Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

BBC  დიდი ბრიტანეთი

 

            როგორც ამბობენ, ბ.-ნი აბრამოვიჩი, საზღვარზე, სამშვიდობო მოლაპარაკებებს ესწრებოდა.

რუს მილიარდერ რომან აბრამოვიჩს მოწამვლისთვის დამახასიათებებლი სიმპტომები, თვის დასაწყისში, ბელორუს-უკრაინის საზღვარზე გამართული მოლაპარაკებების შემდგომ გამოუვლინდა, იტყობინება მასთან დაახლოებული წყარო

საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ მფლობელი, უკვე გამოჯანმრთელდა, სხვადასხვა ცნობით, მას აწუხებდა თვალის ტკივილი და კანის აქერცვლა.

ამბობენ, რომ ასევე დაზიანდა სამშვიდობო მოლაპარაკების 2 უკრაინელი მონაწილე.

ერთ-ერთი ცნობით, სავარაუდო მოწამვლა, ხისტი პოზიციის მქონე რუსებს უკავშირდებათ, რომელთაც მოლაპარაკების ჩაშლა სურდათ.

მოგვიანებით, უკრაინის საპრეზიდენტო ოფისის თანამშრომელმა –  იგორ ჟოკკვამ BBC-ის განუცხადა, რომ მას არ უსაუბრია აბრამოვიჩთან, ხოლო უკრაინული დელეგაცია „კარგად არის.“ ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა კი ამ ისტორიას „სიყალბე“ უწოდა.

თუმცა BBC-ს კორესპონდენტის (უსაფრთხოების ექსპერტის) თქმით, მას არ გაუკვირდება, თუ გაიგებს, რომ ეს ინფორმაცია აშშ-მ მიაჩუმათა:  თუ რუსეთის მხრიდან ქიმიური იარაღის გამოყენება დადასტურდებოდა, მაშინ აშშ-ს მოუწევდა საპასუხო ზომების გატარება – ამის გაკეთების სურვილი კი ვაშინგტონს ნამდვილად არ ჰკლავს.

„თვალის მწვავე ტკივილი“

ბ.-ნ აბრამოვიჩისა და უკრაინელი მომლაპარაკებლების, მათ შორის უკრაინელი დეპუტატის, რუსტემ უმაროვის მდგომარეობა, გაუმჯობესდა 3 მარტის ინციდენტიდან რამდენიმე ხანში, იტყობინება   WALL STREET JOURNAL-ი თავის წყაროებზე დაყრდნობით.

როგორც   BBC-ის ბ.-ნ აბრამოვიჩთან დაახლოებულმა წყარომ შეატყობინა, ის უკვე გამომჯობინდა და აგრძელებს მოლაპარაკებებს უკრაინაში ომის დასასრულებლად.

ინციდენტი ნათელს ჰფენს აბრამოვიჩის, როგორც შუამავლის როლს, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში. მისი პოზიცია უცნობია, მაგრამ ოლიგარქის პრესმდივანმა მანამდე განაცხადა, რომ მისი გავლენა „შეზღუდულია.“

კვირას, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ბ.-ნმა აბრამოვიჩმა, მას შესთავაზა დახმარება რუსეთთან ურთიერთობის დეესკალაციაში.

თვის დასაწყისში, რუსმა მილიარდერმა მოლაპარაკების რამდენიმე რაუნდი გამართა მოსკოვსა და კიევში. სხვადასხვა წყაროების თანახმად, ის შეხვდა ბ.-ნ ზელენსკის, მაგრამ უკრაინის ლიდერს, რაიმე დაზიანება არ მიუღია, მისი პრესმდივანი კი ინფორმაციას ინციდენტის შესახებ, არ ფლობს.

ჯგუფმა BELLINGCAT-მა, რომელიც ჟურნალისტური გამოძიებით არის დაკავებული, განაცხადა, რომ ბ.-ნ აბრამოვიჩსა და მოლაპარაკების მონაწილეებს, აწუხებდათ „ქიმიური იარაღით მოწამვლის სიმპტომები“.

ეს ნიშნები მოიცავდა – „თვალისა და კანის ანთებას, ასევე მწვავე ტკივილს თვალის არეში“, იტყობინება BELLINGCAT-ი.

ამის შემდეგ, ბ.-ნი აბრამოვიჩი, საჯაროდ მხოლოდ 14 მარტს გამოჩნდა – ის ისრაელში, თელ-ავივის აეროპორტში შენიშნეს.

თვის დასაწყისში, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა, ბ.-ნ აბრამოვიჩის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს –  პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინთან მისი კავშირის გამო, რასაც მილიარდერი უარყოფს.

მაგრამ, როგორც იტყობინებიან, ბ.-ნმა ზელენსკიმ აშშ-ს მიმართა თხოვნით, თავი შეეკავებინა აბრამოვიჩის წინააღმდეგ ამკრძალავი ზომების გამოყენებისგან, იმ მოტივით, რომ მას შეეძლო პოზიტიური როლის შესრულება მოსკოვთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევაში.

კრემლმა განაცხადა, რომ აბრამოვიჩმა გარკვეული ფუნქცია შეასრულა მოლაპარაკებათა საწყის ეტაპზე, ამჟამად კი პროცესს, მთლიანად ორი ქვეყნის მომლაპარაკებლები წარმართავენ.

სამშაბათს, ორივე მხარე ერთმანეთს სტამბულში ხვდება. ეს იქნება პირველი პირისპირ შეხვედრა, ბოლო ორი კვირის განმავლობაში.

By admin