Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

BLOOMBERG  აშშ

იენ მარლოუ, ქორთნი მაკბრაითი

 

  კიევს სჯერა, რომ აშშ გააგრძელებს უკრაინის დახმარებას რუსეთთან ბრძოლაში, თუ რესპუბლიკელებმა შუალედური არჩევნებით მოიპოვეს კონტროლი კონგრესზე – მიუხედავად ზოგიერთი ლიდერის მუქარისა, რომ გაწეულ ხარჯებს გამოწვილვით შეისწავლიან. ამის შესახებ, განაცხადა უკრაინის ეკონომიკის მინისტრმა

„ჩვენ მართლაც ვაფასებთ თქვენს ორპარტიულ მხარდაჭერას – განაცხადა უკრაინის ეკონომიკის მინისტრმა – იულია სვირიდენკომ BLOOMBERG NEWS-თან სამშაბათის ინტერვიუში – ამის თაობაზე, არ ვშფოთავთ. უკრაინა იბრძვის კონკრეტული უფლებებისა და ღირებულებებისთვის. ვფიქრობ, აშშ დაგვეხმარება იმ დრომდე, ვიდრე არ გავიმარჯვებთ.“

სვირიდენკო გამოვიდა ახალი მოწოდებით მოკავშირე ქვეყნების მიმართ, რათა მათ გაგზავნონ მეტი იარაღი და ფინანსები უკრაინაში, მათ შორის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები – ირანულ უპილოტოებთან და რუსულ რაკეტებთან საბრძოლველად. მან მოკავშირეებს მიმართა არჩევნების პირველადი შედეგების გამოქვეყნებამდე რამდენიმე საათით ადრე. ამ არჩევნებმა, შესაძლოა შეარყიოს ბაიდენის საგარეო-პოლიტიკური დღის წესრიგი.

წინასწარი პროგნოზით, რესპუბლიკელები მოიპოვებენ კონტროლს წარმომადგენლობით პალატაზე და შესაძლოა სენატიც იოლად „დაიპყრონ.“ რესპუბლიკელთა ლიდერი წარმომადგენელთა პალატაში – კევინ მაკკარტი, სავარაუდოდ ამ პალატის სპიკერი გახდება. გასულ თვეში, ის ყველას აფრთხილებდა, რომ მისი პარტია არ მისცემდა კარტ-ბლანშს უკრაინას, თუ რესპუბლიკელები სამშაბათის არჩევნებზე უმრავლესობას მოიპოვებდნენ. ოქტომბერში, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ასევე „შიშობდა“   იმის თაობაზე, რომ თუ რესპუბლიკელებმა გაიმარჯვებდნენ, ისინი უკრაინისთვის დახმარებას შეამცირებდნენ.

დახმარება ინფრასტუქტურის აღდგენისთვის

სვირიდენკო ვაშინგტონში ჩავიდა, რათა ბაიდენის ადმინისტრაციას მოელაპარაკოს უკრაინის აღდგენის საკითხებზე, რადგან რუსულმა დარტყმებმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, გამოიწვია ელექტროენერგიის გამორთვა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. ეს გულისხმობს, ვაშინგტონისთვის – უკრაინისთვის საჭირო ენერგეტიკული აღჭურვილობის სიის წარდგენას, ის მოიცავს  გენერატორებსაც.

ავიადარტყმებით მწყობრიდან გამოვიდა უკრაინის ელექტროსიმძლავრეების 30% და კიევს სჭირდება მეტი მოქნილობა, რათა ელექტროენერგია – ევროპაში მოიძიოს.

უფრო ფართო გაგებით, უკრაინისთვის აუცილებელია საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის დახმარება, რათა მან დაფაროს საკუთარი ხარჯების 50%, განაცხადა სვირიდენკომ: „ წლის ბოლოს, ჩვენ გვექნება ევროპული და ამერიკული გარანტიები“ – თქვა მან. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მისი ვიზიტის დროს, არ მოხერხდა მოლაპარაკებების გამართვა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან.

                                                                                            მკაცრი ზამთარი

უკრაინა ემზადება მკაცრი ზამთრისთვის და მოელის კიდევ უფრო მასშტაბურ თავდასხმებს სამოქალაქო შენობებსა და ენერგეტიკულ ინფრასტუქტურაზე – რუსეთის მიერ მოფიქრებული სტრატეგიის გათვალისწინებით.

„როცა რუსეთი მარცხდება ბრძოლის ველზე, ის უტევს ჩვენს სოციალურ ინფრასტრუქტურას – ამბობს სვირიდენკო – მათ სცადეს ჩვენი ქვეყნის მთელი ელექტროქსელის განადგურება, რათა მთელი უკრაინა გაეყინათ“.

By admin