Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

THE PRINT  ინდოეთი

 აიდილ ბრარი

 

  იმისთვის, რომ გაემართლებინათ გაღრმავებული თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და ეკონომიკის სფეროებში, რუსეთმა და ჩინეთმა, მიმართეს აშშ-ზე თავდასხმას და ამის საფუძვლად დაასახელეს ომები ახლო აღმოსავლეთსა და პლანეტის სხვა ადგილებში. საერთოჩინური კრების ამასწინანდელ სესიაზე, სახალხო წარმომადგენლების წინაშე, სი ძინპინმა ფიცი დადო, რომ ჩინეთის შეიარაღებულ ძალებს გადააქცევდა „ ფოლადის დიდ კედლად“

ამ კვირაში მთელი მსოფლიოს ყურადღება მიპყრობილია ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინისკენ, რომელიც ორშაბათს მოსკოვს სახელმწიფო ვიზიტით ეწვია – ეს მოხდა პირველად, რუსულ-ჩინური კონფლიქტის დაწყებიდან.

სი-ს მოსკოვში ვიზიტი, ერაყის ომის 20 წლისთავს დაემთხვა და ეს არ არის შემთხვევითი. იმისთვის, რომ გაამართლონ გაძლიერებული თანამშრომლობა ეკონომიკისა  და უსაფრთხოების სფეროებში, ჩინეთი და რუსეთი, თავს ესხმიან აშშ-ს – ახლო აღმოსავლეთსა და დედამიწის სხვა ადგილებში გაჩაღებული ომების გამო.

„რუსეთში სახელმწიფო ვიზიტის დროს, სი – საფუძვლიანად განიხილავს ორმხრივ ურთიერთობებს, ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ საკითხებს, რომლებიც ორმხრივი ინტერესის საგანია, გააძლიერებს სტრატეგიულ კოორდინაციასა და პრაქტიკულ თანამშრომლობას ორ ქვეყანას შორის და ამ ურთიერთობას მისცემს განვითარების ახალ იმპულსს“ – განაცხადა ჩინეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა – ვან ვენბინმა.

ისე, რომ არ ჩაღრმავებია დეტალებს, ვანმა გვაცნობა, რომ ვიზიტის მიმდინარეობისას, სი და პუტინი შეადგენენ – „ორმხრივი ურთიერთობის ახალ გეგმას“.

ხმები სი-სა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის გამართული სატელეფონო საუბრის შესახებ, ვანმა არ დაადასტურა, თუმცა მიანიშნა, რომ უკრაინის საკითხი, განიხილება რუსეთთან შეხვედრის დროს.

„ჩინეთი შეინარჩუნებს ობიექტურ და სამართლიან პოზიციას უკრაინის კრიზისში და შეასრულებს კონსტრუქციულ როლს სამშვიდობო მოლაპარაკების  ინიცირებაში“ – თქვა მან.

ჩინეთის სახელმწიფო მედია, აქტიურად ამზადებდა ნიადაგს სი-ს მოსკოვში ვიზიტისთვის და აქვეყნებდა ანალიტიკურ სტატიებს რუსეთ-ჩინეთის გამართული ტანგოს შესახებ.

„ ჩვენი ავისმოსურნეთაგან, ვერავინ შეძლებს შუღლის ჩამოგდებას ჩვენს მეგობრულ ურთიერთობებში“- განაცხადა რუსეთის ელჩმა ჩინეთში – იგორ მორგულოვმა სააგენტო „სინჰუასთან“ – ნიშანდობლივია, რომ სტატიები მსგავსი სათაურებით, გამოქვეყნდა ჩინური გამოცემების პირველ ფურცლებზე.

„მომწიფებულ და მტკიცე ჩინურ-რუსულ ურთიერეთობები, ეფუძნება მაღალორგანიზებულ დაგეგმვასა და სახელმწიფო ლიდერების სტრატეგიულ ნდობას, ხელმძღვანელების ურთიერთობა  არის გზამკვლევი ჩინურ-რუსული კავშირებისა. ლიდერების მხრიდან სწორად დაგეგმვისა და მათი სტრატეგიული ხედვის წყალობით, რუსულ-ჩინური ურთიერთობა გამოირჩევა სტრატეგიული ურთთიერთქმედებით, კეთილმეზობლობითა და მეგობრობით, რამაც ხელშესახები სარგებელი მოუტანა ამ ორი ქვეყნის ხალხებს და ხელი შეუწყო მსოფლიოს განვითარებასა და პროგრესს“ – ნათქვამია სტატიაში.

საერთოჩინური სახალხო კრების მეთოთხმეტე სესიაზე, თავის დასკვნით სიტყვაში, სი-მ ისაუბრა სამხედრო მოდერნიზაციაზე და თანამემამულეებს  მოუწოდა სახალხო-გამათავისუფლებელი არმია, გადაქციონ – „ფოლადის დიდ კედლად“.

„ჩვენ ყოველმხრივ უნდა შევუწყოთ ხელი ეროვნულ თავდაცვას, სამხედრო აღმშენებლობას და გადავაქციოთ სახალხო არმია დიდი ფოლადის კედლად, რომელიც ეფექტურად დაიცავს ეროვნულ სუვერენიტეტს, ჩვენს უსაფრთხოებას და შეესაბამება განვითარების ინტერესებს“ –  დაასკვნა მან.

 

 

 

By admin

You missed