Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

ISW  აშშ

ფრედერიკ უ. კაგანი

 

რუსეთის შეტევითი ოპერაციები დონეცკის ოლქში, მომდევნო კვირეების განმავლობაში გაძლიერდება, ვინაიდან აქ მალე დამატებით მობილიზებულები და ხერსონის დასავლეთიდან გაყვანილი ძალები გამოჩნდებიან

უკრაინულ ძალებს, ამ რაიონში, მდგომარეობა დაუმძიმდებათ და კიევს სავარაუდოდ მოუწევს მებრძოლების მოხსნა სხვა ადგილებიდან, რათა რუსების ახალი შეტევები მოიგერიონ. რუსები ალბათ ვერ მიაღწევენ განსაკუთრებულ წარმატებებს ოპერატიული თვალსაზრისით, მიუხედავად განახლებული ძალისხმევისა, თუმცა შესაძლებელია, დროთა განმავლობაში, მათ აიღონ ბახმუტი, ოღონდ უზარმაზარი დანაკარგის ხარჯზე. რუსეთის მიერ მობილიზებული ჯარისკაცები, ვერ აჩვენებენ სათანადო მომზადებას, ცუდად არიან ეკიპირებულები და უხალისოდ ერთვებიან ბრძოლაში. ისინი  ადგილზე არ ჩადიან, როგორც მწყობრი შენაერთები – მათ უპირატესად იყენებენ მომცრო ჯგუფების სახით, დანაკარგის შესავსებად იმ დანაყოფებში, რომლებიც უკვე მეცხრე თვეა შეუსვენებლად იბრძვიან და რომლებმაც განიცადეს გამანადგურებელი დანაკარგი ცოცხალი ძალის, ტექნიკის სახით და გარკვეულწილად დემორალიზებული არიან.

რუსეთის ძალები, რომლებიც მოქმედებენ  დონეცკის ოლქში, მოიცავენ შეიარაღებული ძალების შენაერთებს, მობილიზებულ ჯარისკაცებს, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მებრძოლებს, ე.წ.  „БАРС”-ის (რუსეთის მოხალისეთა რეზერვი) ფორმირებებს, დონეცკისა და ლუგანსკის მილიციის დანაყოფებს, რამზან კადიროვის ჩეჩნურ დაჯგუფებებსა და მოხალისეთა ბატალიონებს. საბრძოლო შენაერთების ამ უცნაურ ნაკრებს, ექნება ნაკლებეფექტური საბრძოლო ძალა, ვიდრე ექნებოდა ანალოგიური ზომის რეგულარულ სამხედრო შენაერთს. ნაკლებადაა მოსალოდნელი, რომ სუროვიკინი შეძლებს, ის გადაქციოს ძალად, რომელსაც შეეძლება ფართომასშტაბიანი, მექანიზებული და მანევრული ომის წარმოება, მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ, რომ ის არ კარგავს დროს (ან არ აკარგვინებენ) მწყობრი დამრტყმელი ძალის ჩამოყალიბებაზე და მხოლოდ ამის შემდეგ შეტევაზე გადასვლაზე. ეს უცნაური ნაზავი მოიტანს გარკვეულ სარგებელს რიცხობრივი უპირატესობიდან გამამდინარე, მაგრამ უკრაინელი მებრძოლები, რომლებიც სავარაუდოდ გაძლიერდებიან, შეძლებენ მათ შეჩერებას საწყისი წერტილებიდან, არცთუ ისე შორს.

უკრაინა ალბათ ასევე გაზრდის საბრძოლო მუხტს დასავლეთ ხერსონში მოქმედი ძალებით და მოახდენს, მათ გადაადგილებას სხვადასხვა რაიონებისკენ, როგორც თავდაცვითი, ისე კონტრშეტევითი ოპერაციებისთვის. უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, შეეძლოთ რუსების დადევნება და მდინარის გადალახვა რამდენიმე წერტილში, მაგრამ უკრაინული ბაზების ლოჯისტიკური უზრუნველყოფა მეტად ძნელი იქნებოდა. ასე რომ, უკრაინული არმია შეეცდება განამტკიცოს კონტროლი მარცხენა ნაპირზე და აქ დატოვებს საკმარის ძალას, რომელიც შეძლებს აღკვეთოს რუსეთის მცდელობა, ხელახლა გადალახოს მდინარე, ხოლო დანარჩენ ნაწილებს, სხვა რაიონებზე გადააწილებენ. რუსების შეტევა დონეცკის ოლქში, ალბათ აიძულებს უკრაინის არმიას, გარკვეული ძალები ამ რაიონის დასაცავად გადაისროლოს. უფრო ზუსტად,  ის შეეცდება დონეცკში საბრძოლო ძალის აღდგენას, ნაწილს კი გამოიყენებს კონტრშეტევის გასაძლიერებლად ლუგანსკის ოლქში ან ახალ კონტრშეტევას დაიწყებს – სადმე სხვაგან (არ მოვყვებით სპეკულაციებს თუ სად შეიძლება, ეს მოხდეს).

უკრაინული ძალები აღწევენ შეზღუდულ წარმატებებს ლუგანსკის ოლქში და ალბათ მოახერხებენ მეტსაც თუ გაძლიერდნენ დასავლეთ ხერსონში მოქმედი მებრძოლებით. რა თქმა უნდა, რუსებიც გააძლიერებენ თავდაცვით პოზიციებს ლუგანსკის ოლქში, მაგრამ უკრაინული არმია თანდათან მიიწევს წინ და არ გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ცუდად მომზადებული, ცუდად შეიარაღებული  და დაბალი მორალური სულისკვეთების რუსი მობილიზებულები, შეძლებენ შეაჩერონ უკრაინელი მებრძოლები, რომლებიც ფრთაშესხმული არიან წარმატებითა და წინსვლით.

 

 

By admin

You missed