Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

BBC დიდი ბრიტანეთი

 

უკრაინელი ჯარისკაცები კონტრშეტევაზე გადავიდნენ ქვეყნის რამდენიმე რაიონში და ბოლო ცნობებით, მათ შეძლეს – დაებრუნებინათ კიევის მიმდებარე პოზიციები.

აშშ-ს თავდაცვის უწყების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ უკრაინელები პარალელურად თმობენ პოზიციებს ქვეყნის სამხრეთ რაიონებში

პატარა ქალაქ ვოზნესენსკიდან, ქვეყნის სამხრეთში, უკრაინელებმა უკუაგდეს რუსი ჯარისკაცები, ხოლო მათი კუთვნილი სამხედრო ჯავშანსატანკო კოლონა კი გაანადგურეს.

ხერსონში, რომელიც ყირიმის ნახევარკუნძულთან ახლოს მდებარეობს და რომელიც რუსეთის ხელში გადასული პირველი უკრაინული ქალაქია, უკრაინელები ასევე ცდილობენ დაკარგული ტერიტორიის დაუფლებას.

ბრიტანელმა სამხედრო ანალიტიკოსმა, BBC-ს განუცხადა, რომ ამ ცვლილებებმა, შესაძლოა მოსკოვს ტაქტიკა შეაცვლევინოს. თავდაცვის სამინისტროს ბოლო შეფასებით, რუსული შენაერთები წინ მიიწევენ ქვეყნის სამხრეთსა და ჩრდილოეთში, რომ „ალყაში მოაქციონ უკრაინული ძალები აღმოსავლეთში.“

ანგარიშში ნათქვამია, რომ „რუსული ძალები, სავარაუდოდ ახდენენ რეორგანიზაციას, რათა განაახლონ მსხვილმასშტაბიანი შეტევითი ოპერაციები.“

რუსები, ასევე აგრძელებენ შეტევას სამხრეთის საპორტო ქალაქ მარიუპოლზე, თუმცა თავად პორტი, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ნაკლებად დაზიანებულია.

ჯასთინ ბრონკი, გაერთიანებული შეიარაღებული ძალების ბრიტანეთის სამეფო ინსტიტუტის ანალიტიკური ცენტრის თანამშრომელი, თვლის, რომ უკრაინელების საპასუხო ქმედებები ნაკარნახევია იმით, რომ რუსები ცდილობენ განცდილი წარუმატებლობის კომპენსირებას.

„აშკარაა, რომ რუსებმა ვერ მოახერხეს უკრაინის ხელში ჩაგდება  მეწინავე პოზიციებიდან შეტევებით“- განაცხადა მან BBC-სთან საუბარში.

„ასე რომ, ახლა მათ თავისი ძალები უკან გაჰყავთ, რომ მოახდინონ მათი კონსოლიდაცია და ერთიანი შეტევის წამოწყება მარიუპოლზე  და მთელი სამხრეთი მიმართულებით“.

მან თქვა რომ, თუ რუსები აიღებენ მარიუპოლს, რომელიც რამდენიმე კვირაა ალყაშემორტყმულია და განიცდის მომარაგების დეფიციტს, შემდეგ ისინი გამოათავისუფლებენ ძალებს და საბრძოლო მასალებს ჯერ დონბასის სამხრეთისთვის, შემდეგ კი, შესაძლოა, ხარკოვის ჩრდილო- აღმოსავლეთ მიმართულებისთვის.

იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინა რუსულ ძალებს უკან ახევინებს ირპენთან, რომელიც კიევიდან 20 კმ-ში მდებარეობს, ასევე სხვა კიევისპირა ტერიტორიებიდან, მაკაროვის ჩათვლით, გართულდება მოსკოვის გეგმის რეალიზაცია, ხელთ იგდოს დედაქალაქი, დასძინა მან.

„არსებითად ის, რასაც ისინი (უკრაინელი სამხედროები) ცდილობენ – ესაა ერთი მხრის მოწყვეტა კიევის ალყის გეგმისთვის, რაც რუსებს აიძულებს ან ჩრდილოეთით გაიჭრან და მიატოვონ ეს პოზიციები, ან მოახდინონ მნიშვნელოვანი ძალების გადასროლა ამ მიმართულებით და იქ გაჩხერილი ძალების დახმარება“.

სამშაბათს, პენტაგონმა წარმოადგინა უფრო დეტალური ინფორმაცია უკრაინული კონტრშეტევის შესახებ: ბოლო დღებში სულ უფრო მეტი ნიშანია იმისა, რომ რუსები უკან იხევენ იმ რაიონებიდან, სადაც ადრე იყვნენ გამაგრებულნი.

პრესმდივანმა ქირბიმ CNN-ს განუცხადა, რომ ვერ ადასტურებს იმ ინფორმაციას, რასაც უკრაინელები იძლევიან, გარდა ერთი ქალაქის დაბრუნებისა, მაგრამ ვარაუდობს, რომ აღებულ იქნება სხვა ქალაქებიც.

მან განაცხადა, რომ ეს ცნობები „შეესაბამება საბრძოლო მოქმედებების ხასიათსა და იმ შესაძლებლობებს, რომელსაც, როგორც ვხედავთ, უკრაინელები ავლენენ“.

ქირბიმ თქვა, რომ რუსული ძალები „ჩიხში მოექცნენ,“  მათ უთავდებათ საწვავი და სანოვაგე.

მისი სიტყვებით არსებობს საჰაერო და სახმელეთო ძალებს შორის კავშირის პრობლემა, ამდენად რუსი მებრძოლები ერთმანეთთან სასაუბროდ, მობილურ ტელეფონებს იყენებენ.

„ისინი დამუხრუჭდნენ,“ ამბობს ის, რაც ნაწილობრივ – „მათი მოუხერხებლობით“ აიხსნება.

პენტაგონის მეორე ჩინოვნიკმა, რომელმაც ანონიმად დარჩენა ისურვა, საინფორმაციო სააგენტო  AFP-ს აცნობა, რომ ზოგიერთი რუსი ჯარისკაცი მოყინვის დიაგნოზით მოხვდა სამკურნალო დაწესებულებაში, რადგან მათ არა აქვთ ცივი ამინდის შესაფერისი სამოსი, რომელიც ამ რეგიონში უნდა გამოიყენებოდეს.

ჩინოვნიკმა თქვა, რომ დანაკარგისა და სხვა პრობლემების გამო, რუსეთის არმია იძულებულია უკრაინის ტერიტორიაზე გამოიყენოს – თავისი სამხედრო სიმძლავრეების თითქმის 90 %.

By admin

You missed