DIE WELT გერმანია
უკრაინა ევროკავშირისგან სოლიდურ ფინანსურ დახმარებას ითხოვს, რათა საომარ ვითარებაში, სხვის ხარჯზე შეინახოს სახელმწიფო. სხვაგვარად, უკრაინა ვერაფრით შეძლებს ბრძოლის გაგრძელებას. უკრაინულმა სახელმწიფომ თავი რომ შეინახოს, გერმანიამ მას 500 მილიონი დოლარი უნდა გამოუყოს, აცხადებს პრეზიდენტ ზელენსკის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში
ომის პირობებში, უკრაინას სურს მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარება გერმანიისგან. „ჩვენ გვჭირდება ყოველთვიურად 4-დან 5 მილიარდამდე დოლარი ქვეყნის ბიუჯეტისთვის. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გერმანიას შეუძლია მოგვცეს 500 მილიონი დოლარი თვიდან თვემდე. ეს განსაკუთრებით ეხება 2023 წელს. მთლიანობაში, ჩვენ მოველით თვეში 2 მილიარდ დოლარს ევროკავშირისგან – ამბობს პრეზიდენტ ზელენსკის მრჩეველი ალეკსანდრ როდნიანსკი – სახელმწიფომ უნდა იფუნქციოს, პენსიები გასაცემია.“
„ბოლო საჰაერო თავდასხმებამდე, ინფრასტუქტურის ნგრევით მიღებული ზარალი – 120 მილიონ დოლარად ფასდებოდა“ – დასძენს როდნიანსკი. იმავე როდნიანსკის თქმით, ეკონომიკის ზარალი მეტია – აქ შედის საწარმოების დახურვა, უმუშევრობა, ინფრასტუქტურის ნგრევა – მსოფლიო ბანკის ანგარიშით, ის 200-250 მილიარდ დოლარს აღწევს.“
„გაითვალისწინეთ ერთი რამ – ამბობს როდნიანსკი – პროგნოზების თანახმად, უკრაინის მშპ შემცირდება 35%-ით. ჩვენ ველით, რომ თქვენ ამას მხედველობაში მიიღებთ ჩვენი დაფინანსებისას.“
გადაუდებელი დახმარების სახით, როდნიანსკი დასავლეთისგან მოელის დიზელ გენერატორებს, საავარიო გენერატორებსა და მობილურ ელექტროსადგურებს. მისი თქმით, გასულ სამშაბათს დაწყებული საერთაშორისო კონფერენცია უკრაინის აღდგენის საკითხებზე, დაკავებულია „საშუალო და გრძელვადიანი ომისშემდგომი გამოწვევებით.“
უკრაინის აღდგენის საკითხებზე მიმდინარე გერმანულ-უკრაინულ კონფერენციაზე, უკრაინის პრემიერ-მინისტრი – დენის შმიგალი არ დაწვრილმანებულა და ქვეყნის აღდგენისთვის საჭირო ფინანსების ოდენობად – 750 მილიარდი დოლარი დაასახელა. ამასთან, როგორც ოლაფ შოლცმა განაცხადა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ მომავალში უკრაინა ევროკავშირის წევრი გახდება.
კონფერენციაზე როდნიანსკიმ ასევე განაცხადა: „ჩვენ იმედი გვაქვს, რომ გაუმჯობესდება დასავლელ პარტნიორებთან კოორდინაცია და შევძლებთ ერთიან გეგმაზე შეთანხმებას.“ მისი თქმით, „ლაპარაკია ქვეყნის აღდგენის კონკრეტულ სტრატეგიაზე.
„უნდა გავარკვიოთ, მრეწველობის რომელი დარგების ხელშეწყობა უნდა მოხდეს“ – ამბობს ეკონომიკური მრჩეველი.