Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Цензор.НЕТ  უკრაინა

 

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა – ვალერი ზალუჟნიმ, სატელეფონო საუბარი გამართა აშშ-ს გაერთიანებული შტაბების კომიტეტის მეთაურ გენერალ – მარკ მილისთან

„მე ის დავარწმუნე, რომ ჩვენ ვიბრძოლებთ, ვიდრე ამის ძალა შეგვწევს. ჩვენი მიზანია გავანთავისუფლოთ უკრაინის მიწა – რუსული ოკუპაციისგან. ამ გზაზე, ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ შევჩერდებით. უკრაინელი მებრძოლები არ დათანხმდებიან არანაირ მოლაპარაკებებს, შეთანხმებებსა და კომპრომისულ გადაწყვეტილებებს. მოლაპარაკების პირობა ერთადერთია, რუსეთმა უნდა გაანთავისუფლოს ყველა მიტაცებული ტერიტორია“ – განაცხადა ზალუჟნიმ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თქმით, სიტუაცია ფრონტზე – კონტროლირებადი და სტაბილურია.

„ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს მოწინააღმდეგის მოქმედებას ბელორუსის რესპუბლიკის საზღვარზე და ვქმნით საიმედო ფარს უკრაინის ჩრდილოეთიდან დასაცავად. თავდაცვის ნაწილები, მიუხედავად საოკუპაციო ძალების გააფთრებული წინააღმდეგობისა, აგრძელებენ შეტევით მოქმედებებს ხარკოვის მიმართულებით.

მტერი აქტიურად უტევს ბელოგოროვკა-სოლედარ-ბახმუტ-მაიორსკისა და ავდეევკა-ოპიტნოე-პესკი-მარინკა-პავლოვკის ხაზებზე, მაგრამ წარმატებას ვერ აღწევს. ჩვენ ვინარჩუნებთ თავდაცვის ზღუდეებს მოწინავე შენაერთებისა და ბრძოლისუნარიანი რეზერვის ხარჯზე.

ხერსონის მიმართულებით, ვაგრძელებთ სტაბილიზაციისთვის საჭირო მოქმედებებს და ვამაგრებთ თავდაცვის ზღუდეებს“ – ნათქვამია შეტყობინებაში.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი, აგრძელებს ძალისხმევის კონცენტრაციას სტრატეგიული ამოცანების შესასრულებლად, რათა მოხერხდეს ვითარების სტაბილიზაცია გარკვეულ საოპერაციო ზონებში და შემდგომი შეტევითი მოქმედებების წარმართვა – ქვეყნის დეოკუპაციისა და მოწინააღმდეგის მხრიდან შესაძლო გარღვევის აღკვეთის მიზნით.

 

By admin