Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

THE AMERICAN SPECTATOR აშშ

მელისა მაკენზი

 

                                                             ვის სურს, რომ მისი მთავარსარდალი – ჯო  ბაიდენი იყოს?

 

წლევანდელ დამოუკიდებლობის დღეზე, ამერიკელთა გონება მიმართულია მათკენ, ვინც იბრძოდა და დაიღუპა საყვარელი ქვეყნისა და ხალხისთვის. ამერიკელები იყვნენ აღსავსე იმედით, იდეალებით, ოცნებით, ისწრაფოდნენ ეცხოვრათ თავისუფლად და ასეთებად დარჩნენ. ამერიკელები ახლაც ფიქრობენ ოჯახზე, სახლზე, საყვარელ საქმეზე, ოცნებობენ შექმნან რაიმე ახალი და იცხოვრონ მომავლის იმედით. ამ ოცნებებს ასრულება, მხოლოდ თავისუფლების პირობებში უწერია. ტირანიულ მმართველობაში, სადაც მექრთამეობა, მოსყიდვა,  ნაცნობობა, სისტემის გაცურება – ცხოვრების წესია, ინოვაციისთვის ადგილი არ რჩება. ამგვარ სისტემებში წარმმართველია შიში, მთავარი მიზანი კი თავის გადარჩენაა. ძნელია იფიქრო ინოვაციაზე, როცა კეფაზე პისტოლეტი გაქვს მიბჯენილი.

ამ დროს კი ამერიკაში თავისუფლების საზღვრები ფართოვდება. ადამიანები პატივს მიაგებენ კანონს, რადგან ქალბატონი თავისუფლება – ბრმაა და მისთვის ყველა ერთია. მოქალაქეები მიდიან ფინანსურ რისკზე, რადგან სჯერათ, რომ თუ მუყაითად იშრომებენ და თუ მათი შექმნილი პროდუქტი იქნება უკეთესი და უფრო იაფი, ისინი გაიმარჯვებენ პატიოსან კონკურენციაში. ასეთი რისკიანი ხალხის წყალობით იცვლება ჩვენი ცხოვრება: იცვლება კონდიციონერი, ავტომობილი, თვითმფრინავი, უფრო სწრაფად ხდება ინფორმაციის გაცვლა და ურთიერთობის დამყარება, ჩნდება რობოტიზებული ქირურგია, იგონებენ კანის შემცვლელს …ინოვაციების ჩამოთვლა – უსასრულოდ შეიძლება.

ყოველივე ეს კი ვინმემ უნდა დაიცვას, ვიღაცამ უნდა მიიღოს დარტყმა საკუთარ თავზე. ამერიკის მოქალაქეების უნდა სჯეროდეთ, რომ ჩვენი რესპუბლიკა წმიდათაწმიდაა. მათ უნდა სწამდეთ: ის ღირს იმად, რომ მისთვის იბრძოლო და თავი გაწირო. მათ უნდა სჯეროდეთ, რომ თუ ბოროტებას წინ აღუდგებიან, ამით პატივისცემასა და დაფასებას დაიმსახურებენ.

აღმოჩნდა, რომ საკუთარ თავზე დარტყმის მისაღებად, დღეს მზადაა ახალგაზრდების 23%-ზე ნაკლები – ეს განსაკუთრებით მამაკაცებზე ითქმის. არსებობს რამდენიმე თვალსაზრისი, თუ რით არის ეს გამოწვეული. ახალგაზრდობა ზედმეტად განაზდა. ვიდეოთამაშების ფართოსახიანი მოყვარულები – არმიისთვის არ გამოდგებიან. თავგანწირვის იდეა გახუნდა. ახალგაზრდას აღარ ხიბლავს ისეთი სათნოებები, როგორიცაა თავგანწირვა, პიროვნული სრულყოფისკენ სწრაფვა და ვაჟკაცობა. არმიაში სრული სვლით მიდის  „გამოღვიძების“ კამპანია, ბევრ ახალგაზრდას კი არ სურს, რომ მას მეთაურობდეს ქალის ფორმაში გამოწყობილი, ტუჩზე საცხწასმული მამაკაცი. ეს სამარცხვინოა.

By admin