Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Military Watch Magazine  აშშ

 

იტყობინებიან, რომ სამხრეთ კორეა და პოლონეთი დღედღეზე გააფორმებენ – შეიარაღების მიწოდების 14,5 მილიარდიან ხელშეკრულებას. 48 მსუბუქი გამანადგურებლის – F-50-ის გარდა, გარიგება მოიცავს 850 ტანკს და საარტილერიო სისტემებს (მათ შორის – 670 თვითმავალს – К9 Thunder და 180  მოდერნიზებულ ტანკს – K2 Black Panther).  K2 – მსოფლიოში ერთადერთი ნატოსთან თავსებადი ტანკია ავტომატური დატენის სისტემით, რომლის წყალობით, მისი ეკიპაჟი 4-დან 3 კაცამდე შემცირდა. ბევრი მას ყველაზე ბრძოლისუნარიან ტანკად მიიჩნევს მსოფლიოში, რომელთან კონკურენცია, მხოლოდ რუსულ Т-14-ს შეუძლია

მართალია Т-14-ს აქვს რიგი ტექნიკური უპირატესობები (მათ შორის ავტონომიური კოშკურა და საუკეთესო ჯავშანი), მაგრამ მისი მასშტაბური შესყიდვისგან, რუსეთმა თავი შეიკავა. შედეგად, ამ ქვეყნის ჯავშანსატანკო ნაწილები, ვერ შეძლებს დიდი რაოდენობის  К2-თან დაპირისპირებას, თუ ვთქვათ, მათ მოუწიათ ნატოსთან შეტაკება ან თუ პოლონეთმა მოახდინა შეზღუდული ინტერვენცია უკრაინაში. Т-14-ის შესყიდვაზე მოსკოვის ჭოჭმანს, რუსული წყაროები იმით ხსნიდნენ, რომ არ არსებობდა დასავლურ ტანკებთან შეჯახების საფრთხე.

ნატოს ქვეყნებს, 1998 წლის შემდეგ, შეიარაღებაში არ მიუღიათ ახალი კლასის ტანკები, ხოლო არსებული პარკის ძირითადი ნაწილი გამოშვებულია  1980 წელს.  ევროპაში К2-ის გამოჩენამ და ახალ ტანკებზე მუშაობამ (როგორიცაა ვთქვათ გერმანული  Panther-ი), შეიძლება რუსებს დააჩქარებინოს ინვესტიციების ჩადება  Т-14-ის  წარმოებასა და სხვა ამბიციურ პროგრამებში.

ბოლო ცნობით, პოლონეთი აპირებს იყიდოს 1000 ცალი К2 (რუსეთ- უკრაინის კონფლიქტის დაწყებამდე, ლაპარაკი იყო – 800 ერთეულზე). პოლონეთის ვიცე-პრემიერმა და თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა 22 ივლისს განაცხადა, რომ ეს შესყიდვა „მნიშვნელოვნად გაზრდის ქვეყნის უსაფრთხოებას და პოლონური არმიის ძალას“. „აქ საკვანძო მომენტია  შეიარაღების სწრაფად მიღება და დარგის განვითარება. ჩვენ მოვარიგეთ არმიისა და სამხედრო მრეწველობის ინტერესები, რომლებიც ხშირად ერთმანეთს არ ემთხვევა. სიტუაცია ორივე მხარისთვის მისაღებია. კონტრაქტს ხელი მოეწერება მომავალ კვირაში“ – განაცხადა ბლაშჩაკმა. ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის შემდეგ, პოლონეთს ეყოლება „ნატოს წევრ ქვეყნებს შორის, ყველაზე ძლიერი სახმელეთო არმია“.

К2-ს – მიზნის განადგურება ორჯერ უფრო შორს შეუძლია, ვიდრე თანამედროვე დასავლურ ტანკებს, თუმცა სროლის მანძილი, Т-14-ის ამ მახასიათებლის ორ მესამედს შეადგენს. პირველ 180 ერთეულის მიღების შემდეგ, 2026 წლის შემდგომი კონტრაქტებით, პოლონეთს მიაწვდიან 820 გაუმჯობესებულ მოდელს  – K2PL-ს. ამასთან, წარმოების ნაწილი პოლონეთის ტერიტორიაზე განთავსდება. ტანკები აღიჭურვება გაძლიერებული ჯავშნით, წრიული თვალთვალის  და აქტიური დაცვის სისტემებით, რითაც შესაძლებელია მტრის ტანკის მწყობრიდან სრულად გამოყვანა.

გახმიანდა ინფორმაცია – დაუდასტურებელ მოდიფიკაცია – K3PL-ზეც. ასეთ შემთხვევაში, პოლონეთის არმიაში კორეული ტანკების რაოდენობა 1 000-ს გადააჭარბებს. იმედოვნებენ, რომ ახალი ტანკები უზრუნველყოფს სრულ უპირატესობას Т-72Б3/Б3М-ზე, რომელიც მოწინავე ტანკად ითვლება რუსულ ნაწილებში.

რუსული ტანკებიდან საუკეთესოს  – Т-90М -საც კი გაუჭირდება К2-თან დაპირისპირება. რუსეთის ამჟამინდელი გეგმით, ქვეყნის შეიარაღებული ძალები მიიღებს 600 Т-90М-ს. ვინაიდან К2-ის რაოდენობა მნიშვნელოვნად გადაასწრებს საზღვრებთან თავმოყრილ რუსული ტანკების რიცხვს, ეს გადაიქცევა ერთ-ერთ ყველაზე დიდი პრობლემად რუსეთის უსაფრთხოებისთვის.

რუსეთის ჯავშანსატანკო ნაწილების მომავალი, უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე, მეტად ბუნდოვანია. პოლონეთის გარიგება К2-ის მიწოდების თაობაზე, ასევევ ანკარას მხრიდან ამდენივე ტანკის  Atlay-ის შეძენა (აგებულია  К2-ის ბაზაზე),  რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ახალ თავსატეხს გაუჩენს.

 

By admin

You missed