Цензор.НЕТ უკრაინა
უკრაინის შეიარაღებული ძალების მაიორმა – ვადიმ ვოროშილოვმა განაცხადა, რომ დღითიდღე ჭირს, რუსების შეკავება მოძველებული საბჭოთა თვითმფრინავებით
„რუსები განუწყვეტლივ ცვლიან ტაქტიკას, ასე რომ – ომი არ არის სტაბილური. ისინი გვიგებენ მახეებს. მათი ერთი ხომალდი ადის ცაში, ატყუებს უკრაინელ პილოტს, რომ თითქოს ის მარტოა, უცბად ჩნდება კიდევ 2 ან 3 თვითმფრინავი – ორივე მხრიდან, რომლებიც ფაქტობრივად ჯგროდ ესხმიან თავს უკრაინულ ხომალდს“ – ამბობს მაიორი.
ვინაიდან უკრაინელი პილოტები აგრძელებენ საბჭოური МиГ-29-ებით ფრენას, ვოროშილოვის თქმით, მათ შეუძლიათ მხოლოდ ბრძოლის ველის შენარჩუნება, რადგან რუსების განადგურება, რომლებიც თანამედროვე გამანადგურებლებით – Су-35-ებითა და ბომბდამშენებით – Су 34-ებით არიან აღჭურვილნი, მეტად ძნელია.
„ ახლა მხოლოდ მტრის შეკავებას ვახერხებთ, F-16-ებით კი შეგვეძლო გვეკონტროლებინა ზღვა და ხმელეთი და დაგვეცვა ჩვენი ქვეითები. ჩვენ გვჭირდება თანამედროვე თვითმფრინავები, რათა მტერს უკეთ დავარტყათ“ – თქვა მან.
თებერვალში – ბრიტანეთის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ უკრაინელი პილოტების მომზადებამ, შეიძლება გასტანოს 3 წელი, წერს გამოცემა.
თუმცა, აღნიშნავს The Telegraph-ი, მაიორი ვოროშილოვი და მისი კოლეგა ვლადიმირ ლოგაჩიოვი – უკრაინის შეიარაღებული ძალების საავიაციო მართვის მეთაური, არ ეთანხმებიან დასახელებულ ვადას.
„შეწავლისთვის, საჭიროა – 6 თვეზე ნაკლები“ – ამბობს პოლკოვნიკი ლოგაჩიოვი.
პოლკოვნიკის თქმით, ვიდრე უკრაინა ელის დასავლურ თვითმფრინავებს, ის კარგავს გამოცდილ პილოტებს.
„ლოდინში, ჩვენ ვკარგავთ ბევრ პილოტს. ჩვენ გვაქვს ყველაზე გამოცდილი მფრინავების სია, რომელთაც შეუძლიათ დაეუფლონ F-16-ის მართვას, მაგრამ სამწუხაროდ, ზოგიერთი უკვე დაიღუპა საბრძოლო მოქმედებების დროს“ – თქვა ლოგაჩიოვმა.
ლოგაჩიოვის განცხადებით, იმისთვის, რომ ცაში ეფექტიანი იყო, უნდა გაგაჩნდეს თანამედროვე რადარები და „ჰაერი-ჰაერის“ კლასის რაკეტები“.
„რუსული თვითმფრინავების რადარები, ჩვენზე 4-ჯერ უკეთესია და ისინი ხედავს უფრო შორს. გარდა ამისა, რუსული რაკეტები გაცილებით მძლავრია, ვიდრე ჩვენი – საბჭოური. ხანდახან ვერც ვხედავთ, რომ მათ რაკეტა გამოუშვეს, ეს კი ძალიან საშიშია პილოტებისთვის“- ამბობს ის.
პოლკოვნიკმა განმარტა, რომ რუსეთს შეუძლია შეტევა ფრონტის ხაზიდან 200 კოლომეტრის სიშორიდან, მაშინ, როცა უკრაინული მფრინავი იძულებულია მიუახლოვდეს მტერს, რათა ესროლოს მას…“
„როცა ჩვენ გვინდა იერიში მივიტანოთ, ვუახლოვდებით ფრონტის ხაზს დაბალ სიმაღლეზე, რაც ძალიან საშიშია“ – ამბობს მაიორი ვოროშილოვი.
„რუსეთს აქვს 40 ავიაბაზა და 700-ზე მეტი თვითმფრინავი და ვერტმფრენი. ისინი გაცილებით თანამედროვეა, ვიდრე ჩვენი ხომალდები. ჩვენ ვმუშაობთ დასავლური თვითმფრინავების გადმოცემაზე, რადგან ის რაც გვაქვს, არ არის საკმარისი ბრძოლის ველზე ეფექტიანი მოქმედებისთვის“ – გვეუბნება ის.