Ilta-Sanomat ფინეთი
ტიმო მულლუნიემი
თავის გამოსვლაში, რომელმაც თითქმის 2 საათი გასტანა, პუტინი აკრიტიკებდა დასავლეთის ქვეყნებსა და უკრაინას – ის, სწორედ მათ ადანაშაულებდა მომხდარში
პუტინის განცხადებამ იმის შესახებ, რომ რუსეთი აჩერებს სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების ხელშეკრულებაში მონაწილეობას, რომელიც თავის დროზე აშშ-რუსეთს შორის დაიდო, მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო.
„სხვა მხრივ, სიტყვა იყო პროგნოზირებადი და მოსაწყენი“ – თვლის ვლადიმირ გელმანი, ჰელსინკის უნივერსიტეტთან არსებული – რუსეთის პოლიტიკის შემსწავლელი ინსტიტუტის პროფესორი.
„მოვისმინეთ ბევრი უსიამოვნო ბრალდება აშშ-სა და დასავლეთის მიმართ, თუმცა არ გვსმენია არცერთი მნიშვნელოვანი პოზიტიური წინადადება. ყველაფერი დანარჩენი, იყო უინტერესო.“
„არავითარი სერიოზული დაპირება ან გეგმა რუსების მისამართით. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ სწორად და ასევე გავაგრძელებთ“ – აჯამებს გელმანი.
“დასავლეთის ქვეყნებში პუტინის გადაწყვეეტილება ბირთვული არსენალის შეზღუდვის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, ჩათვალეს უპასუხისმგებლობად. თუმცა პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ლაპარაკია არა შეთანხმებიდან გასვლაზე, არამედ მასში მონაწილეობის შეჩერებაზე.“
ნატოს გენერალურმა მდივანმა – იენს სტოლტენბერგმა მოუწოდა რუსეთს, გადაეხედა თავის გადაწყვეტილებისთვის.
აგვისტოში რუსეთმა უარი თქვა, დაეშვა შეიარაღების ინსპექტირება, რაც გათვალისწინებულია აღნიშნული ხელშეკრულებით და თავისი ქმედება იმით ახსნა, რომ აშშ-ს შეეძლო, დაებრკოლებინა რუსი სპეციალისტების მუშაობა.
„დღევანდელი გადაწყვეტილებით, შეიარაღების კონტროლის მთელი არქიტექტურა მოირღვა“ – ამბობს სტოლტენბერგი.
პროფესორი გელმანი არ თვლის, რომ რუსეთი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს, მაგრამ რაიმე დემონსტრაციული, ვთქვათ ბირთვული იარაღის გამოცდა, სავსებით შესაძლებელია.
„ჯერჯერობით ძნელია თქვა, რას მოიტანს ეს განცხადება პრაქტიკული თვალსაზრისით“ – ამბობს გელმანი.
„მან კიდევ ერთხელ გაამართლა უკრაინაზე თავდასხმა, მაგრამ არანაირი სიგნალი არ ყოფილა საომარი მოქმედების დასრულებაზე, არც იმის შესახებ, მისი აზრით, როგორ უნდა განხორციელდეს ეს.“
პუტინი სამხედრო მოსამსახურეებს ყოველ 6 თვეში 14-დღიან შვებულებას დაჰპირდა. ეს ნიშნავს, რომ საომარი მოქმედებები შეიძლება გახანგრძლივდეს გაურკვეველ დრომდე.
„სამხედრო მოქმედებები შეიძლება გაგრძელდეს კიდევ ერთი წელი ან რამდენიმე ათწლეული“ – ასეთ დასკვნას აკეთებს გელმანი პუტინის სიტყვიდან.