Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Daily Express  დიდი ბრიტანეთი

ელი კუკი 

 

 

ოთხშაბათს, 8 თებერვალს, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუილ მაკრონმა ჟურნალისტებს აუწყა, რომ პუტინმა ის დაარწმუნა: სიტუაციის გაუარესება და ესკალაცია არ იქნება. მაკრონმა განაცხადა ასე: ,,მე მივიღე პირობა, რომ ვითარების გამწვავება და ესკალაცია არ იქნება.’’ ამ დროისთვის, უკრაინის საზღვართან 100 ათასზე მეტი რუსი სამხედრო დგას. თუმცა მოსკოვი ისევ უარყოფს, რომ აპირებს ამ ქვეყანაში შეჭრას

ამასობაში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოფილმა მთავარმა ეკონომისტმა, პროფესორმა სერგეი გურიევმა Daily Express-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ დასავლეთის სანქციებს დიდი ზიანი მოაქვს რუსეთის ეკონომიკისთვის. მან დასძინა: ,,უტყუარი ინდიკატორია სუსტი რუბლი. მართალია რუსული ნავთობის სავაჭრო ფასი ბარელზე 95 დოლარს აღწევს, მაგრამ 1 დოლარი ახლა 75 რუბლი ღირს. გურიევმა შგვახსენა, რომ ყირიმის ანექსიამდე რუბლის ფასი დოლართან მიმართებაში – 33:1-თან იყო და ნავთობის ღირებულება კი ოდნავ მაღალი იყო.

დასავლეთმა რუსეთს სანქციები 2014 წელს, ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგ დაუწესა, რამაც საერთაშორისო საზოგადოებრიობის აღშფოთება გამოიწვია.

გურიევმა გაგვაფრთხილა, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, რუსეთი შეძლებს თავიდან აიცილოს ეკონომიკური კრახი, მაგრამ რუსეთის მოქალაქეები ძალზე უკმაყოფილო დარჩებიან ამგვარი ქმედების შედეგებით.

,,თუ რუსეთი შეიჭრა უკრაინაში და დასავლეთმა ყოვლისმომცველი ეკონომიკური სანქციები შემოიღო, რუსეთი მოახერხებს თავიდან აიცილოს მაკროეკონომიკური კრახი, რადგან მას აქვს ბალანსირებული ბიუჯეტი, ოქროს და ვალუტის უზარმაზარი რეზერვები, დაბალი სახელმწიფო ვალი და ნაციონალური კეთილდღეობის დიდი ფონდი – განმარტა გურიევმა – იმის ალბათობა, რომ დასავლეთი გადაწყვეტს საგაზო-სანავთობო ემბარგოს შემოღებას, მეტად მცირეა. ამგვარი ემბარგოს გარეშე, რუსეთის ეკონომიკა გააგრძელებს სტაგნაციაში ყოფნას. რუსეთის მოქალაქეები უკმაყოფილო იქნებიან, მაგრამ პუტინი რეპრესიებით მოახერხებს იმას, რომ ახლო მომავალში,  ეს არ გადაიზარდოს პოლიტიკურ  ცვლილებებში.’’

გურიევმა ასევე აღნიშნა, რომ სანქციების საკითხში არის კიდევ ერთი ,,განზომილება,’’ ანუ ბირთვული იარაღის საფრთხე, რომელსაც აუცილებლობის შემთხვევაში, რუსეთი ,,გამოიყენებს.’’

,,რუსეთს აქვს ბირთვული იარაღი და პუტინმა ნათლად აგრძნობინა ყველას, რომ მოსკოვი მზადაა ის გამოიყენოს – განმარტა გურიევმა – სწორედ ამიტომაა სანქციები  მნიშვნელოვანი. დასავლეთმა დაგვანახა, რომ მიმართავს სანქციებს, ხოლო ბოლო წლებია, ცხადი შეიქნა, რომ აშშ-ს, დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის მიღწეულია ერთიანობა სანქციების პოლიტიკის მხრივ. პუტინმა ეს იცის და სანქციები მას აშფოთებს.’’

პუტინს ესმის, რომ სანქციებს რომელიც 2014 წელს დაუწესეს, მართლაც ქმედითი ზეგავლენა აქვს. აშშ-ს „დედა სანქციის“ მიღებით დაიმუქრა, ევროპაში კი საუბრობენ, როგორ გასცდნენ იმ ჩარჩოს, რომელიც 2014 წელს მოინიშნა.

გურიევმა ეს შემდეგნაირად განმარტა:  ეკონომიკურმა სანქციებმა, თავის ეფექტიანობა, უკვე 1014 წლის გაზაფხულზე დაადასტურა. როცა რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა, ის არ ელოდა საპასუხო სანქციებს (ასე მოხდა 2008 წელს).  2014 წლის მარტში, აშშ-მ სანქციები შემოიღო პუტინის მეგობრების მიმართ და დინამიკა შეიცვალა. მას შემდეგ, რაც 2014 წლის მაისში, დონეცკსა და ლუგანსკში რეფერენდუმები ჩაატარა, რუსეთმა გადაწყვიტა არ წასულიყო ყირიმის სცენარით. რუსეთი დღემდე აღიარებს, რომ დონეცკი და ლუგანსკი უკრაინის ნაწილებად. უფრო მტკივნეული სექტორული სანქციები შემოიღეს 2014 წლის სექტემბერში (საჰაერო ხომალდ MH17 ჩამოგდების შემდეგ). ამან აიძულა რუსეთი მოლაპარაკების მაგიდას მიჯდომოდა. ასე მოეწერა ხელი მინსკის შეთანხმებას. ამას გარდა, რუსეთმა შეწყვიტა ,,ნოვოროსიის’’ ხსენება (თავის გამოსვლებში, 2014 წლის გაზაფხულზე, პუტინი ცინიკურად მიანიშნებდა, რომ სურდა 6 რეგიონის დაპატრონება უკრაინის სამხრეთ აღმოსავლეთში და არა ორის).’’

By admin

You missed