Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

BBC  დიდი ბრიტანეთი

პოლ ქირბი

 

   სამშაბათ დილას მაცხოვრებლების ნაწილმა სლავიანსკი დატოვა, რადგან ხელისუფლებამ მოქალაქეებს მოუწოდა გასულიყვნენ ქალაქიდან.

მათ სთხოვეს უკრაინის აღმოსავლეთ ქალაქ სლავიანსკიდან გასვლა მას შემდეგ, რაც 2 ადამიანი დაიღუპა რუსული არმიის მხრიდან ბაზარზე მიტანილი იერიშის შედეგად

სამშაბათ დილას სამოქალაქო პირები მიკროავტობუსებში სხდებოდნენ, როცა რუსეთის ძალებმა ქალაქს ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან შეუტიეს. დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვამ განაცხადა: არსებობს „რეალური შესაძლებლობა“ იმისა, რომ სლავიანსკი იქნება შემდეგი საკვანძო შეტაკების ადგილი დონბასისთვის  ბრძოლაში.

რუსეთის ძალები ქალაქიდან ჩრდილოეთით, დაახლოებით 16 კილომეტრში ( 10 მილი) იმყოფებიან, ნათქვამია შეტყობინებაში.

დონეცკის გუბერნატორმა – პაველ კირილენკომ განაცხადა, რომ რუსებმა მთელი დონეცკის ოლქი ცხელ წერტილად აქციეს, სადაც მოქალაქეების ყოფნა – საშიშია: „მოვუწოდებ ყველას ევაკუაციისკენ, ევაკუაცია საჭიროა სიცოცხლის გადასარჩენად“ – დაწერა მან სოციალურ ქსელში. რუსეთმა მთელი ძალისხმევა აღმოსავლეთ დონბასისკენ მარტში მიმართა, მას შემდეგ, რაც ჩაფლავდა უკრაინის დედაქალაქ კიევის ხელში ჩაგდების მცდელობა. მან კონტროლი დაამყარა ლუგანსკის ოლქზე, სლავიანსკიდან ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ მიმართულებებზე და ახლა წინ მიიწევს დონბასის დარჩენილ ნაწილში. სამრეწველო რეგიონი დონბასი, მოიცავს  დონეცკსა და ლუგანსკს.

რუსმა მიმომხილველებმა განაცხადეს, რომ ლუგანსკის ოლქის ბოლო ქალაქის დაცემამ, რუსეთს გზა გაუხსნა სამხრეთსა და დასავლეთში მდებარე ქალაქებისკენ.

ლუგანსკის უკრაინული ადმინისტრაციის მეთაური სერგეი გაიდაი აცხადებს, რომ უკრაინელი სამხედროები ახერხებენ, შეაკავონ რუსეთის ძალები დონეცკის ოლქის მიჯნაზე. ეს უპირატესად ეხება ლისიჩანსკიდან ბახმუტისკენ მიმავალ მთავარ მაგისტრალს. რუსმა სამხედრო ექსპერტმა ვლადისლავ სურიგინმა გაზეტ „იზვესტიას“ განუცხადა, რომ რუსულ არმიას დასჭირდება რამდენიმე დღე, რათა განაღმოს გზები და შემდეგ მასშტაბური ბრძოლები წამოიწყოს სლავიანსკისა და მეზობელი კრამატორსკის მიმართულებით, ასევე განზრულია უკრაინელების განდევნა დონეცკზე ხელმისაწვდომი ადგილებიდან.

სლავიანსკი, რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა ძალებმა, ხელთ იგდეს ომის დასაწყისშივე – 2014 წელს, მაგრამ მისი ბრძოლით განთავისუფლება, დაახლოებით 2 თვეში მოხერხდა. სამშაბათს ქალაქი განთავისუფლების მორიგ წლისთავს აღნიშნავდა, როცა რუსულმა არტილერიამ ქალაქს შეუტია, რის შედეგად ადგილობრივი ბაზარი ცეცხლში გაეხვა.

2 ადამიანი დაიღუპა, 7 კი დაიჭრა, როცა რუსეთის ძალებმა სლავიანსკს ჭურვები დაუშინეს. რაც შეეხება სხვა ქალაქებს: ოთხშაბათს რუსული ფრთოსანი რაკეტა მოხვდა კაფეს ნიკოლაევის ოლქში – დაიღუპა მშვიდობიანი მაცხოვრებელი, იტყობინება ადგილობრივი ხელისუფლება. ხარკოვში კი, ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, ღამის შეტევის დროს, უნივერსიტეტის შენობის მცველი დაიღუპა. ოთხშაბათს ირლანდიის ლიდერმა – მიშელ მარტინმა, მოინახულა რამდენიმე ქალაქი კიევის შემოგარენში, რომლებიც ძლიერ დაზიანდა რუსული დაბომბვების შედეგად. ის ასევე ესტუმრა საძმო სამარხს ბუჩაში – ესაა ქალაქი, რომლის მოქალაქეები სასტიკად დახოცეს.

მართალია რუსეთის ძალები გავიდნენ კიევის შემოგარენიდან, მაგრამ რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი – ნიკოლაი პატრუშევი კვლავ აცხადებს, რომ კრემლის მთავარი მიზანი უკრაინის ლიდერების შეცვლა და ქვეყნის დიდი ნაწილის ხელში ჩაგდებაა.

რუსეთის ლიდერის უახლოესმა მხარდამჭერმა გაიმეორა პრეზიდენტ პუტინის განცხადება, უკრაინის „დენაციფიკაციის“ და დემილიტარიზაციის შესახებ და თქვა, რომ ეს მიზნები შესრულდება, მიუხედავად დასავლეთის მხრიდან კიევის მხარდაჭერისა.

სინამდვილეში, უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის, ულტრამემარჯვენეებთან კავშირი არ აქვს: ის ყოფილი კომიკოსია, დემოკრატიულად არჩეული და ეთნიკურად ებრაელი.

ის თუ რას ფიქრობდა პუტინი უკრაინაში შეჭრისას, გაცხადდა ფრანგული დოკუმენტური ფილმით, რომელიც გასულ კვირას ანახეს. მასში ვისმენთ სატელეფონი საუბარს, როცა პუტინი ეუბნება პრეზიდენტ მაკრონს, რომ ზელენსკი არ არის არჩეული დემოკრატიუ8ლი გზით და რომ ხელისუფლებაში ის, სისხლიანი სასაკლაოს მოწყობის შემდეგ მოვიდა, როცა ხალხი ცოცხლად დაწვეს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა – სერგეი ლავროვმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ საუბრის ტრანსლირება – დიპლომატიური ეტიკეტის დაღვევაა, თუმცა თავად საუბარში, სამარცხვინო არაფერია.

By admin