Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

LE MONDE  საფრანგეთი

 

ევროპაში – ლიდერობის დასაბრუნებლად, საფრანგეთმა რადიკალურად უნდა შეცვალოს თავისი საგარეო პოლიტიკა. კერძოდ, უნდა დაიკავოს კუთვნილი ადგილი კიევის მთავარ სამხედრო მომმარაგებლებს შორის, თვლიან ანალიტიკური ცენტრების ხელმძღვანელები და სამეცნიერო ჯგუფები. უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის საბოლოო შედეგი, კვლავ გაურკვეველია, მაგრამ მისი დასრულების შემდგომი ევროპის კონტურები, უკვე გამოკვეთილია და სიმძიმის ცენტრი – სავარაუდოდ კონტინენტის აღმოსავლეთში გადაინაცვლებს. ასეთ ვითარებაში, საფრანგეთი შესაძლოა ბორტს მიღმა აღმოჩნდეს

საფრანგეთის, როგორც ტრადიციული „ცენტრისტული სახელმწიფოს“ და მოსკოვთან დიალოგის მომხრე სუბიექტის პოზიცია, ჩვენ არას გვარგებს ნატოს სწრაფი ტრანსფორმაციის ვითარებაში – ისე, როგორც ევროპის „სტრატეგიული ავტონომიის“ ფრანგული პროექტი, ანუ ევროპის არმიის შექმნა. მას საფუძვლად უდევს საღი აზრი, მაგრამ იგი არ იწვევს საზოგადოების დაინტერესებას, ამდენად უნდა მოხდეს მისი კორექტირება.

შეცდომები და ხარვეზები

სახელმწიფოები, რომლებიც აქტიურად უჭერენ მხარს უკრაინას, უკვე ეცილებიან პარიზსა და ბერლინს – ევროკავშირში პირველობას. დაშვებული შეცდომებისა და რუსულ აგრესიასთან ბრძოლაში არასაკმარისი აქტიურობის გამო, საფრანგეთმა ხელიდან გაუშვა ისტორიული შანსი. ესაა სარგებელი, რომელიც უნდა გაზრდილიყო ევროკავშირში ჩვენი ადგილიდან გამომდინარე და მას უნდა მოჰყოლოდა ჩვენი ინიციატივებისა და წინადადებების ავტორიტეტის ზრდა.

თუმცა, თუ ჩვენ ახალ სტრატეგიულ რეალიებთან ადაპტაციის უნარს გამოვიჩენთ, ჯერ კიდევ შეგვიძლია პრეტენზია გაგვაჩნდეს მთავარ როლზე. უკრაინელების გმირული ბრძოლის ფონზე, იკვეთება მეტოქეობა კიევის მხარდამჭერებს შორის, როგორიც არიან დიდი ბრიტანეთი (რომელიც ცდილობს ევროპაში საკუთარი პოზიციის დაბრუნებას) და პოლონეთი, რომელიც წარმოაჩენს თავის მზარდი გავლენას. ჩვენ უნდა ჩავერთოთ ამ კონკურენციაში და მოვიგოთ 2 საკვანძო ბრძოლა.

პირველი, ესაა ბრძოლა ევროპის ლიდერობისთვის. საფრანგეთი ბევრად ჩამორჩება სხვებს უკრაინის დახმარების კუთხით. მან Caesar-ის დანადგარების მიწოდება დაიწყო მხოლოდ მაისში, მაშინ, როცა ჩვენმა მეზობლებმა გაგზავნეს დიდი რაოდენობით არტილერია და ტანკები კონფლიქტის პირველივე კვირეებში. ოქტომბრის შუაწელში, საფრანგეთის სამხედრო დახმარება, ნაკლები იყო ესტონეთისაზე და 17-ჯერ ჩამორჩებოდა დიდი ბრიტანეთისას. საფრანგეთი – თითქმის არ მონაწილეობს უკრაინელი სამხედროების მომზადებაშიც. მართალია უკრაინაში გაგზავნილი ჩვენი შეიარაღება მაღალი ხარისხისაა და დახმარება დაზვერვის სფეროში მნიშვნელოვანია, მაგრამ მთლიანობაში – მხარდაჭერა არასაკმარისია.

                                                                                         100 მილიონიდან 4 მილიარდამდე

ევროპის ლიდერობა რომ დაიბრუნოს, საფრანგეთმა უნდა დაიმკვიდროს ადგილი უკრაინის ძირითად მხარდამჭერებში და თავი უნდა წარმოაჩინოს კიევის საუკეთესო მოკავშირედ. ჯერჯერობით ეს ფუნქცია დაეთმოთ ანგლოსაქსებს, რომელთაც პარიზი ხშირად აკრიტიკებს, მაგრამ მათი მხარდაჭერა უკრაინისთვის – გადამწყვეტია. საფრანგეთმა მიაღწია იმას, რომ მისი მოკავშირეები დარწმუნდნენ: სინამდვილეში მხოლოდ აშშ-ს შეუძლია მათი რუსული საფრთხისგან დაცვა, მაგრამ ყველაფერი, ჯერ კიდევ არ არის დაკარგული.

ჩვენ შეგვიძლია და უნდა ვაქციოთ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა ყველაზე თვალსაჩინოდ. მაგალითად გავზარდოთ საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ დეკლარირებული სამხედრო დახმარების ფონდი – 100 მილიონიდან 4 მილიარდ ევრომდე. არის ეს დიდი ხარჯი? უდავოდ, მაგრამ ასეთი ნაბიჯი ექვივალენტურია სალიცენზიო მოსაკრებლისა, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლობისთვისაა დაწესებული.

უპირველესად, უნდა გავგზავნოთ ახალი იარაღი უკრაინაში: ესაა საჰაერო თავდაცვის საშუალებები და სარაკეტო დანადგარები. ჩვენმა მთავრობამ უკვე განაცხადა ამგვარი განზრახვის შესახებ. დამატებით საჭიროა: ტანკები, ვერტმფრენები და თვითფრინავები. მართალია ისიც, რომ ეს მოითხოვს უკრაინული ეკიპაჟების მომზადებას რამდენიმე თვის განმავლობაში. უნდა გამოვიყენოთ მეტი იარაღი, რომელსაც ფლობს ჩვენი არმია, რომელიც საკმაოდ დასუსტებულია. შეიარაღების არსენალის ზრდის ნაცვლად (რაც საჭიროა  მსხვილ კონფრონტაციაში  ჩართვისათვის), ჩვენს ინტერესშია, მოვიქცეთ სხვაგვარად: ჩვენს ინტერესშია, ამ იარაღის გარკვეული ნაწილი გადავცეთ უკრაინას, რათა დავასუსტოთ ძლიერი პოტენციური მოწინააღმდეგე.

ეს ნაბიჯი – დაიცავს უკრაინის მშვიდობიან მოქალაქეებს და შეცვლის თამაშის წესებს  ბრძოლის ველზე. საფრანგეთი იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც უკრაინას მიაწვდის დასავლურ ტანკებსა და თვითმფრინავებს. ეს დიდი ხნით განამტკიცებს ჩვენს იმიჯსა და გავლენას ევროპის ცენტრალურ, ჩრდილოეთ, აღმოსავლეთ ნაწილებში და პარიზის მოსაზრებებს უფრო დაუგდებენ ყურს.

                                                                                 ნაკლებსავარაუდო შუამავლობის იმედი

მეორე ბრძოლა, რომელიც მოსაგებია, არის ისტორიული: საფრანგეთმა დააზიანა საკუთარი იმიჯი ევროპის დიდი ნაწილის თვალში, არა მარტო კიევის ნაკლები მხარდაჭერის გამო, არამედ მოკავშირეებთან ტლანქი ურთიერთქმედების შედეგადაც. რესპუბლიკის პრეზიდენტი გამოხატავდა  უცვლელ პოზიციას მოსკოვის მიმართ, მაგრამ თავის განცხადებებში, ის იყო თავშეკავებული და ამჯობინებდა რბილ შეფასებებს , ალბათ იმის იმედით, რომ საფრანგეთს ერგებოდა შუამავლის როლი, რაც ნაკლებსავარაუდოა.  მოსკოვთან ბირთვულ საკითხებზე საუბრით, დავრწმუნდით, რომ ამის იმედი ფუჭია. ასეთ ვითარებაში, ჩვენ  მკაფიოდ უნდა განვმარტოთ ჩვენი პოზიცია. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საზოგადოებრივი აზრის ფორმირების თვალსაზრისით. ამას გარდა, ჩვენ რადიკალურად უნდა შევცვალოთ საგარეო პოლიტიკა. ჩვენი დაგვიანებული მხარდაჭერა უკრაინისთვის – კანდიდატობის მინიჭების საკითხში და რუსეთთან საუბრის გამკაცრება – სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია. ახლა საფრანგეთმა უარი უნდა თქვას ილუზორული „ცენტრისტული სახელმწიფოს“ იდეაზე, ანუ იმ ძალისხმევაზე, რომლის თანახმად, შესაძლებელია ბალანსისა  და ჰარმონიის მიღწევა – დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის. რუსეთთან, რომელიც ყურს არ გვიგდებს და პატივს არ გვცემს, ამ ჩვენი მიამიტური და ყავლგასული პოზიციის გამო, ასეთი მცდელობები, უბრალოდ უაზრობაა. ამის ნაცვლად, ჩვენი პოზიციები უნდა დავაახლოვოთ   მოკავშირეებთან – ცენტრალურ, ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ევროპაში, რომლებიც გაცილებით გამჭრიახები აღმოჩნდნენ რუსეთთან დამოკიდებულებაში.

მიეჩვიენ რა იმას, რასაც ფრანგული სირბილე ეწოდება, მოსკოვთან ურთიერთობისას (პარიზის რუსეთთან ლოლიავს, ისინი – სნობიზმად აღიქვამენ), ჩვენი აღმოსავლეთევროპელი მეზობლები არ ამყარებენ დიდ იმედებს საფრანგეთზე – სწორიც არის, არათუ დიდი, მცირე იმედიც არ მართლდება.

მაგრამ ჩვენ ქვეყანას ჯერ კიდევ არ დაუკარგავს უნარი – ყველა გააოცოს. თუ ის გააძლიერებს უკრაინის მხარდაჭერას, საფრანგეთს ბევრად მეტი შანსი ექნება მოიპოვოს ევროპის ლიდერობა. ასეთ შემთხვევაში, მას შეეძლება გაიტანოს ევროპის თავდაცვისა და კონტინენტის „სტრატეგიული ავტონომიის“ იდეები განახლებულ ჩრდილოატალანტიკურ ფორმატში.

 

ხელმომწერთა სია: არნი კასტენიე – ღია დიპლომატიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-მუშაკი, ევროპის ტექნოლოგიური კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი: ორელიენ დიუსონი IRIS-ის მკვლევართა ჯგუფის წევრი; არტურ კენიგსბერგი – საფრანგეთის – ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის შემსწავლელი ანალიტიკური ცენტრის – Euro Créative-ის პრეზიდენტი და დამფუძნებელი; რომენ ლე კინიუ – ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის პოლიტიკური ანალიტიკოსი; ტიბო მიუზერგი – IRI-ს პროგრამული დირექტორი ევროპასა და ევროპის ხმელთაშუაზღვისპირეთში; კრისტოფ დე ვოოგი – პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის ლექტორი.

 

 

 

By admin