Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Le Figaro  საფრანგეთი

 

აშშ-ს არმიის ოთხვარსკვლავიანმა გენერალმა, ცსს-ს ექსდირექტორმა და ამერიკული ძალების ყოფილმა მეთაურმა ერაყში – დევიდ პეტრეუსმა, ყველა ააფორიაქა. ტელეინტერვიუში, ის მოულოდნელად მოჰყვა მსჯელობას იმის შესახებ, თუ რა შეიძლება მოხდეს, თუ რუსეთი უკრაინაში ბირთვულ იარაღს გამოიყენებს

მაშ ასე, როგორ იმოქმედებს აშშ, თუ რუსეთი გადაწყვეტს, გამოიყენოს ეს საზარელი იარაღი?  „ჩვენ ვუპასუხებთ ნატოს ერთიანი ძალით, რაც მთლიანად გაანადგურებს რუსეთის არაბირთვულ ძალებს, რომლებსაც აღმოვაჩენთ უკრაინაში, მათ შორის – ყირიმში“ – უპასუხა პეტრეუსმა. ამასთან, მას შემდეგ, რაც ამ კითხვას უპასუხა, პეტრეუსმა დასძინა, რომ ეს მხოლოდ პენსიაში გასული ცნობილი ადამიანის აზრია. მან საჭიროდ ჩათვალა, დაეზუსტებინა: მას არ გაუმართავს ამ საკითხზე კონსულტაციები პრეზიდენტის მრჩეველთან ეროვნული უსაფრთხოების სფეროში – ჯეიკ სალივანთან. არადა, საუბარია უმნიშვნელოვანეს საკითხზე: როგორი იქნება ამერიკის პასუხი –  რუსეთის მხრიდან ბირთვულ ესკალაციაზე.

საკუთარი რადიკალური პოზიცია, რომ გაემართლებინა, პეტრეუსმა აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში, დიდია რისკი, რომ რადიოაქტიური ნალექები ნატოს ქვეყნებს გადასწვდება, ეს კი იძლევა იმის საფუძველს, რომ ამოქმედდეს ნატოს წესდების მეხუთე მუხლი. მასში აღნიშნულია, რომ ალიანსის რომელიმე წევრზე იერიში, განიხილება მთელ ორგანიზაციაზე თავდასხმად. „რა თქმა უნდა არ გვსურს დავადგეთ ესკალაციის გზას და იარაღი ვაჟღარუნოთ – აღნიშნა პეტრეუსმა – მაგრამ ამგვარი საფრთხე, უპასუხოდ ვერ დარჩება.“

 

By admin