Newsweek აშშ
ქეითლინ ლუისი
სამშაბათ საღამოს, 11 ოქტომბერს, ტელეარხ Fox News-ის წამყვან თაკერ კარლსონთან ინტერვიუში, თულსი გაბბარდმა, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის წევრმა ჰავაის შტატიდან, კომენტარი გააკეთა თავის გადაწყვეტილებაზე, რომ ის ტოვებდა დემოკრატიულ პარტიას. მან თქვა, რომ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი – შეერთებულ შტატებს „უბიძგებს ბირთვული ჰოლოკოსტისკენ“
სამშაბათს გაბბარდმა, რომელიც კოგრესში 2013-21 წლებში საქმიანობდა, განაცხადა, რომ ის ტოვებდა დემოკრატიულ პარტიას, რადგან მას მართავდა „დემოკრატიული ჯგრო“, რომელსაც ამოძრავებდა ვოუქიზმის (პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც დაიბადა BLACK LIVES MATTER-ის კვალად – ქადაგებს მუდმივ სიფხიზლეს და აქტიურობას რასობრივი დისკრიმინაციისა და სოციალური უთანასწორობის სხვა გამოვლინებების მიმართ, რაც ხშირად ვოლუნტარისტული ხასიათისაა – შენიშვნა მთარგმნელისგან) ლაჩრული იდეოლოგია. ამის შესახებ პოლიტიკოსი საუბრობდა ვიდეოჩანაწერში, რომელიც მან ტვიტერის საკუთარ გვერდზე განათავსა.
ტელეპროგრამაში – Tucker Carlson Tonight – გაბბარდმა გაიმეორე ის, რაც განაცხდა სოციალურ ქსელებში. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებები, რომელთაც ბაიდენი და კონგრესის ლიდერები იღებენ, „აქტიურად გვიბიძგებს ბირთვული ჰოლოკოსტისკენ.“
გაბბარდის თქმით, დემოკრატიული პარტიის ლიდერებს – „სძაგთ კონსტიტუცია“ და „აქტიურად ცდილობენ მოიძიონ საშუალებები, რათა ხალხს წაგვარონ ღვთით ბოძებული უფლებები, რომლებიც დადასტურებულია კონსტიტუციით, მაგალითად სიტყვის თავისუფლება.“
„იმ ფაქტზე, რომ ადამიანებს ეშინიათ სიმართლის თქმა, მოწმობს შიშის ატმოსფერო, რომელიც შექმნეს ხელისუფლების სათავეში მყოფთ, რომელთაც ხელთ იგდეს ძალაუფლება“ – თქვა გაბბარდმა.
ადამიანებს ეშინიათ ისარგებლონ სიტყვის თავისუფლებით, რადგან თქვენ ამისთვის შესაძლოა დაკარგოთ სამუშაო, თქვენ შეიძლება გახდეთ „ანულირების კულტურის“ მსხვერპლი, თქვენ შეიძლება ჩაგრეცხონ და ღმერთმა დაგიფაროთ, მაგრამ აღარ მიგიწვიონ – „მაგარი ტიპების“ საღამოებზე, დასძენს ის.
კარლსონმა ჰკითხა გაბბარდს, ეცადა თუ არა რომელიმე ყოფილი კოლეგა დემოკრატიული პარტიიდან, დაკავშირებოდა მას ამ განცხადების შემდეგ.
გაბბარდმა უპასუხა, რომ ერთმა მათგანმა „გამოგზავნა ტექსტური შეტყობინება და მას „აწეული ცერით“ – სამი სურათი დაურთო.
ბოლო რამდენიმე თვე, გაბბარდი, რომელიც მონაწილეობდა დემოკრატიული პარტიის საარჩევნო რბოლაში 2020 წელს, ყურადღების ცენტრში მოექცა, თავისი ფრიად წინააღმდეგობრივი კომენტარების გამო. სექტემბერში, ტვიტზე, მან მოუწოდა გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტებს, „ გაელაშქრათ მათი ხელმძღვანელობის“ წინააღმდეგ, რადგან გფბ „ბოროტად იყენებს მინიჭებულ უფლებამოსილებას და დევნის პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს.“
უკრაინის მთავრობამ, გაბბარდი – „რუსეთის პროპაგანდისტად“ მონათლა მას შემდეგ, რაც მარტში მან განაცხადა, რომ უკრაინაში არსებიბს 25 „საშიში ბიოლაბორატორია“, ხოლო აშშ წლების განმავლობაში ახდენდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პროვოცირებას და უბიძგებდა მას შეიარაღებული კონფლიქტისკენ.
სამშაბათს, 11 ოქტომბერს, ყოფილმა მრჩეველმა ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში – ჯონ ბოლტონმა აღიარა, რომ ბირთვული დარტყმის საფრთხე იზრდება. მან ივარაუდა, რომ აშშ-ს შეუძლია პუტინის „განადგურება“, თუკი ამ უკანასკნელმა ბირთვულ იარაღის გამოყენება სცადა.“