Seznam zprávy ჩეხეთი
თეოდორ მარიანოვიჩი
ცნობილია, რომ პირველად იყო სიტყვა, ასე რომ გავიხსენოთ: უწყებას, რომელსაც რობერტ ჰაბეკი ხელმძღვანელობს, გასულ წელს, ოლაფ შოლცის მოსვლის შემდეგ, სახელი გადაერქვა. ადრე იყო მრეწველობისა და ენერგეტიკის ფედერალური სამინისტრო, ახლა მას მრეწველობისა და კლიმატის დაცვის ფედერალური სამინისტრო ეწოდება. ამით ოლაფ შოლცის კაბინეტს, განსაკუთრებით ახალგამომცხვარ მინისტრ ჰაბეკს – „მწვანეები“-ს პარტიიდან, უნდოდათ ეთქვათ, რომ ამიერიდან გერმანული მრეწველობა არ განვითარდება ისე, რომ ხელი შეუწყოს ძირეულ კლიმატურ ცვლილებებს. ამას გარდა, მათ შექმნეს დღის წესრიგი, რომელიც გულისხმობს წიაღისეული საწვავის სახეობებზე უარს.
რამდენი გესლიანი კომენტარი მოჰყვება მომხდარს. გავიდა ნახევარი წელი და მინისტრი ახლა უკვე აცხადებს, რომ ის უბრუნდება ქვანახშირის ელექტროსადგურებს. შოლცის მთავრობა ასევე გეგმავს, უარი თქვას ევროპარლამენტის წინადადებაზე: 2035 წლისთვის – აიკრძალოს შიდაწვისძ რავიანი ავტომობილების გაყიდვა. თანაც ყოველივე ეს ხდება იმ დროს, როცა კონტინენტი სიცხით არის გათანგული და კლიმატური ცვლილებების თემა ისე თვალსაჩინოა, როგორც არასდროს.
მეტიც, ფინანსთა მინისტრი კრისტიან ლინდნერი გამოდის მოწოდებით, რომ გადაიხედოს გადაწყვეტილება, რომელსაც 2011 წლის „ფუკუსიმას ტრაგედიის“ შემდეგ, ტაბუ აქვს დადებული. ის ალაპარაკდა ატომური ენერგეტიკის განახლებაზე. ლინდნერი, რომელიც გერმანიის თავისუფალი დემოკრატიული პარტიის ლიდერია, გერმანელებს სთავაზობს, გახანგრძლივდეს დარჩენილი სამი ატომური ელექტროსადგურის ექსპლუატაციის ვადა, რომელთა გაჩერება – დაგეგემილი იყო ამა წლის ბოლომდე.
რობერტ ჰაბეკს დღეს არავინ დასცინის, არავინ მოითხოვს მისგან გააფთრებული, ახსნას მისი და მინისტრთა კაბინეტის ბოლო ნაბიჯები ახალგაზრდულ ღონისძიებებზე – სახელწოდებით Fridays for Future, რომელთაც ის ხშირად სტუმრობს. პირიქით, მინისტრს ყველა აქებს, რომ მან, მიუხედავად საკუთარი რწმენისა, საფრთხის წინაშე თავი გამოიჩინა, როგორც კარგმა კრიზის-მენეჯერმა.
დიახ ასეა: დაწესებული ჩარჩოებიდან გასვლის უნარით, ის გვანახებს საკუთარ სიძლიერეს. ძალა კი ერთადერთია, რაც რუსეთს ესმის.