Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

CNBC  აშშ

                           დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყების შეფასებით, რუსეთი, სამხედრო შენაერთების უკრაინაში გადასროლას, შორეული რეგიონებიდან ახდენს, მათ შორისაა, წყნარი ოკეანის ფლოტის ნაწილები,  ის, ასევე იყენებს სულ უფრო მეტ დაქირავებულს, რათა მათი საშუალებით ჩაანაცვლოს დაკარგული პერსონალი

„ამ დანაკარგების შედეგად, უკრაინის უწყვეტი წინააღმდეგობის ფონზე, რუსეთს სულ უფრო გაუჭირდება შეტევითი ოპერაციების ჩატარება – აცხადებენ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში – დანაკარგი პირად შემადგენლობაში, ასევე გააძნელებს  – რუსეთის მხრიდან ოკუპირებული ტერიტორიების დაცვას.“

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, აყოვნებს ამ განცხადებაზე კომენტარს.

უცნობია, რამდენი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა უკრაინაში შეჭრის პირველი დღიდან. უქმეებზე, უკრაინის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ უკრაინამ დაკარგა 1 300 მებრძოლი.

მოსკოვი, უკრაინაში ჯარების გადასროლას, ახდენს ისეთი შორეული ადგილებიდან, როგორიცაა სომხეთი, აღმოსავლეთ სამხედრო ოლქი და წყნარი ოკეანის ფლოტი, გვითხრეს სამინისტროში.

წყნარი ოკეანის ფლოტი ბაზირებულია ვლადივოსტოკში. საჰაერო გზით, ვლადივასტოკს კიევამდე – 4 400 მილი (7 100კმ) აშორებს.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყებამ განაცხადა, რომ რუსეთი ეძებს მებრძოლებს სირიაში და  „კერძო სამხედრო კომპანიებში“ – ასე მოიხსენიებენ იმ რუსულ კომპანიებს, რომლებიც ქირაობენ ბოევიკებს.

მოსკოვი, ამ დაქირავებულებს, სავარაუდოდ ოკუპირებული ტერიტორიების შესანარჩუნებლად გამოიყენებს, რათა რეგულარული ნაწილების მეტი ჯარისკაცი გადაისროლოს უკრაინულ ძალებთან ბრძოლაში და „განაახლოს გაშეშებული შეტევითი ოპერაციები“, განაცხადეს ბრიტანეთის თავდაცვის უწყებაში.

რუსული კორპორაციული მებრძოლები, არაერთხელ დაადანაშაულეს ადამიანის უფლებების დარღვევაში, იგივე სირიაში, ლიბიასა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, სადაც ისინი მოსკოვის დავალებით მოქმედებენ.

აშშ-ს ხელისუფლების მონაცემებით, ამ კომპანიების მებრძოლები, ჯერ კიდევ ბოლო შეჭრამდე, მოქმედებდნენ აღმოსავლეთ უკრაინაში.

2017 წელს, აშშ-ს ფინანსთა სამინისტრომ სანქციები დაუწესა უმსხვილეს რუსულ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერს“ და მის დამფუძნებელს – დმიტრი უტკინს, იმის გამო, რომ „მათი ქმედება და პოლიტიკა – ემუქრება მშვიდობას, სტაბილურობას და უსაფრთხოებას უკრაინაში, ასევე, მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.“

ვაშინგტონის სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრმა, გასულ წელს განაცხადა, რომ მოსკოვი კერძო სამხედრო კომპანიების მომსახურებას – ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ხელისუფლებას – ოქროს, ურანისა და ალმასის მოპოვების უფლების სანაცვლოდ აწვდის.

By admin