BBC დიდი ბრიტანეთი
აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ნატო „უპასუხებს,“ თუ რუსეთმა უკრაინაში ქიმიური იარაღი გამოიყენა.
პრეზიდენტს, რომელიც ევროპაში მოკავშირეებთან მოსალაპარაკებლად იმყოფება, არ დაუზუსტებია, რას ნიშნავს ეს
მისი კომენტარი გახმიანდა ბრიუსელში, უმაღლესი დონის შეხვედრაზე, სადაც დასავლეთის ლიდერებმა, ერთიანი ფრონტით გაილაშქრეს რუსეთის უკრაინაში შეჭრის წინააღმდეგ.
პარასკევს ბაიდენი პოლონეთს ეწვია, სადაც 2-მა მილიონმა ომს გარიდებულმა უკრაინელმა შეაფარა თავი. კითხვაზე, ვლადიმირ პუტინის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებას, მოჰყვებოდა თუ არა პასუხი ნატოს მხრიდან, ბაიდენმა უპასუხა: „ამას მოჰყვება საპასუხო რეაქცია.“
„თუ ის ამას ჩაიდენს, ჩვენ მას ვუპასუხებთ, პასუხი დამოკიდებულია გამოყენების სიმძიმეზე“ – თქვა მან.
დასავლეთის ქვეყნები უფრთხიან, რომ რუსეთი შესაძლოა ემზადებოდეს ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღის გამოყენებისთვის უკრაინაში, რადგან შეჭრა, ამ ქვეყანაში – 5 კვირით გაიწელა.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა – ბორის ჯონსონმა განაცხადა რომ, თუ პუტინი ქიმიურ იარაღს გამოიყენებს, ეს იქნება „კატასტროფა“, ხოლო ნატოს გენერალურმა მდივანმა განმარტა, რომ ამას მოჰყვება უმძიმესი შედეგები.
თეთრმა სახლმა შექმნა ნაციონალური უსაფრთხოების ჯგუფი, რათა შეისწავლოს საკითხი, რას მოიმოქმედებენ აშშ და მისი მოკავშირეები, თუ რუსეთმა ქიმიური შეტევა განახორციელა. თუმცა, ჯერჯერობით გაურკვეველია, გამოიყენებს თუ არა ნატო ქიმიურ იარაღს, ამბობს BBC-ს რედაქტორი აშშ-ში – სარა სმიტი.
ბაიდენმა ადრე ხაზი გაუსვა, რომ აშშ და ნატო, არ გაგზავნიდნენ ჯარს უკრაინაში, რადგან ერიდებოდნენ რუსეთთან პირდაპირ სამხედრო კონფრონტაციას.
პრეზიდენტი სიტყვით გამოვიდა ნატოს ლიდერთა შეხვედრის შემდეგ, რომელზეც განიხილებოდა მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების, ასევე უკრაინის სამხედრო დახმარებისა და მოსკოვის მიმართ სანქციების გამკაცრების საკითხები.
„უმთავრესია, ერთიანობა შენარჩუნდეს“- განაცხადა პრეზიდენტმა სამიტის შემდგომ.
მოსალოდნელია, რომ ბაიდენი გამოაცხადებს მნიშვნელოვან ხელშეკრულებას ევროკავშირთან – თხევადი გაზის მიწოდების შესახებ, რათა შემცირდეს, ევროპის რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულება.
გარიგების მიხედვით, წლის ბოლომდე, ვაშინგტონი ევროკავშირს მიაწვდის არანაკლებ 15 მილიარდ კუბურ მეტრ დამატებით საწვავს. ნატოს 4 სამხედრო დაჯგუფება კი განთავსდება უნგრეთში, სლოვაკეთში, რუმინეთსა და ბულგარეთში.
პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს მდიდარ სახელმწიფოთა ერთობიდან (G20) რუსეთის გარიცხვის წინადადებას, მაგრამ იქვე შენიშნა, რომ ეს, ასევე სხვა ქვეყნების ნებაზეა დამოკიდებული.
ევროკავშირის კომისიის თავჯდომარესთან – ურსულა ფონ დერ ლაიენთან პარასკევს დაგეგმილი დილის შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტი ბაიდენი პოლონეთში გაემგზავრება. ის ესტუმრება ქალაქ ჟეშუვს, რომელიც უკრაინის საზღვართან მდებარეობს და იქ შეხვდება უკრაინელ ლტოლვილებს.
ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ მიიღებს 100 000 უკრაინელს და გამოყოფს 1 მილიარდ დახმარებას საკვების, მედიკამენტების, წყლისა და საჭირო საშუალებების შესაძენად. პრეზიდენტი ასევე მოინახულებს ამერიკელ სამხედროებს, რომლებიც დიდი ხანია არაა, რაც განლაგდნენ ამ ქვეყანაში.