Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

AMERICAN THINKER აშშ

ალეკსანდრ მარკოვსკი – ლონდონის პოლიტიკური კვლევების ცენტრის თანამშრომელი  სპეციალიზაცია: ეროვნული უსაფრთხოება, ენერგეტიკა, რისკების ანალიზი და სახელმწიფო პოლიტიკის სხვა საკითხები. ავტორი წიგნისა – „ბოლშევიკის  და ლიბერალური ბოლშევიზმის ანატომია: ამერიკას არ გაუმარჯვია კომუნიზმზე, მან ის მხოლოდ გადაიღო“. Litwin Management Services-ის მფლობელი და გენერალური დირექტორი. 

 

 

 „დიდი შვიდეულის“ ამასწინანდელი შეხვედრა, საღ აზრზე ლაშქრობის ტრიუმფად იქცა. „შვიდეული“ გახვეულია მასიურ კრიზისში – ინფლაცია, ენერგეტიკული სიძნელეები, კლიმატის ცვლილება, კარს მომდგარი სასურსათო დეფიციტი – უკრაინას არა აქვს ამ კრიზისებიდან თავის დახსნის რაიმე ხედვა

მიუხედავად ამისა, ყველა მონაწილემ ერთობლივად გადაწყვიტა, შემოღებულიყო სანქციების მეშვიდე პაკეტი და პირობა დადო, რომ კონფლიქტი გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა. „შვიდეულმა“ უბრალოდ არ იცის, რა იღონოს. შედეგად, დარჩენილი დრო, მან გაატარა პუტინზე ქილიკში, იმის ნაცვლად, რომ გაეაზრებინა დასავლეთის მოწყვლადი მხარეები, გაერკვია კიევისა და მოსკოვის მიზნები, სტრატეგიები.

ბედის ირონიით, შეხვედრის შედეგი, ლაჟვარდოვან პერსპექტივას არ უქადის არც ზელენსკის, არც პუტინს. პრეზიდენტი ბაიდენი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუილ მაკრონი და ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, ვერ მიმხვდარან, როგორ გაათამაშონ ეს აღმოსავლეთევროპული პარტია. მოკლედ, ისინი გააცურეს, როგორც „დაუძინებელმა მეგობარმა“ ვლადიმირ ზელენსკიმ, ისე ეფემერულმა მოწინააღმდეგემ – ვლადიმირ პუტინმა. მიუხედავად მათ შორის არსებული დაპირისპირებისა, მათი მიზნები თანხვდება ერთ საკვანძო საკითხში: საბრძოლო მოქმედებების დასრულება არ სურს, არც ერთს და არც მეორეს.

უკრაინა ტყუილად როდი ითვლება ევროპის ყველაზე კორუმპირებულ ქვეყნად. დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, ქვეყნის მოწინავე დარგი კორუფცია გახდა. არც ზელენსკის და არც მის კაბინეტს, უკრაინის სტაბილურობა და მთლიანობა არ ადარდებთ. ისინი მხოლოდ მრავალმილიარდიან ფინანსურ დახმარებაზე ფიქრობენ. 2014–20 წლებში უკრაინამ 51.3 მილიარდი დოლარი მიიღო, თუმცა ამ თანხის დიდი ნაწილი, მისმა ბიზნეს, სამხედრო და პოლიტიკურმა ელიტამ დაიტაცა. როგორც ავბედითად წინასწარმეტყველებდა ფრანგი ეკონომისტი და მწერალი ფრედერიკ ბასტია (Frederic Bastiat), როცა „ძარცვა – საზოგადოების წამყვანი წევრებისთვის ცხოვრების წესი ხდება, დროთა განმავლობაში, ისინი ქმნიან სამართლებრივ სისტემას, რომელიც ამას იცავს და მორალურ კოდექსს, რომელიც ამ სისტემის ქება-დიდებას აღავლენს“. საკუთარი მორალური კოდექსით, ზელენსკი და მმართველი ელიტა – ევროპელ პალესტინელობას უმიზნებენ. მათი სურვილია, აღმატებული ძალის ზეწოლით, ევროკავშირმა მიიერთოს უკრაინა და ქვეყანა გადაიქცეს შავ ხვრელად, რომელშიც გაუჩინარდება მილიარდობით დოლარი და ევრო… და როგორც პალესტინელების შემთხვევაში, ყოველი მარცხი, იქცეს მორიგი საყოველთაო თანაგრძნობის კატალიზატორად.

ასე რომ, რაც მეტი ნგრევა იქნება უკრაინულ ქალაქებში, რაც მეტი უკრაინის მოქალაქე დაიღუპება და რაც უფრო მოცულობითი იქნება ტერიტორიული დანაკარგი, მით უკეთესი – ზელენსკის პოლიტიკური მიზნებისთვის.

ფიცის დადების ცერემონია ჯერ არ იყო დასრულებული, როცა ხელგაწვდილმა ზელენსკიმ ევროპას მიაშურა. ის კუდის ქიცინით, უკანა თათებზე მდგომი, ახერხებდა მსფ-სთვის მორიგი მილიარდის დაცინცვლას. კონფლიქტმა  მას არგუნა მყისიერი დივიდენდები: მრავალმილიარდიანი სამხედრო და ფინანსური დახმარების კვალად, კიევმა, ყოველთვიურად 7 მილიარდი დოლარი მოითხოვა და 750 მილიარდიან დაპირებასაც  გამოჰკრა ხელი. ასე რომ, სანამ მილიარდობით დოლარი და ევრო ქვეყანაში შეედინება, კიევს არ ექნება არანაირი სტიმული – შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები. ზელენსკი უსასრულოდ აბუქებს დაპირისპირებას რუსეთსა და აშშ-ს შორის – საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად.

რუსეთის ლოგიკა კი სტრატეგიული ხასიათისაა. სანქციების წყალობით, ავარდა ფასები ენერგომატარებლებზე, ასევე  სხვა ნედლეულზე და ქვეყნის ბიუჯეტს – უზარმაზარი პროფიციტი აქვს. კონფლიქტი, მისთვის უზარმაზარი ხვრელია, რომელიც შთანთქავს დასავლეთის ეკონომიკას და მის სამხედრო რესურსებს. მოსკოვი დარწმუნებულია, რომ დრო მასზე მუშაობს და იმედოვნებს, რომ თავზეხელაღებულთა განწყობილება შეიცვლება მკაცრი რეალობის ზეგავლენით. ევროპას ელოდება სუსხიანი, ბნელი და მშიერი ზამთარი. მეტიც, მოსკოვი აკონტროლებს გაზის მიწოდების ძირითად ნაწილს.  მთელ ევროპულ ეკონომიკას ელოდება კრახი, თუ რუსეთმა ონკანი გადაკეტა. განსაკუთრებით მოწყვლადია ალუმინის, შუშის, ქიმიური და ნავთობქიმიური მრეწველობა. ეკონომიკურმა კოლაფსმა შეიძლება დაარღვიოს ევროპული კონსენსუსი.

ამიტომ, ვიდრე დასავლეთი გაუაზრებლად  ეხმარება რუსეთს და თ ვითლიკვიდაციას ეწევა (აფინანსებს რა კონფლიქტის ორივე მხარეს -ენერგომატარებლების გაზრდილი საფასურით და მასშტაბური ფინანსური დახმარებით), მოსკოვი არ შეწყვეტს საბრძოლო მოქმედებას.

მოსკოვს აქვს კიდევ ერთი უპირატესობა – ესაა თანამედროვე სამხედრო ტექნიკაზე წვდომა. უკან დახევისას, უკრაინული არმია ტოვებს დიდძალ შეიარაღებას. ასე მაგალითად, 21 ივნისს, გერმანიამ კიევს მიაწოდა  PzH 2000 – ყველაზე ძვირადღირებული  და დახვეწილი თვითმავალი ჰაუბიცები მსოფლიოში, რამდენიმე დღეში, ისინი ააფეთქეს და ურალში გადაგზავნეს.

ამას გარდა, რუსეთის „ურალვაგონზავოდში“, პრესის ცნობით, აღმოჩნდა ორი 155-მილიმეტრიანი თვითმავალი ჰაუბიცა – საფრანგეთის მიერ კიევისთვის ნაჩუქარი. როცა ზელენსკი ამბობს, რომ დასავლური იარაღი გადამწყვეტია, ის გულისხმობს  – საკუთარ და მისი ამფსონების საბანკო ანგარიშებს. სინამდვილეში, მიუხედავად დასავლეთის უზარმაზარი დახმარებისა, უკრაინული არმია ცუდადაა შეიარაღებული, განიცდის საბრძოლო სულისკვეთებისა და დისციპლინის დეფიციტს.

მოსკოვი, ამ საბრძოლო მოქმედებებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს და არა ომს, რადგან მასში ჩაბმულია 200 000 ჯარისკაცი, ანუ მცირე ნაწილი – მისი 1.3 მილიონიანი არმიისა. მოსაზრება, რომ უკრაინას შეუძლია „გაიმარჯვოს“, უბრალოდ სასაცილოა – რაც არ უნდა იგულისხმებოდეს ამ გამონათქვამში.

ლისიჩანსკის დაცემა (ბოლო მტკიცედ გამაგრებული ზღუდე) – ესაა პრელუდია რუსების მასშტაბური შეტევისა  ხარკოვზე, ნიკოლაევსა და ოდესაზე. მოწყვიტა რა უკრაინა სამრეწველო ბაზიდან, შავი და აზოვის ზღვებიდან, მოსკოვს შეუძლია ნატოს განუცხადოს: „გინდოდათ უკრაინა? აგერაა, წაიღეთ“.

მაგრამ ამ კონფლიქტიდან, არც ნატო დარჩება ხელცარიელი: მოსალოდნელი საფრთხით დაშინებული, მასში გაწევრიანდებიან შვედეთი და ფინეთი – ორი სტაბილური დემოკრატია. ამას გარდა, ალიანსმა, როგორც იქნა შეიძინა მტერი, რითაც გაამართლებს თავის არსებობას.

მომენტი სიმძაფრე იმით შეიგრძნობა, რომ ვიდრე ოფიციალური კიევი, მოსკოვი და ამერიკული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი ხეირობს, იტანჯებიან ევროპელები, ამერიკაში რეკორდული ინფლაცია მძვინვარებს, უკრაინელები კი იღუპებიან.

 

 

 

By admin