BLOOMBERG აშშ
ალექსანდრ ვებერი
გერმანიას – მშპ-ს 4,8%-ით შემცირება ემუქრება, თუ რუსეთმა მას გაზის მიწოდება შეუწყვიტა, განაცხადეს საერთაშორისო სავალუტო ფონდში
ნეგატიური ეფექტი მკაფიოდ შეიგრძნობა მომავალ წელს, როცა შემცირდება წარმოების მოცულობა და შესუსტდება ეკონომიკური სტაბილურობის რწმენა, ნათქვამია ორგანიზაციის ანგარიშში. ვარაუდობენ, რომ 2022-23 წლების განმავლობაში, ინფლაცია გაიზრდება საშუალოდ 2%-ით.
„რუსული გაზის შეწყვეტა, მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ეკონომიკურ საქმიანობაზე, ირწმუნებიან სპეციალისტები – თინგ ლანი, გალენ სერი და ცზინ ჩჟოუ – ეკონომიკური დანაკარგები იქნება პერმანენტული იმ თვალსაზრისით, რომ ვერ მოხერხდება მათი კომპენსირება წარმოებისა და მოხმარების გადავადებით, ან მომდევნო წლებში ინვესტირებით.
ანგარიში გამოქვეყნდა მსფ-ში გამართული კონსულტაციების შემდეგ, რომლებიც ევროკავშირის უდიდეს ეკონომიკაზე მსჯელობას დაეთმო. გერმანიაში, ქვეყნისთვის რუსული ენერგომატარებლების მიწოდების შეზღუდვა, მიიჩნიეს – „ყველაზე დიდი საფრთხედ“ ქვეყნის წინაშე არსებულ პრობლემათა შორის. ამ კვირაში ვლადიმირ პუტინმა საჯაროდ განმარტა, რომ ევროპას ისევ მიიღებს გაზს საკვანძო მილსადენით, მაგრამ თუ არ დასრულდა დავა სანქცირებული ელემენტების საკითხზე, მიწოდების მოცულობები მკვეთრად შემცირდება.
გერმანიის მთავრობამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ზიანის შესამცირებლად, მაგრამ მსფ-ში ფიქრობენ, რომ ენერგოეფექტიანობის გაზრდის კუთხით, კიდევ მეტია გასაკეთებელი.
საბინაო სექტორში უნდა იკლოს აირის გათბობისთვის მოხმარებამ, რითაც მნიშვნელოვნად შემცირდება მოსალოდნელი ნეგატიური შედეგები, ამბობენ ფონდში.
არსებული რისკების პირობებში, მსფ-ს ოფიციალურმა პირებმა, კონსულტაციების შემდეგ, გერმანიის მთავრობას შესთავაზეს შეინარჩუნოს მოქნილი საბიუჯეტო პოლიტიკა. ხელისუფლებას რეკომენდაცია მიეცა განიხილოს ერთი წლით კონსტიტუციური შეზღუდვების შემსუბუქება ხარჯვით ნაწილში, თუ რისკები რეალობად იქცა.
გერმანიის ფინანსთა მინისტრმა – კრისტიან ლინდნერმა, არაერთხელ აღნიშნა, რომ გერმანიამ და მისმა პარტნიორებმა ევროზონიდან, უნდა შეამცირონ სახელმწიფო ხარჯები, რათა ინფლაცია კიდევ უფრო არ „გაიქცეს“ – ის, ისედაც 4-ჯერ აღემატება ევროპის ცენტრალური ბანკის 2%-იან მიზნობრივ მაჩვენებელს.
მოხელეები, რომლებიც ამ საკითხს კარგად იცნობენ, აცხადებენ, რომ თუ რუსეთმა გაზის მიწოდება შეწყვიტა, მომავალ წელს ქვეყანამ უარი უნდა თქვას საკუთარ გეგმაზე – მიუბრუნდეს ლიმიტირებული სესხების წესს.