Le Figaro
უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი 8 თებერვალს პარიზში ჩავიდა, სადაც დახურულ კარს მიღმა გამართულ ვახშამზე, შეხვდა ფრანგ კოლეგა ემანუილ მაკრონსა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს. აეროპორტში მას დახვდა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი სებასტიან ლეკორნო
მიმართა რა ზელენსკის, მაკრონმა განაცხადა, რომ სურს „გაუძღვეს უკრაინას გამარჯვებისა და მშვდიობისკენ“ და რომ „რუსეთს არ შეუძლია და მან არ უნდა გაიმარჯვოს“.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას. ის, რაც იქ ხდება, განსაზღვრავს ევროპის მომავალს. ჩვენ გამოვდივართ მისი უფლებების აღდგენის მოთხოვნით“ – დასძინა მან.
ვლადიმირ ზელენსკიმ გამოხატა მადლიერება, ხაზი გაუსვა „კონტინენტურ ერთიანობასა“ და „ემანუილის ლიდერობას“ რუსეთის არმიასთან ბრძოლაში. მან არ დაახანა და თქვა, რომ კიევს სჭირდება იარაღი. გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია უკრაინას დაეხმარება იმდენად, რამდენადაც მას ეს დასჭირდება.
ვახშმის შემდეგ, მაკრონმა ზელენსკის გადასცა საპატიო ლეგიონის ორდენი. „ესაა ჯილდო უკრაინისა და მისი ხალხისთვის, ჯილდო თქვენდამი პატიმისცემისა, ძვირფასო ვლადიმირ, რომელიც გერგოთ თქვენი სიმამაცისა და თავგანწირვისთვის“ – დაწერა თავის Twitter-ექაუ ნთზე საფრანგეთის სახელმწიფო მეთაურმა.