Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Business Insider Polska  პოლონეთი

 

 ინფლაცია ევროზონაში – გაიზარდა 9,9%-მდე. ამის შესახებ ევროსტატმა ოთხშაბათს განაცხადა. მაჩვენებელი მინიმალურად ჩამორჩება წინასწარ მონაცემს. ევროკავშირის 4 ქვეყანაში – ინფლაციამ გადააჭარბა წლიურ 20%-იან ზღვარს

სექტემბერში ინფლაციამ ევროზონაში მიაღწია 9,9%-ს, აგვისტოს 9,1%-ის საპირისპიროდ – ოთხშაბათს გამოქვეყნებული ევროსტატის მონაცემის მიხედვით, რომელიც ევროპის სტატისტიკურ სამმართველოს წარმოადგენს.

მაჩვენებელი მინიმალურად ჩამორჩება 30 სექტემბერს გაკეთებულ წინასწარ მონაცემს, რომლის თანახმად ევროზონაში სექტემბრის თვეში ინფლაცია უნდა ყოფილიყო ორნიშნა – 10%.

მიუხედავად იმისა, რომ სექტემბრის მაჩვენებელს მთლიანობაში არ გადაულახავს 10%-იანი ფსიქოლოგიური ბარიერი, ინფლაცია ევროზონაში დაჩქარებულია. შეგახსენებთ, რომ ერთი წლის წინ, ის 3,4%-ს შეადგენდა.

ამასთან, სექტემბერში ინფლაციამ მთელს ევროკავშირში მიაღწია 10,9%-ს. შედარებისთვის – აგვისტოში, ის 10,1% იყო. ყველაზე დაბალი ინფლაცია აღინიშნა საფრანგეთში (6,2%), მალტასა (7,4%) და ფინეთში (8,4%), ყველაზე მაღალი – ესტონეთში (24,1%), ლიეტუვასა (22,5%) და ლატვიაში (22%).

ევროკავშირის ქვეყნებს შორის, ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი აქვს უნგრეთსაც – რამაც გადააჭარბა 20%-ს და მიაღწია 20,7%-ს, ნაცვლად წინა თვის 18,6 პროცენტისა.

პოლონეთში, ინფლაციის – HICP-ის ( სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსი) მაჩვენებელმა შეადგინა 15,7%, ნაცვლად აგვისტოს 14,8%-ისა. ეს შედეგი მნიშვნელოვნად აღემატება საშუალო მაჩვენებელს ევროკავშირში.

შეგახსენებთ, რომ პოლონეთი, სექტემბრის მონაცემით, მეშვიდე ადგილზე იმყოფება, ისე, როგორც აგვისტოში. გარდა ზემოთხსენებული ქვეყნებისა, ჩვენ გვისწრებს ჩეხეთი და ნიდერლანდები.

ცნობისთვის, ინფლაციის HICP მაჩვენებელი, რომელსაც ევროსტატი გვაწვდის, განსხვავდება CPI (სამომხმარებლო ფასების ინდექსი) მონაცემისგან, რომელსაც მთავარი სტატისტიკური სამმართველო ადგენს და ის სექტემბერში 17,2% იყო.

Goldman Sachs-ის ეკონომისტთა აზრით, ევროზონაში ინფლაციის მატების გამო, ევროპის ცენტრალური ბანკი ვერ ახერხებს შეაჩეროს საპროცენტო განაკვეთების ზრდის ტემპი და შემდგომ 2 შეხვედრაზე – აპირებს მის აწევას  75 საბაზისო პუნქტით.

By admin