Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

THE HILL  აშშ

უილ მარშალი

 

ევროპელებიც არ არიან სხვა პლანეტიდან. ისინი გამოხატავენ ერთიანობასა და პრინციპულობას (რაც არცთუ ხშირია), უწყვეტ ნაკადად აწვდიან თანამედროვე იარაღს უკრაინას, აფართოებენ ნატოს, უარს ამბობენ რუსულ გაზზე დამოკიდებულებაზე და აძლიერებენ ეკონომიკურ წნეხს მოსკოვზე

ორბანისეული უნგრეთის საფუძვლიანი კრიტიკის კვალად, ევროპელმა მოკავშირეებმა, ეტყობა მტკიცედ გადაწყვიტეს – აღკვეთონ რუსეთის პრეზიდენტ პუტინის მცდელობა, დაანაწევროს უკრაინა ან საერთოდ წაშალოს ეს ქვეყანა რუკიდან. ბევრი ამერიკელის გასაკვირად, შეფერთხილი ტრანსატლანტიკური ალიანსი, თანდათან ყალიბდება სტრატეგიულ აქტივად.

შვედეთი და ფინეთი, რომლებიც მკაცრად მისდევდნენ ნეიტრალიტეტის პრინციპს ცივი ომის დროს, დღეს ნატოში წევრიანდებიან. ამის შედეგად პუტინს ემატება ახალი – 800 მილის სიგრზე საზღვარი იმ ალიანსთან, რომელიც მას სძაგს და რომელთან ურთიერთობისას ის ყასიდად საუბრობს, რომ ეს – რუსეთზე შეტევის საფრთხეს ქმნის.

თუმცა ყველაზე თვალსაჩინო ძვრები (ევროპის, როგორც „მშვიდობის მტრედის“ პოზიციაში), მაინც გერმანიაში შეიმჩნევა. კანცლერმა ოლაფ შოლცმა, რომელიც გააღვიძა პუტინის სპეცოპერაციამ უკრაინაში, გამოაცხადა – “Zeitenwende”, ანუ შემობრუნების მომენტი – ცივი ომის შემდგომ დამკვიდრებულ გერმანიის კვაზიპაციფისტურ დრეიფში. ნაცვლად ტრადიციული ჰუმანიტარული დახმარებისა, ის კიევს დაჰპირდა, რომ გადასცემდა თავდაცვისთვის საჭირო იარაღს და საჯაროდ განაცხადა, რომ ამიერიდან გერმანია სამხედრო ხარჯებს ყოველწლიურად – 100 მილიარდით გაზრდის.

ამით გერმანიის პოლიტიკა – მოვა ნატოს სახელმძღვანელო პრინციპებთან შესაბამისობაში, რომელთა მიხედვით, ალიანსის ყველა წევრმა ყოველწლიურად მშპ-ს 2% უნდა დახარჯოს თადაცვაზე. პუტინის გამუდმებულმა თავდასხმებმა უკრაინაზე, დაარწმუნა ბერლინი, დაეწყო კოლექტიურ უსაფრთხოებაზე ზრუნვა მაშინ, როცა 4 წლის განმავლობაში ტრამპი უხეშად ცდილობდა ევროპისთვის ამის  იძულებას.

ეს მნიშვნელოვანი ამბავია, თუ  შოლცმა საქმე  ბოლომდე მიიყვანა. ამით დასრულდება გერმანიის მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პოლიტიკა – რაც გამოიხატებოდა სტრატეგიულ მოთმინებასა და ევროპაში მშვიდობის შესანარჩუნებლად – ამერიკის სამხედრო ძალაზე დაყრდნობაში. ამგვარი პოლიტიკა ადვილი ასახსნელია, თუ გავითვალისწინებთ გერმანიის მონანიებას იმის გამო, რომ სწორედ მან წამოიწყო ყველაზე დამანგრეველი ომი კაცობრიობის ისტორიაში და მოაწყო ჰოლოკოსტი. მაგრამ 77- წლიანი მშვიდობისა და კეთილდღეობის შემდეგ, არ იქნება ლოგიკური, რომ ამ უძლიერესი ეკონომიკის, ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყანა ევროკავშირში, ასე უმნიშვნელო როლს თამაშობდეს ევროპის უსაფრთხოებაში.

არის კი გერმანია მზად ლიდერობისთვის? ეს კითხვა ხშირად გაისმოდა  ახლახან გამართულ ბერლინის სამიტზე, სადაც პროგრესული მმართველობის პრობლემატიკა განიხილებოდა – მას მეც  ვესწრებოდი.

სსრკ-ს დაშლის შემდეგ, გერმანია პოზიციონირებს, როგორც ეკონომიკური და რბილი ძალის კოლოსი, რომელიც მისდევს მშვიდობისმყოფელ და სამართლიან დიპლომატიას. ის იცავს ადამიანის უფლებებს, გვევლინება მრავალმხრივი კონსენსუსის ტრადიციისა და საერთაშორისო სამართლის ქომაგად. ამასთან, არ არის დაკავებული მორალურად მძიმე საქმით – ანუ არ ემხრობა სამხედრო ძალის გამოყენებით აგრესორის შეკავებას, წესრიგისა და ძალადობის შესანარჩუნებლად ძალისმიერი მეთოდების გამოყენებას და გენოციდთან იარაღით დაპირისპირებას.

გერმანიის გაერთანების შემდეგ, ქვეყნის მმართველი ელიტისთვის აქსიომად იქცა, რომ რუსეთთან თბილი ურთიერთობა, აუცილებელია ევროპაში მშვიდობისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად. ამ მოსაზრებას განამტკიცებს ეკონომიკური ინტერესები, რადგან ბოლო წლებში, გერმანია სულ უფრო დამოკიდებული ხდებოდა რუსულ გაზსა და ნავთობზე, რითაც უზრუნველყოფდა საკუთარი მძლავრი საწარმოო ბაზის ენერგომომარაგებას. ეს დამოკიდებულება განსაკუთრებით გაძლიერდა იაპონიაში ფუკუსიმას აეს-ზე მომხდარი კატასტროფი შემდეგ, რამაც ქვეყანა მიიყვანა იქამდე, რომ მაშინდელმა კანცლერმა – ანგელა მერკელმა, წინდაუხედავად გამოუტანა სასიკვდილო განაჩენი გერმანიის ატომურ ენერგეტიკას.

ბოლო დროს ბევრმა გერმანელმა, პუტინის მიზეზით, სინანულით გადახედა თავის კონფორმისტულ პოზიციას, ასევე  ბალტიის ზღვის ფსკერზე გაზსადენების ქსელის მშენებლობას („ჩრდილოეთ ნაკადი“), რითაც აირი მიეწოდება გერმანიასა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებს. „ რუსული რეჟიმი, რომელიც შეიკრა პუტინის ირგვლივ, სულ უფრო რეპრესიული და აგრესიული, მეტიც რევიზიონისტული ხდება – აღიარა შოლცის სოციალ-დემოკრატიული პარტიის   თანათავჯდომარემ – ლარს კლინგბეილიმ გასულ კვირას – შეხების წერტილების ძიებაში, გამოგვრჩა ის, რაც გვყოფს“.

გაისმა შოლცის კრიტიკა უკრაინისა და მმართველი კოალიციის წარმომადგენლების მხრიდან, იმის გამო, რომ  მან უარი თქვა – თანამედროვე იარაღის გარკვეული სახეობების (მაგალითად „ლეოპარდის“)  უკრაინისთვის მოწოდებაზე, რომელსაც ასე ითხოვდა კიევი. შოლცის აზრით, ეს გამოიწვევდა უკრაინის კრიზისის გადაზრდას – გერმანია- რუსეთის შორის სამხედრო კომფრონტაციაში.

მიუხედავად ამისა, გერმანის მთავრობამ დაიწყო უკრაინისთვის უახლესი საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემა, რათა კიევმა მოიგერიოს რუსეთის სარაკეტო დარტყმები კრიტიკულ  ენერგეტიკულ და სატრანსპორტო ინფრაქსტრუქტურაზე, სამოქალაქო ობიექტებზე… მიუხედავად ამისა, ევროპაში და ვაშინგტონშიც აღნიშნეს – ამ დახმარების მოკრძალებული მასშტაბები.

ბერლინმა უკრაინაში გაგზავნა – 1,2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება. ეს მნიშვნელოვნად ნაკლებია იმაზე, რასაც აკეთებენ დიდი ბრიტანეთი და პოლონეთი, ხოლო ზღვაში წვეთია – ამერიკულ 27 მილიარდიან მხარდაჭერასთან შედარებით. პარტნიორები სოციალ-დემოკრატიული კოალიციიდან („მწვანეები“ და თავისუფალი დემოკრატები), შოლცის მთავრობაზე ახორციელებენ წნეხს, რათა ეს დახმარება გაიზარდოს. გასულ კვირაში, რობინ ვაგენერმა – დეპუტატმა „მწვანეებიდან“ და საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრმა, ბუნდესტაგის სხვა 23 დეპუტატთან ერთად, მთავრობას მიმართა თხოვნით – „მიეწოდოს უკრაინას უფრო მაღალი ხარისხის იარაღი და ტექნიკა იმ რაიონების გასათავისუფლად, რომელთაც უკანონოდ აკონტროლებს რუსეთი“…

… აშშ-ს სურს მალე იხილოს საყმაწვილო ასაკიდან გამოსული გერმანია. თუ გერმანია აირჩევს „ახალი ერის“ კურსს და გაუძღვება უსაფრთხოების მართვას მისი მასშტაბისა და კეთილდღეობის შესაბამისად, ეს შეცვლის ძალთა გადანაწილებას ევროპაში – ნატოსა და ევროკავშირის სასარგებლოდ. ეს განტვირთავს  ვაშინგტონს, რათა ამ უკანასკნელმა მეტი ყურადღება დაუთმოს ჩინეთის სამხედრო ძლიერების ზრდას და ამით წყნარი ოკეანის აუზში დამყარდება ძალთა ბალანსი. ამასთან გამორიცხება ის საფრთხე, რომ რესპუბლიკელების მხრიდან გაკონტროლებული კონგრესი, აასრულებს პუტინის ოცნებას და შეიზღუდება უკრაინის დახმარება. ამერიკელებმა და ევროპელებმა, დროა გადახედონ ლორდი ისმეის ძველ პოზიციას ნატოს დანიშნულების შესახებ. ალიანსის ფუნქცია კვლავინდებურად უცვლელია: არ დაუშვას რუსები ევროპაში და უზრუნველყოს ამერიკელების ყოფნა კონტინენტზე… და არა ის, რომ შეაკავოს გერმანია.

By admin

You missed