Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

 Le Figaro  საფრანგეთი

 

სამშაბათს – ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მეთაურმა სი ძინპინმა, პეკინში მიიღო ფრანგი კოლეგა – ემანუილ მაკრონი. ვიდრე სახალხო კრების შენობაში პირადი შეხვედრა შედგებოდა – ჩინეთში მაკრონის ვიზიტის მეორე დღეს – ორმა ლიდერმა მოისმინა ფრანგული „მარსელიოზა“ ზეციური თანხმობის მოედანზე – ტიანანმენზე. სი ძინპინი სტუმარს უზარმაზარ წითელ ხალიჩაზე მიეგება

ორი ლიდერის tete-a-tete შეხვედრის შემდეგ, მაკრონი და სი გამართავენ სამმხრივ შეხვედრას ევროკომისიის მეთაურის – ურსულა ფონ დერ ლაიენის თანდასწრებით.

„ვიცი, რომ თქვენი იმედი შეიძლება მქონდეს იმ მხრივ, რომ შეძლებთ, გონს მოიყვანოთ რუსეთი და ამის შემდეგ, ყველა მხარე მიუჯდება მოლაპარაკების მაგიდას“ – განუცხადა საფრანგეთის ლიდერმა ბატონ სის ორმხრივი ოფიციალური შეხვედრის დროს. პასუხად, სი ძინპინი მხოლოდ მიესალმა საფრანგეთთან კავშირს „იმ ვითარებაში, როცა მსოფლიო ისტორიული ცვლილებებს განიცდის“.

ფონ დერ ლაიენისა და მაკრონის ვიზიტის მიზანი ნათელია: საკუთარი ხმა გააგონონ ჩინეთის ლიდერს, რომელიც მოსკოვის ახლო მოკავშირეა. ევროპის ორივე ლიდერს ჯერ კიდევ აქვს იმედი, რომ სი ძინპინი მომრიგებლის მისიას იტვირთავს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში.

ფონ დერ ლაიენი შეხვდა ჩინეთის პრემიერ-მინისტრს და ხაზი გაუსვა, რომ „ევროკავშირისა და ჩინეთის ურთიერთობა გართულდა ბოლო წლების განმავლობაში“. ჩინეთში ჩასვლამდე, ფონ დერ ლაიენი მრისხანე სიტყვით გამოვიდა ბრიუსელში ჩინეთის წინააღმდეგ და თქვა, რომ ჩინეთის დამოკიდებულება პუტინის უკრაინაში ქმედებისადმი, იქნება „მთავარი ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს ევროკავშირისა და ჩინეთის სამომავლო ურთიერთობას“. ლაიენმა ასევე შეაფასა ჩინეთის პოლიტიკა, როგორც „სულ უფრო რეპრესიული შინ და სულ უფრო თავის დამკვიდრებისკენ მიმართული საზღვარგარეთ“. ფონ დერ ლაიენი გამოვიდა პეკინისა და მოსკოვის „მეგობრობის“ წინააღმდეგ და მოითხოვა ყველა სანქციის მოხსნა ევროკავშირის იმ მოქალაქეებზე, რომლებიც მხარს უჭერენ ტაივანს და აკრიტიკებენ პეკინს ადამიანის უფლებების სფეროში არსებული ვითარების გამო. ეს სიტუაცია, ფონ დერ ლაიენის აზრით – „მიუღებელია“.

„ამ გამოსვლის შემდეგ, ფონ დერ ლაიენი უეჭველად მოხვდება პეკინის თვალთახედვის სამიზნეში“ – ამბობს მარკ ჟიულენი, საფრანგეთის საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტის თანამშრომელი: „ვნახოთ, როგორ შეასრულებენ ის და მაკრონი კეთილი და ბოროტი პოლიციელის როლს. ნებისმიერ შემთხვევაში, ლაიენის საქციელი ურტყამს ევროპელების წარმოდგენას, რომ ისინი ერთ ხმაზე ესაუბრებიან ჩინეთს“.

 

 

By admin

You missed