POLITICO აშშ
ნიკოლას ვინოკური
რამდენიმე ნაციონალური დელეგაცია იმუქრება, რომ ბოიკოტს გამოუცხადებს ნეაპოლის შეხვედრას, თუ მას იტალიელი დაესწრება
ბერლუსკონიმ იტალიურ მედიას განუცხადა, რომ ზელენსკი აირიდებდა რუსეთის შეჭრას უკრაინაში, ის რომ „დონბასის ორ ავტონომიურ რესპუბლიკას“, თავს არ დასხმოდა.
ევროპის კონსერვატიული პარტიები სამშაბათს შიდა ჯანყს შეეჯახნენ, იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის სილვიო ბერლუსკონის კომენტარების გამო – ის უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის აკრიტიკებს.
9 ქვეყნის პოლიტიკოსებმა გააკრიტიკეს მისი კომენტარები, ხოლო რამდენიმემ განაცხადა, რომ ბოიკოტს გამოუცხადებს კონსერვატორთა თავყრილობას ნეაპოლში (იტალია), თუ მასში ბერლუსკონი მიიღებს მონაწილეობას, გაუმხილა POLITICO-ს ორმა პირმა, რომლებიც უშუალოდ შეესწრნენ ამ დისკუსიას.
რუსეთის პრეზიდენტის – ვლადიმირ პუტინის მხარდამჭერმა 86 წლის ბერლუსკონიმ, რომლის პარტია Forza Italia გაწევრიანებულია ევროპის სახალხო პარტიაში (ესპ), გასულ უქმეებზე დიდი აღშფოთება გამოიწვია, როცა იტალიურ მედიას განუცხადა, რომ ზელენსკის შეეძლო რუსული თავდასხმის არიდება, ის თავს რომ არ დასხმოდა „ორ ავტონომიურ რესპუბლიკას“. მან ასევე განაცხადა, რომ ის „ძალიან, ძალიან ნეგატიურად აფასებს ამ ჯენტლმენის ქცევას“.
კომენტარებმა განარისხა ესპ-ს სხვა წევრები, რომლის ოფიციალური ხაზსაც წარმოადგენს უკრაინის ურყევი მხარდაჭერა რუსული აგრესიასთან ბრძოლაში და ამან გამოიწვია კრიზისი ევროპის ყველაზე დიდ დაჯგუფებაში – მის წევრებს წარმოადგენენ ევროკომისიის პრეზიდენტი – ურსულა ფონ დერ ლაიენი და პარლამენტის თავმჯდომარე – რობერტა მეცოლა.
აღშფოთება გადმოიღვარა ესპ-ს ნაციონალური დელეგაციების შეკრებაზე სტრასბურგში, როცა პოლონეთის, ესტონეთის, ლიეტუვის, ირლანდიის, ჩეხეთის, პორტუგალიის, შვედეთის, ლუქსემბურგისა და ბელგიის წარმომადგენლებმა გააკრიტიკეს ბერლუსკონის კომენტარები და მოუწოდეს ესპ-ს თავჯდომარე მანფრედ ვებერს, საჯაროდ გაელაშქრა ბერლუსკონის წინააღმდეგ.
„პუტინი იყენებს არა მარტო აღმოსავლეთის ფრონტს, ის იყენებს ყველა საშუალებას, რათა აამოქმედოს მისი ნდობით აღჭურვილი პირები დასავლეთის ფრონტზეც“- იმეორებდნენ პარლამენტარები ლიეტუველი კოლეგის – რასი იუკნევიჩიანეს სიტყვებს. „ბევრი დელეგაცია არ წავა ნეაპოლში, თუ იქ იქნება ბერლუსკონი”.
მეორე დეპუტატმა, ბერლუსკონი უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეადარა მაშინ, როცა პოლონურის დელეგაციის მეთაურმა ანჯეი გალიცკიმ, გაიმეორა ეს რეპლიკა და განაცხადა, რომ „ფორცა იტალია“-ს თავმჯდომარედ ბერლუსკონის ყოფნა – მიუღებელია. ცნობისთვის, ანტონიო ტაიანი, ასევე წარმოადგენს „ფორცა იტალიას“ და ის არის იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი და პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის თანაშემწე.
ეს შფოთი, დიდი თავსატეხია ვებერისთვის, რომელიც ცდილობს მელონის მთავრობასთან დაახლოებას, რათა გააფართოოს ესპ-ს ბაზა მოახლოებული 2024 წლის ევროპის საპარლამენტო არჩევნების წინ. ბერლუსკონის მიმართ გამოთქმული აღშფოთება, ნეგატიურად აისახება Forza Italia-ს განწყობაზე, რომელიც დამაკავშირებელი რგოლია ესპ-სა და მელონის მთავრობას შორის.
ვებერის წარმომადგენელმა დაახანა კომენტარი ხსენებული შფოთის შესახებ, მაგრამ იმ ადამიანების გადმოცემით, რომლებიც ახლოს არიან ბირჟებთან, ვებერი წამოდგა კრიტიკის საპასუხოდ და განაცხადა:“ ჩვენ გვაქვს პრობლემა ბერლუსკონისთან და არა Forza Italia-სთან. ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე, მკაფიოდ გამოვხატავ ჩვენ პოზიციას უკრაინის მიმართ. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ მელონის პოზიცია ჩვენთვის უფრო მისაღებია, ვიდრე ბერლუსკონის“. მელონის ოფისმა აღნიშნა, რომ ის მხარს უჭერს უკრაინას.
ვებერს არ უთქვამს, შედგება თუ არა შეხვედრა იტალიაში და დაესწრება თუ არა მას ბერლუსკონი.