Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

  BBC დიდი ბრიტანეთი

ბერნდ დებუსმან-უმცროსი

 

საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვა აშშ-ს თავდაცვის სამინისტროდან, წარმოადგენს „ძალზე სერიოზულ“ რისკს ეროვნული უსაფრთხოებისთვის, განაცხადეს პენტაგონში

დოკუმენტები, როგორც ჩანს, შეიცავს  უკრაინაში მიმდინარე ომის, ასევე ჩინეთისა და აშშ-ს მოკავშირეების შესახებ – საიდუმლო ინფორმაციას.

ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ფაილების ფორმატი, ანალოგიურია უმაღლესი პირებისთვის განკუთვნილი მასალებისა.

დაიწყო გამოძიება გაჟონვის წყაროს დასადგენად.

მასალები, რომელთა ნაწილი, ოფიციალური პირების თქმით, შესაძლოა შეცვლილი  იყოს, პირველად გამოჩნდა ონლაინ პლატფორმებზე – Twitter-ი, 4chan-ი და Telegram-ი, ასევე ვიდეოთამაშების – Minecraft-ის  სერვერ – Discord-ზე.

უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის გარდა, ზოგიერთი დოკუმენტი ასახავს საიდუმლო ინფორმაციებს აშშ-ს მოკავშირეებზე.

უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან დაახლოებულმა წყარომ, CNN-ს აცნობა, რომ უკრაინამ უკვე შეცვალა საომარი გეგმები ხსენებული გაჟონვის გამო.

იტყობინებიან, რომ სხვა დოკუმენტები ეხება თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებს ახლო აღმოსავლეთში, ასევე ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონს.

              რაზე მეტყველებს უკრაინის შესახებ სამხედრო დოკუმენტების „დიდი გაჟონვა“?

ორშაბათს, ჟურნალისტების წინაშე გამოსვლისას, პენტაგონის მაღალი რანგის მოხელემ განაცხადა, რომ დოკუმენტები წამოადგენს „ სერიოზულ რისკს ნაციონალური უსაფრთხოებისთვის და პოტენციურად  გამოსადეგია დეზინფორმაციის გავრცელებისთვის“.

„ჩვენ ჯერ კიდევ ვიძიებთ,  თუ როგორ მოხდა ეს, ასევე ვიკვლევთ პრობლემის მასშტაბებს“ – განაცხადა ქრის მიგერმა, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში.

პენტაგონი ადგენს იმას, თუ ვის მიუწვდებოდა ხელი საიდუმლო დოკუმენტებზე.

„გადაიდგა ნაბიჯები იმის გამოწვილვით შესწავლისთვის, თუ რა გზით ვრცელდება ამგვარი ინფორმაციები და ვისთვის არის განკუთვნილი“.

ბატონმა მიგერმა არ უპასუხა კითხვას, თვლის თუ არა პენტაგონი მასალებს ნადვილად, თუმცა თქვა, რომ ზოგიერთი დოკუმენტი, „როგორც ჩანს, შეცვლილია“.

იუსტიციის სამინისტრო – პენტაგონის ოფიციალურ პირებთან, თეთრი სახლისა და აშშ-ს სამთავრობო უწყებების სხვა წარმომადგელებთან ერთად, იკვლევს ამ ფაქტს.

დოკუმენტების ფორმატი ანალოგიურია იმისა, რაც მიეწოდებათ, ყოველდღიური, განახლებული სახით – ოპერაციების ხელმძღვანელებს, რომელთაც შეხება აქვთ უკრაინასთან და რუსეთთან, ის მსგავსია სხვა სადაზვერვო მონაცემებისა“ – დასძინა ბატონმა მიგერმა.

პენტაგონმა მასალების გაჟონვის შესახებ, გასულ კვირაში შეიტყო. მიგერის თქმით, თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა ამის შესახებ – 6 აპრილს გაიგო.

ბატონმა მიგერმა განაცხადა, რომ დოკუმენტების გაჟონვამ აიძულა ამერიკელი მოხელეები დაერწმუნებინათ მოკავშირეები, რომ აშშ იცავს სადაზვერვო ინფორმაციას და ერთგულია მოკავშირეებთან პარტნიორული ურთიერთობისა უსაფრთხოების სფეროში“.

თავის მხრივ, ნაციონალური  უსაფრთხოების წარმომადგენელმა ჯონ ქირბიმ ბრიფინგზე განაცხადა, რომ აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს,  გაჟონვის შესახებ, გასულ კვირაში შეატყობინეს.

როდესაც მას ჰკითხეს, მოხერხდა თუ არა გაჟონვის ლოკალიზება და საჭიროა თუ არა სხვა დოკუმენტების გასაჯაროებაც, ბატონმა ქირბიმ უპასუხა: „არ ვიცი“.

ამ დროისთვის  BBC-იმ გადახედა 20-ზე მეტ დოკუმენტს, რომელთა უმეტესობა დაწვრილებით აღწერს უკრაინული და რუსული შენაერთების დისლოკაციასა და მდგომარეობას, ასევე უკრაინელების მოსალოდნელი საგაზაფხულო შეტევის ვერსიებს.

მაგალითად  ზოგიერთ მასალაში გადმოცემულია ის მზადება და აღჭურვილობა, რომელსაც აშშ აწვდის უკრაინას შეტევის წინ, ამასთან დასახელებულია უკრაინელი მეომრების მზადყოფნისა და მათთვის საბრძოლო მასალების მიწოდების ვადები.

მართალია ბატონმა მიგერმა უარი თქვა, გაეკეთებინა კომენტარი იმის შესახებ, თუ რა გავლენას მოახდენს ეს ფაქტი უკრაინის ფრონტზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებზე, მაგრამ აღნიშნა, რომ „უკრაინელებმა უკვე აჩვენეს თავისი შესაძლებლობები და კომპეტენტურობა ბრძოლის ველზე“.

„პრეზიდენტმა და მინისტრმა (თავდაცვის) მკაფიოდ განუცხადეს მათ, რომ აშშ იქნება უკრაინელების გვერდით მანამ, სანამ ეს საჭიროა“ – თქვა მან.

By admin

You missed