Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

BBC     დიდი ბრიტანეთი

 

აშშ-ს მორიგი დახმარება – მოიცავს ფართო სპექტრის შეიარაღებას, დაწყებული 25 000 ჯავშანჟილეტით, ჩაფხუტებით, შაშხანებითა და ჭურვებით, დამთავრებული ტანკსაწინააღმდეგო იარაღითა და 20 მილიონი ვაზნით

Javelin-ების გარდა, შეიარაღებაში შედის – 800 საზენიტო საშუალება Stinger-ი, რომელმაც სახელი გაითქვა იმით, რომ მისი გამოყენებით, აგდებდნენ საბჭოთა თვითმფრინავებს ავღანეთში.

აშშ ასევე გეგმავს 100 „ტაქტიკური უპილოტო საავიაციო სისტემის“ მიწოდებას – ესაა მომცრო დრონი, რომლის გაშვება – ხელიდანაც შეიძლება და იმდენად პატარაა, რომ ზურგჩანთაში თავსდება.

ჯარისკაცს, ის შეუძლია გამოიყენოს საომარ ველზე დაკვირვებისთვის, საჭიროების შეთხვევაში კი შეტევისთვის, რადგან წარმოადგენს „მფრინავ ბომბს“, რომელიც შორს მდგარ ტექნიკას შეგიძლია დაუმიზნო.

ასე რომ, აშშ უკრაინაში აგზავნის 800 მილიონი დოლარის შეიარაღებას, მათ შორისაა:

800 საზენიტო მოწყობილობა „სტინგერი“, რომლითაც შეიძლება თვითმფრინავის ჩამოგდება.

2 000 ჯაველინი, ანტისატანკო იარაღი, რომელიც ისვრის სითბური დამიზნების რაკეტას.

ბაიდენის მიერ ოთხშაბათს გახმიანებულმა სამხედრო დახმარებამ, ბოლო კვირაში – 1 მილიარდ მიაღწია. ეს მეტად პოზიტიური დინამიკაა, თუ გავითვალისწინებით, რომ 2014-2022 წლებში მიწოდებული დახმარება, სულ 2,7 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

ჯონ ჰერბსტის, უკრაინაში აშშ-ს ყოფილი ელჩის, განცხადებით, ეს „ დიდი პროგრესი“ და „არსებული ნაკლოვანებების აღმოფხვრის მცდელობაა.“

„უეჭველია, რომ მის (ბაიდენის) გუნდს, ეშინოდა უკრაინის დახმარების – თქვა ჰერბსტმა – მაგრამ მოუწიათ რეაგირება არსებული წნეხის პირობებში.“

                                  რას მოასწავებს ყოველივე ეს – რუსეთის სახმელეთო და საჰაერო ოპერაციებისთვის?

სამხედრო ექსპერტები ამბობენ, რომ უკრაინელებისთვის განსაკუთრებით ეფექტიანი იქნება აშშ-ს არმიის მიერ მიწოდებული ტანკსაწინააღმდეგო საშუალებები.

რუსეთიდან შეჭრილი ნაწილები „ძირითადად მექანიზებულია“ ანუ წარმოადგენს ჯავშანკოლონებს, ამდენად „საუკეთესო, რაც შეიძლება გააკეთო, ამ ტექნიკის მწყობრიდან გამოყვანაა’ ამბობს აშშ-ს არმიის ყოფილი პოლკოვნიკი – ქრისტოფერ მაიერი.

„უკრაინამ სხვადასხვა ანტისატანკო სისტემები მიიღო რამდენიმე ქვეყნისგან. ეს ასევე ზრდის რუსული ტექნიკის ლეტალურობას“ – ამბობს მეიერი.

მართალია ამის შემოწმება დამოუკიდებელი ექსპერტების მხრიდან რთულია, მაგრამ უკრაინის ოფიციალური პირები ამტკიცებენ, რომ ამ იარაღს დიდი სარგებლობა მოაქვს. ისინი ირწმუნებიან, რომ 16 მარტის მონაცემებით, განადგურებული იყო 400 ტანკი და 2 000-ზე მეტი საბრძოლო მანქანა.

თუმცა ტანკსაწინააღმდეგო იარაღი, უკრაინულ არმიას ვერ გამოადგება რუსულ ავიაციასთან ბრძოლაში, რომელიც მესამე კვირაა ბომბავს ქვეყნის მთელ ტერიტორიას.

გადასატანი კომპლექსი „სტინგერი“, რომელიც მხარზე გადებული უნდა ისროლო, ერთადერთი საზენიტო საშუალებაა ამერიკულ დახმარებაში.

ეს სისტემა, საომარ კონფლიქტებში გამოიყენება 1981 წლიდან. „სტინგერი“ ცნობილი ავღანეთში გახდა, როცა საბჭოთა ოკუპაციის დროს, აშშ-ს მიერ მიწოდებული სტინგერებით, ავღანელებმა ასობით თვითმფრინავი და ვერტმფრენი ჩამოაგდეს. ის ეფექტიანია დაბალ სიმაღლეზე (3800 მეტრამდე) –  ვერტმფრენებთან და თვითმფრინავებთან ბრძოლაში, მაგრამ თითქმის გამოუსადეგარია დიდ სიმაღლეზე მოძრავი რუსული ბომბდამშენების ჩამოსაგდებად.

ჰერბსტი ამბობს, რომ დახმარების პაკეტზე საუბრისას, „სტინგერებზე“ ხაზგასმა – „სისუსტის გამოვლინებაა“.

„უეჭველია, მათ სჭირდებათ მეტი „სტინგერი“ – ამბობს ის, მაგრამ სჭირდებათ დიდ სიმაღლეზე მოქმედი საზენიტო იარაღიც…აქ, სერიოზული ჩავარდნაა“.

რა არ მიაწოდა აშშ-მ უკრაინას?

მართალია აშშ-მ მიანიშნა, რომ უფრო დიდი სიმაღლეზე მოქმედი შეიარაღება, მაგალითად საბჭოთა საზენიტო კომპლექსი C-300,  უკრაინას შეიძლება გადაეცეს მესამე ქვეყნების მეშვეობით, მაგრამ ოფიციალური განცხადება ამის შესახებ, ჯერ არ გაკეთებულა.

სლოვაკეთის ოფიციალურმა პირებმა, გამოთქვეს მზაობა, ეს სისტემები გადასცენ უკრაინას, თუ სანაცვლოდ სხვა კომპლექსებს მიიღებენ. ნატოს კიდევ ორ წევრს – საბერძნეთსა და ბულგარეთს – გავრცელებული ინფორმაციით, ასევე აქვთ ეს კომპლექსები.

აშშ-მ უარი თქვა პოლონეთის წინადადებაზე, უკრაინისთვის საკუთარი „მიგ-29“-ების გადაცემების შესახებ, რითაც ოფიციალურ კიევს შეეძლებოდა საჰაერო სამიზნეებთან ბრძოლა. ამერიკელებმა ამ გეგმას „ ნაკლებეფექტიანი“ უწოდეს, რადგან მათი აზრით, გაიზრდებოდა ნატოსა და რუსეთის შორის ღია დაპირისპირების რისკი.

მაიერის თქმით, „მიგ-29“-ები ან სხვა გამანადგურებლების უკრაინისთვის გადაცემა, ეფექტიანი იქნებოდა – უკრაინა უკეთ გააკონტროლებდა საჰაერო სივრცეს.

მან აღნიშნა, რომ საბჭოთა კავშირი ჩრდილოეთ ვიეტნამს აწვდიდა, როგორც თვითმფრინავებს, ისე პილოტებს ამერიკულ საჰაერო ხომალდებთან საბრძოლველად, მაგრამ ეს ფართო კონფრონტაციაში არ გადაზრდილა.

 

 

By admin