NBC აშშ
სუმათი ბალა, იენ თომასი, ჰანა მაიო
უკრაინის პრეზიდენტმა – ვლადიმირ ზელენსკიმ, რუსი ჟურნალისტებისადმი თავის ოთხმოცდაათწუთიან მიმართვაში, განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზადაა, განიხილოს ნეიტრალიტეტის სტატუსი – რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში. ოღონდ, ნებისმიერი შეთანხმება, გარანტირებული უნდა იყოს მესამე მხარის წარმომადგენლებისგან და ასევე საკითხი უნდა გავიდეს რეფერენდუმზე.
„უსაფრთხოებისა და ნეიტრალიტეტის გარანტიები, ასევე ჩვენი ქვეყნის არაბირთვული სტატუსი… ჩვენ მზად ვართ საამისოდ. ეს უმნიშვნელოვანესი მომენტია“- განაცხადა ზელენსკიმ.
ამასობაში, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა – ენტონი ბლინკენმა, სცადა განემარტა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის კომენტარი იმის შესახებ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი „აღარ უნდა დარჩეს ხელისუფლებაში.“
ისრაელში გამოსვლისას ბლინკენმა თქვა: „როგორც იცით, ეს სიტყვები თქვენ არაერთხელ გსმენიათ. ჩვენ არ ვაპირებთ რეჟიმის შეცვლას რუსეთში ან სადმე სხვაგან. რაკი ამაზე საუბარი, ისევ ჩამოვარდა.“
ბაიდენი, თეთრ სახლში, კვირის დასაწყისში დაბრუნდა – ევროპაში სამდღიანი ვიზიტის შემდეგ.