Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

BBC  დიდი ბრიტანეთი

 

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი აჩერებს (და არ წვეტს) თავის მონაწილეობას გარიგებაში, რომლის თანახმად, ხომალდებს შეეძლო უსაფრთხოდ მოეხდინა უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი

შაბათს, მოსკოვი გამოვიდა გაეროს შუამავლობით მიღწეული შეთანხმებიდან და განაცხადა, რომ უკრაინა, უსაფრთხო კორიდორს შავ ზღვაში, რუსეთის ფლოტზე თავდახმისთვის იყენებს.

გაერო ირწმუნება, რომ თავდასხმის ღამეს, დერეფანში არ იყო რომელიმე ხომალდი.

უკრაინას არ აუღია თავის თავზე ამ შეტევაზე პასუხისმგებლობა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელესკიმ განაცხადა, რომ შეთანხმება უნდა იყოს დაცული. მან რუსეთი – „მსოფლიოს შიმშილით შანტაჟში“ დაადანაშაულა – რუსეთი ამ ბრალდებას უარყოფს.

ორშაბათს, მიუხედავად ძლიერი ნალექისა, 12-მა ხომალდმა 350 500 ტონა სურსათით, მათ შორის მარცვლეულით, დატვირთულმა, დატოვა უკრაინის პორტები, იტყობინება უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტრო. ეს არის ექსპორტის რეკორდული მოცულობა შეთანხმების დღიდან მოყოლებული, განაცხადა ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, რომლის ნათქვამსაც იმოწმებს REUTERS-ი.

ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ასევე დაამატა, რომ ერთ-ერთი ხომალდი – 40 000 ტონა მარცვლეულით, განკუთნილი იყო ეთიოპიისთვის, სადაც არსებობს „მასობრივი შიმშილის რეალური საშიშროება“.

რა ოდენობით მარცვლეული გავიდა უკრაინიდან?

მას შემდეგ, რაც თებერვალში რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, მისმა სამხედრო-საზღვაო ფლოტმა, მოახდინა უკრაინის შავი ზღვის პორტების ბლოკირება და შეაჩერა 20 მილიონ ტონაზე მეტი მარცვლეულის გადაზიდვა ისე, როგორც სხვა პროდუქციის გადატვირთვა, როგორიცააა სიმინდი და მზესუმზირის ზეთი.

ივლისში, თურქეთისა და გაეროს შუამავლობით, დაიდო გარიგება უკრაინასა და რუსეთს შორის, რომლებიც შეთანხმდნენ შავი ზღვის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტზე.

თუმცა ორშაბათს, პუტინმა განაცხადა, რომ გარიგება შეჩერებულია, ყირიმში რუსულ ფლოტზე უპილოტოებით განხორციელებული „ მასობრივი“ შეტევის გამო, რომელზე პასუხისმგებლობაც, მისი თქმით, კიევს ეკისრება.

მან თქვა, რომ უსაფრთხოება ზღვაზე – დაცული უნდა იყოს, სხვაგვარად,  ექსპორტი სარისკოა.

„უკრაინამ უნდა მოგვცეს გარანტია, რომ სამოქალაქო ხომალდებს არავითარი საფრთხე არ დაემუქრება“ – განაცხადა ვლადიმირ პუტინმა თავის ტელემიმართვაში.

კიევმა არ აიღო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა და განაცხადა, რომ მოსკოვს დიდი ხანია სურს ამ საერთაშორისო შეთანხმებიდან გასვლა და თავდასხმა, სწორედ ამის საბაბად იქნა გამოყენებული.

„იმ პირობებში, როცა რუსეთი უარს ამბობს, უზრუნველყოს საზღვაო მიმოსვლის უსაფრთხოება ამ რაიონებში, ასეთი შეთანხმება, ძნელად თუ განხორციელდება და ის სხვა ხასიათს შეიძენს – გახდება უფრო სარისკო, სახიფათო და დაუზღვეველი“ – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.

რუსეთის შეთანხმებიდან გასვლა – გაკიცხა აშშ-მ, რომელმაც განაცხადა, რომ მოსკოვი „საკვებს იარაღად იყენებს“.

ევროკავშირის საგარეო უწყების მეთაურმა – ჯოზეფ ბორელმა, მოუწოდა რუსეთს, გააუქმოს თავისი გადაწყვეტილება და განაცხადა, რომ მარცვლეულისა და სასუქის ექსპორტისთვის საფრთხის შექმნა, აუცილებლად გამოიწვევს გლობალურ სასურსათო კრიზისს.

რუსეთის ელჩმა აშშ-ში უარყო ბრალდება, რომ მისი ქვეყანა აღრმავებს გლობალურ სასურსათო კრიზისს და განაცხადა, რომ რუსეთის კრიტიკა უსაფუძვლოა.

ექსპორტი შეჩერდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა განაცხადა, რომ გააფართოვა ევაკუაცია ოკუპირებული ხერსონის ოლქიდან, მიუხედავად იმისა, რომ გასულ უქმეებზე აცხადებდა, ამ პროცესის დასრულების შესახებ.

დიაგრამა, რომელიც აჩვენებს უკრაინის წილს გლობალურ სასურსათო ექსპორტში – ცალკეული კულტურების მიხედვით – 2019 წელი

 

მზესუმზირის ზეთი           42%

სიმინდი                                16%

ქერი                                        10%

ხორბალი                               9%

 

წყარო: გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია  

 

 

 

By admin