LE FIGARO საფრანგეთი
რუსეთი აცხადებს, რომ მისი ქვეყნის კანონიერებაზე ზედამხედველობის ორგანომ, სახელწოდებით – რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა (SKP), აღძრა სისხლის სამართლის საქმე, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს 3 მოსამართლისა და პროკურორის წინააღმდეგ. ეს მოხდა რამდენიმე დღეში იმ ფაქტიდან, როცა ICJ–იმ გასცა პრეზიდენტ პუტინის დაკავების ორდერი, რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი ქმედების გამო.
სამივე „ეჭვმიტანილს“ და ICJ-ის პროკურორ ქარიმ ხანს, „ბრალად ედებათ უკანონო გადაწყვეტილების მიღება“. ქარიმ ხანი მხილებულია „ უდანაშაულო პირის სისხლის სამართლის დამნაშავედ მიჩნევის, ასევე მისი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში უკანონო ბრალდებისთვის“. პროკურორი ასევე ეჭვმიტანილია იმაში, რომ ის, ICJ-ის მოსამართლეებთან ერთად, ახორციელებდა „თავდასხმის მომზადებას უცხო ქვეყნის წარმომადგენელზე, რომელიც იმყოფებოდა საერთაშორისო დაცვის ქვეშ“.