Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

INSTITUTE FOR STUDY OF WAR (ISW)  აშშ

კაროლინა ჰირდი, ეკატერინა სტეპანენკო, გრეის მაპესი, ფრედერიკ ვ. კაგანი

 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა – იგორ კონაშენკოვმა 7 ივლისს განაცხადა, რომ რუსეთის ძალებმა აიღეს პაუზა დასვენებისა და საბრძოლო შესაძლებლობების აღდგენისთვის, რაც ადასტურებს ISW-ს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ რუსულ არმიას მოუწევდა ოპერატიულ პაუზაზე გადასვლა. კონაშენკოვს არ დაუზუსტებია ოპერატიული პაუზის ხანგრძლივობა, თუმცა ISW ადრევე პროგნოზირებდა, ეს არ ნიშნავდა – ამ პერიოდში აქტიური საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას

7 ივლისს რუსეთის ძალები ჯერ კიდევ ატარებდნენ შეზღუდულ სახმელეთო შეტევით ოპერაციებს და მიმართავდნენ საჰაერო, საარტილერიო და სარაკეტო იერიშებს ყველა მიმართულებით. რუსები ალბათ გააგრძელებენ მცირემასშტაბიან შეტევით მოქმედებებს, ამასობაში აღიდგენენ ძალებს და მოამზადებენ ნიადაგს უფრო მნიშვნელოვანი იერიშისთვის უახლოეს კვირეებისა თუ თვეების განმავლობაში.

                                                                       ძირითადი დასკვნები:

რუსეთის თავდაცვის უწყებამ განაცხადა, რომ  არმია იღებს ოპერატიულ პაუზას დასვენებისა და ძალების აღდგენისათვის.

რუსეთის ძალებმა განაგრძეს შეტევა სლავიანსკზე – იზიუმის სამხრეთ-აღმოსავლეთიდან და შესაძლოა ამზადებენ პირობებს, ბარვინკოვოს სამხრეთ-აღმოსავლეთიდან სლავიანსკზე ან კრამატორსკზე შეტევისთვის.

რუსეთის არმიამ მიაღწია მცირე წარმატებას სივერსკის სამხრეთ-აღმოსავლეთით და აგრძელებს შეტევით ოპერაციებს ლისიჩანსკიდან დასავლეთით.

რუსულმა შენაერთებმა გააგრძელეს შეტევითი ოპერაციები ბახმუტიდან აღმოსავლეთით და სამხრეთით.

რუსეთის ძალებმა ჩაატარეს შეზღუდული და წარუმატებელი შეტევა ხარკოვის ჩრდილოეთით.

უკრაინელი პარტიზანები სავარაუდოდ განაგრძობენ რუსების კონტროლირებად რკინიგზაზე თავდასხმებს მელიტოპოლის რაიონში.

რუსეთის ოლქებში მიმდინარეობს მოხალისეთა სპეციალური შენაერთების შექმნა, რათა რუსეთის არმიამ შეივსოს პირადი შემადგენლობის დანაკარგი უკრაინაში.

7 ივლისს რუსულმა დაჯგუფებებემა გააგრძელეს ოპერაცია ხარკოვი-დონეცკის საზღვართან – სლავიანსკის მიმართულებით. უკრაინის გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ რუსებმა წარუმატებლად შეუტიეს ბოგოროდსკოეს – სლავიანსკის ჩრდილო-დასავლეთით დაახლოებით 20 კილომეტრზე.

რუსეთის ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს რამდენიმე დასახლებულ პუნქტს სლავიანსკის ჩრდილო-დასავლეთით, მათ შორის სულიხოვკას, ადამოვკას, კრასნოპოლიეს, მაზანოვკასა და დოლინას. ეს მოწმობს, რომ რუსული შენაერთები ცდილობენ ბარვინკოვოს – აღმოსავლეთიდან შემოუარონ ან იმოძრაონ ტრასა E-40-ის (იზიუმი- სლავიანსკი) მიმართულებით, რათა წინ წაიწიონ სლავიანსკის სამხრეთ-აღმოსავლეთით ან გაიჭრან ბარვინკოვოს სამხრეთ-აRმოსავლეთიდან პირდაპირ კრამატორსკისკენ. შესაძლოა რუსები ამხადებენ პლაცდარმს კრამატორსკზე შეტევისთვის, რომელიც  წარიმართება სლავიანსკზე იერიშის პარალელურად. 7 ივლისს რუსეთის არმიამ სარაკეტო დარტყმა მიაყენა უშუალოდ კრამატორსკს.

რუსული შენაერთები განაგრძობენ წინსვლას სივერსკის დასავლეთით – ლისიჩანსკის რაიონიდან და 7 ივლისისთვის მიაღწიეს მცირე წარმატებას ლუგანსკისა და დონეცკის საზღვართან. საომარი მოქმედების გეოლოკაციური კადრები მოწმობს, რომ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ძალები შევიდნენე ქალაქ სპირნეს აღმოსავლეთ ნაწილში – სივერსკიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 10 კოლიმეტრზე. ლუგანსკის ოლქის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაი იტყობინება, რომ  რუსეთის და უკრაინის ძალების შეტაკება მიმდინარეობს ვერხნეკამინკის რაიონში -სივერსკის აღმოსავლეთით 15 კილომეტრზე. რუსეთის ძალებმა დაბომბეს რამდენიმე დასახლებულ პუნქტი სივერსკის აღმოსავლეთით და სამხრეთით, რათა  მოამზადონ ნიადაგი ლუგანსკის ოლქიდან დასავლეთით წინსვლისთვის.

7 ივლისს  რუსებმა გააგრძელეს შეტევითი ოპერაციები სამხრეთით და აღმოსავლეთით. რუსულმა ტელეგრამ-არხმა „რიბერმა“ დამატებით გვამცნო, რომ რუსული ძალები იბრძოდნენ პოკროვსკში, ბახმუტის აღმოსავლეთით და ამზადებდნენ უკრაინულ პოზიციებზე შეტევას ნოვოლუგანსკისა და უგლედარის ელექტროსადგურების მახლობლად, რომლებიც მდებარეობს ბახმუტიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 20 კილომეტრში. ბოლო ინფორმაციით, რუსულმა შენაერთებმა დაბომბეს დასახლენული პუნქტები ბახმუტის სამხრეთით და აღმოსავლეთით, რათა შექმნან პირობები ქალაქზე შეტევისთვის.

რუსეთის ძალებს არ ჩაუტარებიათ რაიმე სახის სახმელეთო ოპერაცია ავდეევკა-დონეცკის რაიონში, თუმცა შეხების ხაზის მთელ სიგრძეზე ცეცხლს უშენდნენ უკრაინულ პოზიციებს.

 

 

By admin