ჰიპერგლობალიზაცია“, არამედ ყველანაირად შეუწყობენ ხელს შეფუთული ღირებულებების დამკვიდრებას საკუთარ ქვეყნებში და საზოგადოებებში. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი და დავოსის სამიტები, ამის მკაფიო მაგალითია და წამოადგენს ამ მიზნების რეალიზაციისთვის ხელსაყრელ სარბიელს. ამასთან ერთად გამოყენებული პროპაგანდისტული მექანიზმები, მიდგომები და მეთოდები – „ადამიანების გადამუშავებისა“, გადაიქცა იმდენად სასტიკ, ამორალურ და არაადამიანურ პროცესად, რომ მსოფლიოს წამყვან ინტელექტუალურ პლატფორმებზე, ამ პროცესს უწოდეს „ნეოლიბერალური ფაშიზმი“. ცხარე კამათი მიმდინარეობს იმის შესახებ, როგორ უქმნიან ეს „ნეოლიბერალური ფაშისტები“ კაპიტალისტურ სისტემას დაღუპვის, კრახის საფრთხეს. გამოჩენილმა მოაზროვნეებმა, ამ თემას არაერთი ნაშრომი მიუძღვნეს. ნაცვლად იმისა, რომ ამ სისტემას მოეხერხებინა – გაეძლო „გლობალიზაცია 2.0“-ისგან მიყენებული დარტყმისთვის და მოქცეულიყო „გონივრულ კაპიტალიზმზე“, ის აქციეს „ნეოლიბერალური ფაშიზმის“ პროპაგანდის მსხვერპლად და იგი ახლა ფაქტობრივად ფარფატებს უწონადობაში.
დღეს „ნეოლიბერალური ფაშიზმი“ აღმოჩნდა ჩიხში, ანუ მის მიერვე გამოწვეულ გეოეკონომიკურ, ენერგეტიკულ, სასურსათო და მიწოდების ქსელების რღვევის საფრთხეებთან პირისპირ. მიუხედავად ამისა, მსოფლიოს ინტელექტუალურ მოედნებზე მიმდინარე გონების დაბნელების პროცესი, აბრკოლებს ახალ კონცეფციაზე, ახალ მიდგომებსა და მოდელზე გადასვლას – ჩვენ ვანიავებთ ძვირფას დროს, რომელიც უნდა მოხმარებოდა ისეთი იდეების შექმნას, რომლების უპასუხებდა დედამიწის 8 მილიარდიანი მოსახლეობის ადამიაანურ მოთხოვნილებებს. მსოფლიო აწყდება ისეთ გამოწვევებს, როგორიცაა – კლიმატური, მიგრაციული, ენერგეტიკული და სასმელი წყლის კრიზისი. 40-მა წამყვანმა ეკონომიკამ, ერთად უნდა იპოვოს ამ გლობალური მნიშვნელობის პრობლემათა გადაჭრის გზები. ამ საფრთხეების სიღრმე, ისეთ ნიშნულს აღწევს, რომ მათ ქვეყნების მცირე ჯგუფი, მას ვეღარ გაუმკლავდება. ისეთ სახელმწიფოებთან ერთად, როგორიცაა თურქეთი, უნდა გადაიდგას ნაბიჯები, რომლებიც შეცვლის არსებულ მდგომარეობას. იმედია, ჩვენს ქვეყანაში ჯეროვნად აცნობიერებენ ამ საერთაშორისო ეკონომიკურ და პოლიტიკურ გამოწვეევებს და გრძნობენ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც უნდა ახლდეს პოტენციურ გადაწყვეტილებებს.