En Son Haber თურქეთი
კიბოს თავიდან ასაცილებლად, რომელიც ჩვენი ეპოქის შავ ჭირად იქცა და ამ სნეულების დასამარცხებლად, სპეციალისტები გვირჩევენ რეგულარულ ძილს. ავთვისებიან უჯრედებს რომ ებრძოლოს, ორგანიზმი უნდა იყოს ძლიერი.
კერძოდ – საჭიროა ჯანმრთელობაზე ზრუნვა, მოწევასა და ალკოჰოლზე უარის თქმა და რეგულარული დასვენება.
რეგულარული და ჯანსაღი ძილი კიბოს წინააღმდეგ
თურქეთის თრაკიის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის კათედრის გამგე, პროფესორი ლევენთ ოზთურქი აღნიშნავს, რომ რეგულარული ჯანსაღი ძილი აძლიერებს იმუნურ სისტემას და იცავს მას კიბოსგან.
ძლიერი იმუნური სისტემისთვის
ექსპერტის თქმით, აუცილებელია გეძინოთ იმდენი, რამდენიც გჭირდებათ. ძლიერი იმუნური სისტემა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კიბოს განვითარების აღმოსაფხვრელად. ჯანსაღი ძილი აუცილებელია ონკოლოგიის რისკის შესამცირებლად და ის ხელს უწყობს კიბოთი დაავადებულთა წარმატებულ მკურნალობას.
„ძილი – განსჯას არ ექვემდებარება“
მიუთითებს რა რეგულარული ჯანსაღი ძილის, როგორც ძლიერი იმუნური სისტემის წინაპირობაზე, ექსპერტი აღნიშნავს: „იმუნური სისტემის დასაცავად, აუცილებელია არ ვთქვათ უარი ძილზე. ხშირად ვამბობთ, რომ ძილი – განსჯას არ ექვემდებარება, უნდა გეძინოთ იმდენი, რამდენიც გჭირდებათ. იმუნური სისტემის სიმტკიცე, უმნიშვნელოვანესია კიბოს პროფილაქტიკისთვის, რადგან, როცა იმუნური სისტემა ძლიერია, ის წარმოადგენს საიმედო ფარს ონკოლოგიის წინააღმდეგ“.
უძილობა – პირდაპირი გზა კიბოსკენ
„ჩვენ ორგანიზმში არსებობს ბუნებრივი მკვლელი-უჯრედები, რომლებიც ეძიებს და ანადგურებს უჯრედებს, რომლებიც მიდრეკილია კანცეროგენომიზაციისკენ – აგრძელებს ლევენთ ოზთურქი – ძილის უკმარისობა ან მისი არ არსებობა, აქვეითებს ამ უჯრედების აქტიურობასა და ქმედითუნარიანობას, შესაბამისად მიგვაქროლებს კიბოსკენ“.
ადამიანებს, რომლებიც ადრე იძინებენ და ადრიანად იღვიძებენ, საჭმლისმომნელებელი ტრაქტის კიბოთი დაავადების რისკი ნაკლები აქვთ.
პროფესორმა ოზთურქმა ასევე დასძინა, რომ როგორც ბოლო კვლევები ადასტურებს, ადამიანებს, რომლებიც ადრე იძინებენ და ადრე დგებიან ფეხზე, კუჭნაწლავის ტრაქტის კიბოთი დააავადების, მაგალითად კუჭის, მსხვილი ნაწლავისა და კუჭქვეშა ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნით დაავადების რისკი – დაბალი აქვთ.