Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

ADVANCE  ხორვატია

ანტუნ როშა

 

  თურქეთს არაერთი მოთხოვნა აქვს საერთაშორისო თანამეგობრობის მიმართ, რაც განსაკუთრებით მკაფიოდ გამოჩნდა ბოლო კვირეების განმავლობაში. როცა ფინეთმა და შვედეთმა გამოთქვეს ნატოში გაწევრიანების სურვილი, თურქეთი ამას შეეწინააღმდეგა და ეს იმით ახსნა, რომ სკანდინავიის ქვეყნები „ტერორისტებს ეხმარებიან“, ამდენად მათი ალიანსში გაერთიანება დაუშვებელი იყო

ანკარა გულისხმობდა ქურთულ დაჯგუფებებს, მათ შორის „ ქურთისტანის მუშათა პარტიას“, ასევე სირიულ გაერთიანებებს, განსაკუთრებით  – „სახალხო თავდაცვის შენაერთებს“.

გვერდზე გადავდოთ ის ფაქტი, რომ დასავლეთის არც ერთ ქვეყანას არ უცნია „სახალხო თავდაცვის შენაერთები“ ტერორისტულ ორგანიზაციად, ვინაიდან დასავლეთი მას თანამოაზრედ მიიჩნევს ISIS- თან ბრძოლაში. აშშ-ს არმია, ღიად თანამშრომლობს ამ დაჯგუფებებთან, რომელთა ტრანსფორმაცია მოხდა „სირიის დემოკრატიულ ძალებად“, სინამდვილეში კი ისინი კვლავ „შენაერთებად“ რჩებიან. ზემოთქმულის მიუხედავად,  თურქეთი არ ცვლის თავის ულტიმატუმს. ის ამბობს, რომ  არ დაეთანხმება სტოკჰოლმისა და ჰელსინკის ნატოში შესვლას, ვიდრე სიტუაცია მის სასარგებლოდ არ შეიცვლება.

სურს თუ არა სინამდვილეში ანკარას, რომ ფინეთმა და შვედეთმა შეწყვიტოს ქურთული ძალების დახმარება და მათი საკუთარ ტერიტორიაზე შეშვება? შესაძლოა … რატომაც არა! მაგრამ ეს არ არის თურქეთის მთავარი მიზანი. ამდენად მიმდინარე მოლაპარაკებები თურქეთის, ფინეთისა და შვედეთის წარმომადგენლებს შორის, ცოტა არ იყოს ღიმილისმომგვრელია. ამ ვითარებაში სკანდინავიურ ქვეყნებზე ნაკლებადაა დამოკიდებული   თურქეთის პოზიციის შეცვლა. მიუხედავად ამისა, ყველა მხარე აგრძელებს თამაშს პუბლიკის წინაშე.

თურქეთს უყვარს, როცა მისი მოთხოვნები სრულდება, მნიშვნელობა არა აქვს მოთხოვნა – დიდია თუ მცირე. ერთ-ერთი ასეთი პრეტენზია გასულ კვირაში მან გაეროს წაუყენა: მოითხოვა, რომ ის მოიხსენიონ ძველი სახელით Türkiye , აქაოდა მისი ინგლისური ვარიანტი გამოითქმის, როგორც Turkey და ის შეიძლება ვინმეს ინდაურში აერიოსო. (ინგლისურად ორივე ტერმინი იდენტურად ჟღერს და იწერება). ეს პირობა მას მყისვე დაუკმაყოფილეს, თუმცა ჯერ კიდევ საკითხავია, რამდენად გავრცელდება აღნიშნული ტერმინი. უნდა ითქვას, რომ ადრე ჩეხეთმა მოითხოვა ჩეხეთის რესპუბლიკის – Czechia-ად მოხსენიება, მაგრამ ის ვერ დამკვიდრდა.

ერდოღანს აქვს სხვა მოთხოვნებიც, რომელთა შესრულება არ არის ადვილი. შეგახსენებთ, რომ რომელიმე ქვეყნის ნატოში გასაწევრიანებლად, აუცილებელია უკლებლივ ყველა წევრის თანხმობა, ასეთი კი ოცდაათია.

ფინეთისა და შვედეთის ბლოკირების პარალელურად, ერდოღანმა გამოაცხადა მორიგი შეტევის დაწყება მეზობელ სირიაზე და ამტკიცებს, რომ მხოლოდ ქურთების განდევნა სურს თავისი საზღვრების მიმდებარე ტერიტორიებიდან. ამას გარდა,  ერდოღანის თქმით, რუსეთმა და აშშ-მ – ის მოატყუეს და მიუხედავად დაპირებისა, არ გადაწყვიტეს ქურთული ძალების პრობლემა თურქეთის საზღვრებთან.

By admin