Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

АПОСТРОФ  უკრაინა

კონსტანტინ სობორნი

 

 სამშაბათს, 8 თებერვალს, საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი უკრაინაში ჩამოვიდა, უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან მოსალაპარაკებლად.

          ამ ვიზიტს წინ უძღოდა მისი კრემლში, ვლადიმერ პუტინთან ვიზიტი.

                                                მაკრონის წინასაარჩევნო პიარაქცია

მაკრონის კიევში ვიზიტი, დიდი ევროპული ვოიაჟის ფარგლებში გაიმართა. დაიწყოს ის მოსკოვში, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრით და დასრულდა ბერლინში, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტი ესაუბრა გერმანიისა და პოლონეთის ლიდერებს. ექსპერტთა აზრით, ეს ტურნე პირდაპირ უკავშირდება წინასაარჩევნო რბოლას:  უკვე აპრილში, ფრანგები აირჩევენ პრეზიდენტს და მაკრონს ძალიან უნდა – თავისი მნიშვნელობისა და საერთოევროპული საქმეების გაძღოლის უნარის წარმოჩენა.

ზელენსკისთან ვიზიტამდე ერთი დღით ადრე, მაკრონი შეხვდა ვლადიმირ პუტინს, რომელმაც საფრანგეთის პრეზიდენტი მოშორებით დასვა, მას აშკარად ეშინოდა რამე გადადებოდა. ამის შემდეგ, პუტინი მოჰყვა ყველას დამოძღვრას უხამსი ,,ჩასტუშკების’’ მოშველიებით: ,,მოგწონს, თუ არ მოგწონს – უნდა მოითმინო ლამაზო.’’ მაკრონმა დიპლომატიურად იყუჩა.

საგულისხმოა, რომ მაკრონის პუტინთან და ზელენსკისთან შეხვედრამდე, ამერიკულმა გამოცემა Politico-მ გვაუწყა, რომ ემანუელ მაკრონის ვოიაჟი აიხსნებოდა კარსმომდგარი საპრეზიდენტო არჩევნებით. ამერიკული გამოცემის აზრით, მაკრონი შეეცდება, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში, თავის ელექტორატს მშვიდობისმყოფელის იმიჯით წარუდგეს. იმავდროულად, მაკრონი ცდილობს ქულები მოიპოვოს საფრანგეთის პრორუსულ ელექტორატში, სადაც საპრეზიდენტო რბოლაში, მის კონკურენტებად გვევლინებიან კრემლის თანამგრძნობი – მარინ ლე პენი და ერიკ ზემური.

კიევში ჩამოსული მაკრონი ყველას მოუწოდებდა დეტალებზე კონცენტრირებისკენ, იმავდროულად აპელირებდა კონკრეტულ მიღწევებზე მშვიდობის მხარდაჭერის საქმეში. როგორც ,,უკრაინის მომავლის ინსტიტუტის“ ექსპერტმა, ილია კუსამ შენიშნა, ამ შეხვედრამ დაგვანახა, რომ უკრაინას უბიძგებენ მინსკის შეთანხმების შესრულებისკენ და რუსეთთან ამა თუ იმ სახით კომპრომისისკენ. ამ პროცესში ჩართულია აშშ-ც.

პარალელურად, „პერსპექტიული კვლევების საერთაშორისო ცენტრის“ ექსპერტი, ნიკოლაი კაპიტონენკო თვლის, რომ ამ შეხვედრამ ცხადყო: საფრანგეთს არა აქვს სიტუაციაზე გავლენის შესაძლებლობა. ,,პუტინთან მოლაპარაკებამ განსაკუთრებული არაფერი მოიტანა – თითოეული თავის პოზიციაზე დარჩა. კიევში კი, თუნდაც იმ დაშვებით, რომ მაკრონმა სცადა დაეყოლიებინა ზელენსკი შეეცვალა პოზიცია მინსკის შეთანხმების მიმართ ან რაიმე სხვა საკითხზე, საეჭვოა, რომ  მას ჰქონოდა საკმარისი არგუმენტები საიმისოდ, რატომ უნდა მოქცეულიყო ზელენსკი ასე’’- თვლის ექსპერტი.

იმას, რომ მაკრონი კიევში, საპრეზიდენტო არჩევნების წინ პიარისთვის ჩამოვიდა, ეთანხმება ,,უკრაინის მომავლის ინსტიტუტის’’ ექსპერტი ილია კუსა: ,,მაკრონს 2 მიზანი ჰქონდა: პირველი – გაეუმჯობესებინა საკუთარი იმიჯი არჩევნების წინ. ხოლო მისი მეორე მიზანი იყო – ინიციატივა წაერთმია გერმანიისთვის და უკრაინული კრიზისის დარეგულირების საქმეში, თავი ევროპის ლიდერად წარმოეჩინა.

By admin

You missed