Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

   BBC  დიდი ბრიტანეთი

 

ირლანდიელი რორი მეისონი, რომელიც უკრაინაში იბრძოდა, ხარკოვის ოლქში მიმდინარე ოპერაციის დროს დაიღუპა. ეს ცნობა მისმა ოჯახმა დაადასტურა

23 წლის რორი მეისონი, რომელიც წარმოშობით მითის საგრაფოს დანბოინიდან იყო, იბრძოდა უკრაინის ინტერნაციონალურ ლეგიონში და ის რუსეთის საზღვართან ახლოს მოკლეს. მეისონის ოჯახმა, მისი სიკვდილის შესახებ, საგარეო საქმეთა სამინისტროსგან შეიტყო, რომელიც უკრაინაში საკონსულო მომსახურებას ახორციელებს.

მამამისი ამბობს, რომ ის ინარჩუნებს კავშირს საერთაშორისო ლეგიონის წარმომადგენლებთან, რომლის რიგებშიც, ის მარტში ჩაეწერა.

„მართალია გულმოკლული ვართ მისი დაკარგვით, მაგრამ უსაზღვროდ ვამაყობთ მისი სიმამაცითა და პრინციპულობით, ისე როგორც თავგანწირვით, რომლით გამსჭვალული შეურთდა ის უკრაინის მხარდაჭერას“ – ამბობს რორის მამა.

„რორი არ ყოფილა პოლიტიკოსი, მაგრამ უზომოდ განიცდიდა უსამართლობას და ცდილობდა შექმნილი სიტუაციის გამოსწორებას. ის დიდი ხნის წინ დაინტერესდა აღმოსავლეთ ევროპით, მოგზაურობითა და ენების შესწავლით, მათ შორის იყო რუსულიც…

… ისინი, ვინც რორის მხარდამხარ იბრძოდნენ, აღნიშნავენ იმ ადამიანის გამბედაობისა და შეუპოვრობის შესახებ, რომელსაც ნებისმიერ დროს შეეძლო დაეტოვებინა უკრაინა, მაგრამ მან სხვაგვარად გადაწყვიტა.“

„მისი კოლეგების თქმით, რორი იყო კაცი, რომელიც ერთი შეხედვით მორცხვი ჩანდა, თუმცა, როცა საქმე მოქმედებასა და ხასიათის გამოვლენაზე მიდგებოდა, კიდევ და კიდევ ადასტურებდა, რომ ის ძლიერი ნებისყოფის, პრინციპული და ღირსეული პიროვნება იყო…

…რორი ჩვენი შვილი იყო და ჩვენ ის უსაზღვროდ გვაკლია“.

 

 

 

By admin