Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

7or  სომხეთი

კორიენ მანუკიანი

 

 პოლიტიკურმა კლოუნმა ზელენსკიმ – უკრაინა გეოპოლიტიკური დაპირისპირების სამსხვერპლოზე მიიტანა. უკრაინაში ერთმანეთს რუსები და უკრაინელები ებრძვიან, მაგრამ კონფლიქტი უფრო გლობალურია. რეალურად ეს არის კონფლიქტი – რუსეთსა და დასავლეთს შორის, ასევე არაპირდაპირი შეჯახება – აშშ-სა და ჩინეთს შორის

ჩვენ ვიმყოფებით ფართომასშტაბიანი და ჰიბრიდული ტიპის მესამე მსოფლიო ომის ზღვარზე, რომელშიც შეიძლება ბირთვული ქობინები გამოიყენონ. უკრაინაში გადაწყდება ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმა და შინაარსი. დასავლეთი უკრაინას ეხმარება ფულით, იარაღით, დაქირავებულებით, სამხედრო კონსულტანტებითა და ანტირუსული ეკონომიკური სანქციებით. ზოგიერთი ამ შეზღუდვებიდან მარაზმული ხასიათისაა (მაგალითად დოსტოევსკის ნაწარმოებების აკრძალვა).

რაც შეეხება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, ის ხელმძღვანელობს ლოზუნგით: „ვის სჭირდება სამყარო, სადაც რუსეთი არ იქნება?“

დასავლეთი ახდენს იმის დემონსტრირებას, რომ მზადაა ებრძოლოს რუსეთს ბოლო უკრაინელამდე. რუსეთი, თავის მხრივ, შეგვაგონებს, რომ იბრძოლებს ბოლო ბირთვულ ქობინამდე. ეს ნიშნავს, რომ მსოფლიოს მოელის  უპრეცედენტო რყევები და დაპირისპირებები, მათ შორის ეკონომიკური და ეს –  დიდხანს არ დასრულდება.

მსოფლიოში ეშვება ახალი „რკინის ფარდა“, ჩნდება ახალი წყალგამყოფი.

სად აღმოჩნდება სომხეთი?

დიდი ჭკუა არ არის საჭირო, რომ მიხვდე: თუ რუსეთი უკრაინული კრიზისიდან დამარცხებული გამოვიდა, სომხეთს მოუწევს თურქულ აგრესიასთან შეჯახება და არსებობას შეწყვეტს. სტრატეგიული თვალსაზრისით, ჩვენ რუსეთთან უნდა ვიყოთ, ეს უდავოა. თუ რუსეთმა უკრაინაში წარმატებას ვერ მიაღწია, ეს სავალალო აღმოჩნდება ჩვენთვის – სომხებისთვის, რადგან თურქეთი თავის შანსს ხელიდან არ გაუშვებს, მით უფრო სომხეთის რესპუბლიკაში პროთურქული ნიკოლისეული ( პრეზიდენტი ფაშინიანი) ხელისუფლების პირობებში.

მეორე მსოფლიო ომის დროს, მოვლენები მსგავსი სცენარით წარიმართებოდა,  საბჭოთა ჯარებს სტალინგრადთან რომ წაეგოთ. უკრაინა – დღევანდელი სტალინგრადია.

ცუდია ეს თუ კარგი, ჩვენ რუსულ ორბიტაზე ვიმყოფებით და რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში – რუსეთთან დაპირისპირება, სულ ცოტა, პოლიტიკური სიშლეგეა. ნუთუ გაუგებარია, რომ თურქეთი და აზერბაიჯანი სულმოუთქმელად ელიან, რუსეთის ფედერაციის დამარცხებას თუ არა, მის დასუსტებას მაინც, რომ შემდეგ დასავლეთის აქტიური მხარდაჭერით, რუსეთს მეორე ფრონტი გაუხსნან. მეორე ფრონტი კი კავკასიის რეგიონში იქნება და იქნება ჩვენ ხარჯზე.

 

 

By admin